Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 094 (Two Blind Men and a Dumb Man Healed)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

11. ორი ბრმის და ერთი მუნჯის განკურნება (მათეიესო 9:27-34)


მათეიესო 9:27-31
27 იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით; ამბობდნენ: "შეგვიწყალე, ძეო დავითისა!” 28 სახლში შესულს, ბრმებიც მიადგნენ. უთხრა მათ იესომ: "გწამთ, რომ ძალმიძს ამის გაკეთება?” უპასუხეს: "ჰო, უფალო!” 29 მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: "თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!” 30 და აეხილათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: "აჰა, არავინ გაიგოს!” 31 ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
(მათე 8:4; 20:30; საქმეები 14:9)

ღმერთის აღთქმა დავითის მიმართ, რომ მისგან წარმოიშვება მესია, ფართოდ ცნობილი იყო, ამიტომაც მესიას უწოდებდნენ ,,დავითის ძეს“. იმ დროისთვის ყველა ელოდებოდა მესიის გამოჩენას. ორმა ბრმამ იცოდა, რომ ის უკვე მოსული იყო და ღიად საუბრობდნენ ამის შესახებ კაპერნაუმის ქუჩებში. ისინი აღიარებდნენ, რომ ის არის იესო მაშინ, როდესაც მღვდელმთავრები და ფარისევლები სულელურად და უხამსად უარყოფდნენ მას. ეს ბრმები ვერ ხედავდნენ ქრისტეს მიერ ჩადენილ სასწაულებს, თუმცა თავიანთი რწმენის წყალობით ხედავდნენ მეტს, ვიდრე მხედველნი.

ქრისტე ცხოვრობდა იუდეველთა შორის, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ღებულობდა მას მესიად. უმეტესი ელოდებოდა პოლიტიკურ მხსნელს, ამიტომაც დარჩნენ ბრმები, თუმცა თვალებიც ქონდათ და აზროვნებდნენ. დღეს ბევრი ღვთისმოსავი და მეცნიერი ფიქრობს, რომ იცნობს იესოს, თუმცა მის პიროვნებას არც კი მიახლოებულან და ვერც სულიერი მშვიდობა მოიპოვეს, ხოლო ამ ბრმებმა, რომლებზეც აქ არის საუბარი ირწმუნეს, რომ იესო დავითის შტოდანაა და რომ ის არის ღვთაებრივი მეფე დაპირებული ძველ აღთქმაში (2 მეფეთა 7:12-14). ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და სთხოვდნენ, რომ განეკურნა, მაგრამ იესომ მალევე არ უპასუხა მათ თხოვნას, მას სურდა მათი რწმენის გამოცდა. მათ ეს გამოცდა აიტანეს, დაუღალავად მისდევდნენ იესოს და პეტრეს სიდედრის სახლამდე მივიდნენ, თუმცა არ ანებებდნენ თავს და დაჟინებით სთხოვდნენ მას განკურნებას და მაშინ იესომ ისმინა მათი თხოვნა და თავიანთი რწმენისამებს გამოავლინა თავისი ძალა. ჰკითხა, სწამთ რომ ნამდვილად შეუძლია ამ დიდებული სასწაულის მოხდენა, და მათ უპასუხეს ,,გვწამს“. ვიზიარებთ თუ არა დღეს ამ რწმენას, რომ იესოს შეუძლია განკურნება და გადარჩენა, და მივდივართ თუ არა მასთან წრფელი თხოვნებით.

ამის შემდეგ მათ აღიარეს რწმენა, ქრისტე შეეხო ხელით მათ თვალებს, მათ იგრძნეს იესოს სიყვარული და განკურნების ძალა. პირველად დაინახეს იესო. იესოს გარეგნობამ მათზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მათ აღიარეს მასში ყოვლისშემძლე მხსნელი და მეფე და მათმა რწმენამ მისცა მათ ნამდვილი სულიერი გამოცხადება.

გასაკვირია, რომ იესომ უფლება არ მისცა მათ მოეყოლათ ხალხისთვის განკურნების შესახებ, რადგან არ უნდოდა ხალხი სასწაულების გამო გაჰყოლოდა. მისი მიზანი იყო თავი მიმდევრებში რწმენა გაეზარდა, რომელიც უპირველესად დაფუძნებული იქნებოდა მონანიებაზე, რათა გულები შეცვლილიყო, გონება განახლებულიყო და რომ თავი დაეღწიათ სულიერი სიბრმავისთვის და გაცნობიერებულად ევლოთ ღვთის სინათლეში. აგეხილა თუ არა თვალი ქრისტეს სიყვარულში შენ, თუ ჯერ ისევ ცხოვრობ მისგან შორს, სიბრმავეში, ცოდვების წყვდიადში გადარჩენის გარეშე?

ლოცვა: მადლობას გიხდით ზეციერო მამაო, რომ შენი მადლით აგვიხილე თვალები, რათა დაგინახოთ და შეგიყვაროთ. ჩვენ ვიქეცით შენ შვილებად რწმენით და დაგვეხმარე ასევე გავაგრძელოთ შენს სიყვარულში ცხოვრება, შენი დიდებულების შეცნობა, შენი მადლის ტახტის წინაშე მუხლების მოდრეკვა და ლოცვა ჩვენს მეზობლებსა და ნათესავებზე, რათა შენ განკურნო ისინი და გახსნა მათი თვალები და გული და რომ მათ დაგინახონ შენ დაიგრძნონ შენი წყალობა და სიყვარული.

კითხვა:

  1. რა საიდუმლო იმალება, ორი ბრმის განკურნებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:00 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)