Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 029 (The Faith of Abraham is our Example)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 2 - ახალი სამართლიანობა რწმენის მეშვეობით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია (რომაელები 3:21 — 4:22)
3. რწმენით გამართლება აბრაამის და დავითის მაგალითზე (რომაელები 4:1-24)

დ) აბრაამის რწმენა - ჩვენთვის მაგალითია (რომაელები 4:19-25)


რომაელთა 4:19-22
19 არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. 20 და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. 21 და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა. 22 ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ.

როდესაც აბრაამმა გაიგო სიტყვა იმის შესახებ, რომ ღმერთმა ამოირჩია ის და რომ მომავალში გახდებოდა მრავალი ერის მამა, მას ჯერ კიდევ არ ჰყავდა კანონიერი ძე. და თუმც ის ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო, არ უარყო მოსმენილი გამოცხადების სიტყვები, აბუჩად არ აუგდია და არ დაუწყია თავის უიმედოდ ქნევა, არამედ დაიჯერა, რომ ღმერთი აძლევს იმედს მაშნაც კი, როცა ყველა ადამიანური ძალა ამოწურულია! ამ დროისთვის აბრაამმა განიცადა რწმენაში მარცხი, როდესაც მას ,,ისმაელი’’ ეყოლა მხევლისგან. და თუმცა ხედავდა, რომ მისი მოხუცი ცოლისგან შვილის დაბადება შეუძლებელი იყო, მაინც არ უყურებდა ბუნებრივ მდგომარეობას და მთელი ყურადღება ღმერთზე გადაიტანა, რომელმაც დაადგინა ყველა ეს ბუნებრივი კანონი და მხოლოდ მას ერთს შეუძია შეცვალოს და მართოს ისინი. აბრაამმა არ მისცა ამ ფიქრებს უფლება, რომ შეეპყროთ ის, არამედ რწმენაში მტკიცდებოდა, მყარად ეჭიდებოდა ღმერთის სიტყვას და დაიმედებული იყო მის საუკუნო ჭეშმარიტებაზე. ის დარწმუნებული იყო, რომ დიდებული ღმერთი არ ცრუობს, მას ძალუძს აღასრულოს რაც დაპირდა, თუნდაც ადამიანის გონებისთვის ეს უხილავი გზა იყოს, ან შეუსრულებელი აღთქმა! ამ ბრძოლაში აბრაამის დაიმედება ღმერთის ერთგულებაზე რწმენით, მას ჩაეთვალა სიმართლედ (დაბადება 15:1-6; 17:1-8).

