Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 036 (Temptation of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

4. იესოს გამოცდა და ეშმაკზე გამარჯვება (მათეიესო 4:1-11)


მათეიესო 4:5-7
5 მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. 6 უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი”. 7 იესომ უპასუხა: "ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”
(2 რჯული 6:16; ფსალმუნი 90:11-12)

როდესაც პრეზიდენტი მოკავშირე სახელმწიფოს სტუმრობს, მას იქ დიდი პატივით ხვდებიან: ჯარი გამოდის წინ, სტუდენტებს მიაქვთ ყვავილები, დროშები იწევა, მუსიკა ჟღერს და ყველა ოფიციალური პირი დგას განსაკუთრებულ სამოსში. ზოგიერთ ქვეყანაში ხალხი მიდი პოლიტიკური, რელიგიური და სპორტული დღესასწაულის საყურებლად. ხალხი ერთ დიდი ბრბოდ იქცევა ხოლმე.

ეშმაკი აცდუნებდა იესოს, რათა ის ხალხის წინაშე გამოჩენილიყო დიდებული, ჩამოსულიყო ზეციდან ანგელოზების ჯარის გავლით, რომლებიც მას ხელზე ატარებდნენ და მთელი ხალხი დაინახავდა მას და გაოცდებოდა. მაშნ ყველა ძირს დავარდებოდა და თაყვანს სცემდა მას. იესოს ცდუნება სურდა ეშმაკს, რათა ჯვრამდე არ მიეღზია, ვინაიდან ისე არაფერი სძულს მას, როგორც ჯვარი. მაცდუნებელმა იესო მისი ერის რელიგიური კულტურის ცენტრში დააყენა და დააყენა ის ტაძრის კიდესთან.

ძმაო არ იფიქრო, რომ ეკლესიაში დაცული ხარ ბოროტი აზრებისგან. ბებერი აცდუნებს ღმერთის სიტყვის მომსმენთ, რომლებიც სიწმინდეში არიან და სურთ ღმერთის აზრებისგან ჩამოაშორონ და მიიყვანონ ეგოისტურ ,,მესთან“ და ხალხი ცოდავს და ეცემა.

აცდუნებდა რა იესოსა და მოწაფეებს მას ერთი მიზანი ქონდა, რომელიც ჩვენი ცდუნებისას ამოძრავებს: ღმერთთან ერთიანობის დაშლის. მას ისე სურდა იესოს გულში ეჭვები დაებადა: ,,თუ შენ ღმერთის ძე ხარ, გადმოხტი კლდიდან, ვინაიდან დაწერილია, თავის ანგელოზებს უბრძანებს და ხელშ აყვანილი გატარებენ და ისინიც მოგმართავენ შენ და გეტყვიან: ქრისტე ჩამოვიდა ზეციდან! და მთელი ერი გამოგყვებოდა და არ იქნებოდა საჭირო ჯვარი“. ბოროტმა მტერმა დაამატა ერთი სიტყვა: ,,დაწერილია“, შემდეგ კი წმინდა წერილიდან გააკეთა ციტირება დაამახინჯა რა მისი აზრი და გამოტოვა ნაწილები. თავიდანვე აღთქმა იყო ასეთი: ,,ანგელოზებს ეტყვის - დაგიცვან შენ ყველა შენს გზაზე“. მაცდუნებელმა ბოლო ფრაზა გამოტოვა ,,დაგიცვან შენ ყველა შენს გზაზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ იესომ პირველივე გამოცდაში გაიმარჯვა ეშმაკზე, როდესაც თქვა: ,,დაწერილია“ და გაახსენა მას მამის სიტყვები. ის ღმერთის სიტყვაში რჩებოდა, რომელიც სულიწმიდისგან მივიღეთ. ეშაკმა იგივე მეთოდი გამოიყენა, ოღონდ დაამახინჯა ჭეშმარიტება და ტყუილი გაურია. იყო რა ადამიანი ქრისტემ ეს რჯულის სიტყვები ციტირებად მოიყვანა, როგორც ადამიანმა, რომელიც ენდობა უფალს და არ დაეჭვებულა იმაში, რომ ღმერთი მასთანა არის, რადგან ღმერთის სიტყვებში ეჭვის შეტანა ნიშნავს რწმენის უკმარისობას. ისრაელის ძენი ცდიდნენ ღმერთს უდაბნოში და ეუბნებოდნენ: ,,არის თუ არა ჩვენს შორის ღმერთი „ (გამოსვლა 17:7). ის იყო მათ შორის და ზრუნავდა მათზე, მაგრამ მათ არ ირწმუნეს. იგივენი აღმოვჩნდებით, როდესაც შევეჭვდებით იმაში, რომ ღმერთი ჩვენთან არის, არადა სრულიად მისი მზრუნველობით ვარ გარემოცულნი.

