Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 069 (The Lord’s Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

c) ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მათეიესო 6:9-13)


მათეიესო 6:13
13 ... რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
(1 ნეშტთა 29:11-13)

მამის განდიდება ლოცვის ბოლოში - ეს არის ეკლესიის პასუხი მისი მადლიერება და თაყვანისცემა მამისადმი.

ქრისტიანები აღიარებენ, რომ ზეციერი მამა - ქვეყნიერების მმართველია, ვინაიდან მან შექმნა ის. ის ცოცხლობს და მეფობს საუკუნოდ. მისი ჭეშმარიტება დამტკიცებულია ყველა ხალხში იმისდამიუხედავად, რომ არ აღიარებენ ამას.

კაპიტალიზმმა და სოციალიზმმა მრავალი ადამიანი შეცდომაში შეიყვანა. არანაირი ქონება, ჯანმრთელობა და მატერიალი არ ეკუთვნის ცალკეულ ადამიანებს და ერებს. ყოველივე ეს მხოლოდ ღმერთისაა. ამიტომაც არ ვცემთ თაყვანს მამონის ღვთაებას - ჩვენ ვაძლევთ ფულსა და დროს ზეციერ მამას და არაფერ მიწიერს არ ვართ მიჯაჭვულები, ვეწებებით მხოლოდ მარადიულ და ყველაფერზე აღმატებულ ღმერთს.

ჩვენი ზეციერი მამა უკიდეგანოდ ძლიერია. როგორც მზე გამოსცემს ნათებას დღე და ღამე და არ კარგავს ატომურ ძალას, ასევე ღმერთი გარემოიცავს თავისი სიყვარულუთ ყველას, რათა მიიზიდოს ისინი თავისკენ, გადაარჩინოს და შემოინახოს იმისდამიუხედავად, რომ მათ ეს შეიძლება არ სურდეთ. ღმერთის ძალა აღემატება ჩვენს გაგებას. ზოგჯერ მის დიდებას შევიგრძნობთ, როდესაც მიწისძვრაა ან ჭექა-ქუხილია. ყველა ერთად აღებული წყალქვეშა ბომბი არაფერია მის სიდიადესთან შედარებით. გჯერა თუ არა მისი მოქმედების, მისი სიბრძნის, იმის რომ სურს შენი გადარჩენა? ყოვლისშემძლე ღმერთი - შენი მამაა და სადამდე აპირებ უარყო მისი პატივი და სიყვარული?

ღმერთი ძლიერია! არავის შეუძლია მისი დანახვა, ვინაიდან ყველანი მოკვდავები ვართ. ბუნებრივი ადამიანი ვერ შევა ცათა-სამეფოში. მისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია იშვას ზეციდან და აღდგეს ქრისტესთან ერთად. ის ვინც არ იშვა მაღლიდან ღმერთის სიტყვით და სულიწმიდის ძალით, ვერ აიტანს ღმერთის დიდებას. ხოლო ზეციერი მამის ბუნებიდან შობილი გაბრწყინდება, როგორც მზე, არა საკუთარი მიზეზით არამედ დიდებულ ღმერთთან სიახლოვის გამო. ის მიხვდება, რომ ამ დიდების არსი მდგომარეობს წმინდა სიყვარულში, რომელიც ილტვის ჩვენს გარდასაქმელად ღმერთის ხატებაში, რათა ვიყოთ მისი მსგავსნი. გადარჩენის მიზანი დიდებაში არ არის, არამედ ჩენს გარდასახვაში, რომლის წყაროც სიყვარულია.

ქრისტე გვასწავლიდა, რომ ღმერთი მამის ხატებაში სიყვარულია. გვასწავლა რა ეს ძლიერი ლოცვა, მოგვცა შეუფასებელი განძი, რომელიც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. ამიტომაც ქვია ამ ლოცვას ,,მამაო ჩვენიო“. მასში ყველაფერი მამის პიროვნებასთან კავშირშია. იესოს ქადაგების მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვეცნო მამა და მისი შვილები გავმხდარიყავით, რომლებიც პატივს მიაგებენ მასზე მინდობით და მისი სამეფოს დედამიწაზე დადგომის მოლოდინით.

ლოცვა: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა; პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს; და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!

კითხვა :

  1. როგორ ვადიდებთ მამა ღმერთს?

ლოცვა ,,მამაო ჩვენო“. დასკვნა

თუკი შენ ჩაწვდი ბიბლიის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვის აზრს, ისწავლი მას ზეპირად და ილოცებ ამ ლოცვით მთელი გულით, მიუახლოვდები ღმერთს, რომელიც შენზე ზრუნავს და არასდროს დაგტოვებს. რა გაიგე ამ ლოცვიდან, რომელიც ღვთაებრიობის მაგალითად მოგეცა? გახდა თუ არა დიდებული ღმერთი შენთვის ზეციერი მამა? გაქვს თუ არა ურთიერთობა მასთან? შეხვედი თუ არა მისთვის საყვარელი შვილების რიცხვში, თუ ჯერ ისევ შორს ხარ მისგან? ემადლიერები თუ არა მამას მტკიცე რწმენით და წრფელი ნდობით?

ქრისტეს ჩვენთვის მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთი, როგორც შემომქმედი და საუკუნო მოსამართლე არ გაუცვნია. მან გვასწავლა არა აღთქმების ღმერთის და ამაღლებული უფლის მიმართ ლოცვა, არამედ მიგვიყვანა თავის მამასთან, გაგვინაწილა თავისი უფლებები და გვარგუნა პატივი შევიდეთ მის საუკუნო ოჯახში. ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ გვაქვს უფლება ღმერთს ვუწოდოთ მამა, რადგან ქრისტემ შეგვარიგა მასთან. მან გვიბრძანა წმინდავყოთ მისი სახელი, დავუკავშიროთ მას ყველა ჩვენი აზრი თუ იმედი, რადგან ის იყოს ყველაზე მთავარი ჩვენს ცხოვრებაში.

სულიწმიდა ღაღადებს ჩვენში: ,,აბბა მამაო, ეს სული გვიმოწმებს, რომ ჩვენ - ღვთის შვილები ვართ“. ამის გამო ზეციერმა მამამ გვიშვილა თავისი ძის გამოსყიდვის მეშეობით და ჩვენც წმინდა სულით ავღორძნდით. ღმერთი ჩასახლდა ჩვენში, ჩაგვაბარა მსახურება მის სამეფოში და გვწმენდს თავისი საუკუნო სიყვარულით. მან ამოგვირჩია ქრისტეში მშვიდობის დამკვიდრებამდე და ჩვენ ვოცნებობთ მის ხილვას და მასთან ყოფნას. გიყვარს თუ არა ის, ემადლიერები თუ არა და მიილტვი მისი სახელის განსადიდებლად? ჩაწვდები რა ,,მამაო ჩვენოს“ ლოცვის აზრს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენ ჩავწვდით სახარების აზრს. ჩვენ არ გვწამს დიდებული, საშიში და შეუცნობადი ღმერთი, არამედ ახლოს მყოფი და მოსიყვარულე მამა, რომელიც საუკუნოდ დაგვიკავშირდა ახალ აღთქმაში.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 05:22 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)