Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 080 (A Warning against the Deceivers)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

6. მკაცრი გაფრთხილება თაღლითებთან დაკავშირებით (რომაელები 16:17-20)


რომაელთა 16:17-20
17 გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ; 18 ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს. 19 რადგან ყველასათვის ცნობილია თქვენი მორჩილება, ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის. 20 ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!

ალბათ მაშინ, როდესაც პავლე უკვე ამთავრებდა წერილის წერას, მან გაიგო, რომ მოსეს რჯულის ფანატიკოსმა დამცველებმა ქრისტიანების მოპატიჟება დაიწყეს საშიანო ჯგუფებში რომში, რათა მათაც დაეცვათ მოსეს რჯული და იუდევლური ტრადიციები, როგორიცაა: თავშეკავება გარკვეული საკვებისგან, გარკვეულ კვირის დღეებში მარხვა, კვირის ნაცვლად შაბათის დაცვა და ქრისტიანული წერილების ნაცვლად, იუდევლურის დაცვა.

პავლემ მალევე გამოიცნო ცდუნების არსი, რომელიც საშინაო კრებილებში იყო ჩასაფრებული, და დაინახა საშიშროება ერესად გადაქცევის, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სამართლიანი საქმეების შესრულებასა და რჯულის დაცვაზე, და არა ღმერთის მადლის სრულ დაიმედებაზე. ასეთი ერესული სწავლების დროს არ არის საკმარისი მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი, ასევე ადამიანის ძალისხმევა, რჯულის დაცვა და მისი დეტალური შესრულებაა საჭირო.

პავლე ხედავდა ეშმაკის შემოტევას ქრისტეს სამართლიანობაზე, რომეაც უსასყიდლოდ აპატია კაცობრიობას ცოდვები, როგორც ამბობდა: “ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არა დაიღუპება”. პავლე ეძახდა უფლის მადლის უკუმგდებებს, განხეთქილების მომტანებს, სწავლების მიუხედავად; ასეთ ადამიანებზე წინასწარმეტყველი დავითი ამბობდა: "ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის” (ფსალმუნი 13:3).

პავლემ წერილებში ეს სიტყვები გამოიყენა და ამითი ხაზი გაუსვა ადამიანის შეუმდგარობას და რომ მხოლოდ ქრისტეს გზას მივყავართ გადარჩენამდე (რომალები 3:9- 24). ამის შემდეგ რომის ეკლესიაში ზოგიერთი მატყუარა მოვიდა იუდეველთაგან და იქამდე სანამ ეს წერილი მივიდა რომაელ მორწმუნეებთან, შეეცადნენ მათ გადარწმუნებას, რომ პავლეს სწავლებები მცდარი იყო. ამიტომაც იცავდა პავლე ეკლესიას მატყუარა ხალხისგან.

ამას წინათ კი პავლეს უკვე მოუხდა ჭეშმარიტების გვერდზე გადაწევა იერუსალიმის საბჭოზე, სადაც რჯულის დამცველებთან მწვავე კამათისა და ბრძოლის შემდეგ მან განაცხადა: “ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ? ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი” (საქმეები 15:10-11).

ხოლო როდესაც მოწაფეებიდან ყველაზე თამამმა სცადა იესოს დაცვა ჯვრის ტანჯვებისგან, იესომ უთხრა მას: “ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია” (მათე 16:23).

ადამინების ყველა მცდელობა, რომ გაეუქმებინათ ქრისტეს ჯვრის ტანჯვა და საკუთარი მცდელობებით მიეღწიათ რაიმეს, კრახით დასრულდა და თავისი არსით ეს მოქმედება სატანის გაწბილებაა.