დედამიწაზე არ არსებობს ისეთი წმინდა ქალაქი, სადაც ეშმაკი არ მოქმედებს თავისი ცდუნებებით. ოდესღაც მან პირველი ადამი გამოსცადა წმინდა სამოთხეში. მერე კი მეორე ადამი გამოსცადა წმინდა ქალაქში. არ უნდა მოვდუნდეთ და იარაღი მზად უნდა გვქონდეს.

წმინდა ქალაქში ეშმაკი მთელი თავისი ძალით მიდის, რათა აცდუნოს ღმერთის შვილები სიამაყეში, მაგრამ დიდება ღმერთს, რომ იერუსალიმშ იმ წმინდა ქალაქში უწმინდური ვერ შევა, იქ ძალიან შორს ვიქნებით ცდუნებისგან.

გაფრთხილდი! ბოროტმა იცის ბიბლია თავისი დეტალებით და იყენებს მონაკვეთებს და ციტატებს დამახინჯებულად.

სამყაროში ბევრი წიგნია: რელიგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური - მათში წერია სახარებიდან ციტირებები, მაგრამ ჭეშმარიტებაში გარეული სიცრუეც. ძმაო განასხვავე სულები და იცოდე, რომ ნებისმიერი სიცრუის სული მოდის ეშმაკისგან და ვინც პატივს მიაგებს საკუთარ თავს ის არ განადიდებს ღმერთს.

ქრისტე, რომ ეშმაკის ცდუნებებს დამორჩილებოდა ისე მოკვდებოდა, რომ ვერ აღასრულებდა ღმერთის ნებას, ვინაიდან ღმერთს ადამიანების სასწაულებით შეძენა კი არ უნდა, არამედ ჯვრით. იესოს, რომ ეშმაკის ხმა ესმინა, დაეცემოდა და მამასთან ურთიერთობას დაკარგავდა.

ბოროტს ჩაფიქრებული ჰქონდა ღვთის ძის დაღუპვა, მაგრამ იესომ შეძლო ეშმაკის ხმა გამოერჩია, თავისი ზეციერი მამის ხმისგან და მორჩილებისა და სამართლიანობის გზა აირჩია. ის არ გამოჩნდა დიდებულ ტაძარში, არამედ დაიწყო მსახურება დამცირებულ გალილეაში, რომელიც იუდეველბისგან უარყოფილი იყო.

,,ტაძრის კიდე’’ - ეს ხშირი გამოცდები ადგილია. ეს მომაღლებული ადგილია, ხოლო ყველა მომაღლებულ ადგილს მოაქვს ცდუნება. ტაძრის კიდეზე მარტივია ფეხი დაგიცურდეს. ასევე სიმაღლეს ადამიანი აყავს თვალსაჩინოდ და ეშმაკისთვის უკეთესი სამიზნე ხდება. ღმერთი აგდებს ადამიანებს ძირს, რათა შემდგომ ისევ წამოაყენოს. ხოლო ეშმაკს აყავს სიმაღლეზე, რათა იქიდან ჩამოაგდოს ძირს.

იესომ კვლავ მტკიცედ უპასუხა ცბიერს: ,,დაწერილია: არ გამოსცადო ღმერთი შენი“. ვინც იცის, რომ მისი მოქმედებები ღმერთისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ აგრძელებს ლოცვას და სთხოვს დახმარების შესახებ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის თავისი სიჯიუტით ცდის ღმერთს და ეწინააღმდეგება მის სულს. ადრე თუ გვიან ასეთი ადამიანი გამოცდის ღმერთის რისხვას. მზად ხარ თუ არა, რომ მოუსმინო და გაარჩიო შენს გულში ღმერთის ხმა? იცი მისი სიყვარული, მადლი, თავმდაბლობა? ნურაფერს გააკეთებ ისეთს, რაც მის მიზნებს ეწინააღმდეგება. ადამიანი საკუთარ თავს ვნებს, თუკი იქცევა სინდისის ხმის წინააღმდეგ, თუკი იცი შენ შემთხვევაში რა არის უფლის ნება, უბრალოდ მოთმინებით დაელოდე მას. და გაგიღებს ის ახალ კარებს და გაჩვენებს, რას სურს მას. შენ კი არ გამოსცადო ღმერთი შენი.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ არ გიძებნია სიდიადე და დიდება, არამედ თავმდაბლობის გზით წახვედი. ჩვენ გპოულობთ ავადმყოფ და დამცირებულ ცოდვილებთან. შენ ეძებდი მათ, ვინც იღუპებოდა. გვასწავლე მოვკვდეთ საკუთარი სიამაყისთვის, რათა არ გავყოყოჩდეთ მეგობრებში, არამედ საკუთარი თავის უარყოფით ვეძებდეთ ტანჯულებს და ვაკურთხებდეთ გზა აბნეულთ. გვინდა ვიცხოროთ შენი გადარჩენის ჩანაფიქრით.

კითხვა:

  1. რატომ არ გადმოხტა იესო, ტაძრის კიდიდან

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:47 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)