პავლე თავის წერილში უხმობდა დაკარგულ მორწმუნეებს რომში: “თავი შორს დაიჭირეთ თავი ამ მატყუარებისგან და გაეცალეთ მათ, არ მისცეთ მათ უფლება ასწავლონ თქვენ საშიანო კრებულებში, რადგან გაიგეს თუ რისი თქმაც უნდოდა იესოს, როდესაც ამბობდა: “ვეუბნებოდი ძველებს.... ახლა კი გეუბნებით თქვენ”. ეს მატყუარები ცხოვრობენ ძველ აღთქმაში და ვერ შევიდნენ ახალში - მადლოს აღთქმაში. ჩაეჭიდეთ მათ ვინც ჯვარცმულიქნა და აღდგა მკვდრეთით და იცხოვრებთ მარადიულად!

ამ გაფრთხილებასთან ერთად, პავლემ ქების მსხვერპლი თქვა რომში მორწმუნეების გამო და მისცა მათ კუთვნილი: “მე ვხარობ თქვენი ჭეშმარიტი რწმენისა და და სულში სიყვარულით, ვინაიდან ისწავლეთ სულიწმიდის მორჩილება და წარმოაჩიმეთ ის თქვენ ცხოვრებაში საქმით. ეს სულიერი ჭეშმარიტება გახდა ცნობილი საბერძნეთის ყველა ეკლესიაში. ამიტომ სთხოვეთ ცოცხალ იესოს სიბრძნე, რათა შეძლოთ განასხვავოთ სიკეთე და ბოროტება. ჰქმენით სიკეთე და ეშმაკის ბოროტებას შეეშვით. ყოველთვის სთხოვეთ უფალს ჭეშმარიტების გზებით გატაროთ, რომელიც სახარებაზე იქნება დაფუძნებული, სთხოვეთ ჭეშმარიტი რწმენისკენ გიბიძგოთ, რათა ღმერთთან მშვიდობაში ცხოვრობდეთ”.

ასეთი გამხნევების შემდეგ, პავლემ წმიდა განრისხებით შეპირდა მორწმუნეებს: “ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!” (რომაელები 16:20). მსგავს გამომათქვამს წერილის ვერცერთ მონაკვეთში ვერ იპოვით. ეს გადამწყვეტი გადაწყვეტილევა ნიშნავს, რომ მშვიდობია ღმერთი რომელიც ღვრის თავის სრულ მადლს ჩვენ გულში და არ უშვებს აფორიაქებას, დაამარცხებს ეშმაკს ქრისტეს ზეცად გამოჩენის დროს. პავლე ასწავლიდა რომლის ეკლესიას, რომ ისინი როგორც ქრისტეს სულიერი სხეული განიცდიან, თუ როგორ დაამარცხებს უფალი მტერს და იესოს ფეხთით დასვამს. და ვინაიდან ისინი ქრისტეს სხეული - ეშმაკი მათფერხთითაც აღმოჩნდება! ისინი ხომ - ქრისტეში არინ, ქრისტე კი - მათში! თქვენ თავად ვერ შეძლებთ სძლიოთ მათ, მაგრამ ღმერთს ძალუძს ის თავისი ძის იესოს ფერხთით განართხოს, თქვენ კი მისი დიდების გამოვლენის მონაწილენი იქნებით (ფსალმუნი 109:1).

პავლე რეალისტი იყო და სთხოვდა უფალს, რომ დაეცვა მორწმუნეები რომში ეშმაკის ცდუნებებისგან და გაემყარებინა ისინი მადლში, რადგანაც მადლი - ეს იყო მამის, ძისა და სულიწმიდგან კურთხევის მიღების გასაღები.

ლოცვა: უფალო იესო, შემ გვასწავლე ლოცვა: “ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენი ჩვენ ბოროტებისგან..”. გახსენი ჩვენი გულის თვალები, რომ ვხედავდეთ, როგორ დაამარცხე ბოროტი. დაგვიცავი ნებისმიერი მცდელობისგან საკუთარი თავის გადარჩენისთვის , ვინაიდან შენ ხარ ჩვენი მხსნელი და შენი მსგავსი არავინ არის!

კითხვა:

  1. როგორია ეშმაკის ცდუნებების არსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)