ქრისტე დღესაც მოგიწოდებს ამ რწმენის ბრძოლოსკენ, როდესაც ჩვენს თავებს ვუყრებთ, ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს ეკლესიებს, მაშინ ვხედავთ, რომ ისინი გადაღლილები არიან, უძლურები და შესაძლოა სულიერად მკვდარნიც, მაშინ როდესაც ქრისტეს უნდა შენი და ჩემი რწმენით მილიონობით ადამიანს აჩუქოს საუკუნო სიცოცხლე! მას უნდა აკურთხოს ჩვენი დამოწმება, რათა ჩვენი სიყვარული საქმეში და საქციელებში გამოჩნდეს! გჯერა თუ არა ღმერთის აღთქმის და მისი მოწოდების, რომ შენ დაბადებ კურთხეულ თესლს შენი რწმენის სიტყვით? გწამს თუ არა, რომ მას შეუძლია შენი უძლურუბის მოშორებ, შთაბეროს შენს ეკლესიას და შექმნას თავისთვის სულიერი შვილები, გასასტიკებული გულის ადამიანებისგან, როგორც ამბობდა იოანე ნათლისმცემელი, რომ თუ ადამიანი არ მოინანიებს, მაშინ ღმერთს შეუძლია აღადგინოს აბრაამის შვილები, უდაბნოში მიმოფანთული ქვებისგან? პატივს ცემ თუ არა ღმერთს? დაიმედებული ხარ თუ არა დიდების ღმერთზე? ენდობი თუ არა მას, ნაცვლად იმისა რომ პესიმიზმში და სასოწარკვეთილებაში ჩავარდე, შენი გახრწნილი ბუნებისა და თბილი ეკლესიის გამო? ღმერთი კეთილია შენი წარუმატებლობების მიუხედავად და გამოგიყენებს შენ იმისთვის, რომ მისი ცხოვრების ძალა მიიტანო ბევრ ადამიანამდე! გწამდეს, რომ აბრაამის ღმერთი და პავლეს უფალი გუშინ დღეს და საუკუნოდ ერთიდაიგივეა. ის მოელის შენგან რწმენას, ვინაიდან ეს არის გამარჯვება, სამყაროს აღმძვრელი - ჩვენი რწმენა. ნუ სთვლემ და ნუ ვარდები სასოწარკვეთილებაში, თუ შენი რწმენის ბრძოლა წლების მანძილზე გრძელდება ან თუნდაც ათ წლეულობით! როგორც იყო აბრაამის შემთხვევაში, იქამდე სანამ საბოლოოდ მასში არ მომწიფდა პატარა ნაყოფი თვინიერი ისააკის. ღმერთმა გაამაგრა აბრაამის სული და წინასწარმეტყველთა მამად აქცია. ჭეშმარიტად ცოცხალია უფალი და მას უნდა შენი რწმენით გამართლება. აამაღლე შენი გული, გაიმაგრე ჩამოყრილი ხელები და მოდუნებული მუხლები, ვინაიდან ღმერთი ცოცხალია და ის გაგზავნის სულიერ ბრძოლაში!

რომაელთა 4:23-25
23 და არა მარტო მისთვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, 24 არამედ ჩვენთვისაც; ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, 25 რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისთვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.

ჩვენი ცოდნა რწმენის შესახებ, შესამჩნევად გაიზარდა აბრაამის გამოცხადებასთან მიმართებაში. დღეს ღმერთი ვლინდება არა მხოლოდ, როგორც დიდებული, ყოვლისშემძლე და ჩვენგან დაფარული. მან გამოგვიგზავნა თავისი ძე იესო, რათა მისი სიყვარულის მეშვეობიტ ჩვენ შეგვეცნო ღმერთი, როგორც მამა. შეუძლებელი მოხდა - მხოლოდშობილი ღმერთის ძე მოკვდა, რათა ჩვენი ცოდვები დაეფარა! წმინდა ღმერთმა ცოდვილები არ გაიმეტა დაღუპვისთვის, არამედ თავად მიიღო სიკვდილი რათა გადავერჩინეთ ჩვენ ბოროტები. ასეთია ჩვენი ღმერთი - გულმოწყალე, მოსიყვარულე, თავისი თავის მსხვერპლად მომტანი, რომელიც გვაძ;ევს სიკეთეს, მომთმენი, სავსე წყალობითა და თანაგრძნობით.

მკვდრეთით აღდგომით იესომ გვაჩვენა საკუთარი მსხვერპლის ზეიმი! მამამ არ დატოვა თავისი სუფთა კრავი ჯვარზე მილურსმული, მას შემდეგ როდესაც მასზე საკუთარი რისხვა გადმოღვარა, მან აღადგინა ის და ხილულად დაამტკიცა, რომ მისი ერთადერთი მსხვერპლი აღსრულდა მის ღვთიურ ბუნებასთან შეფარდებით! ამ გზით ქრისტეს აღდგომა გვაძლევს დამაჯერებლობას ჩვენს გამართლებაში. მაგრამ არ არის არავითარი გამართლება, თუ როგორც ამბობენ ზოგნი, ქრისტე ამაღლდა ზეცად მის დამარხვამდე და გახდა ღმერთის ,,ერთ-ერთი ახლოთაგანი’’. ეს ასე არ არის. სინამდვილეში ღმერთმა აღადგინა ის მკვდრეთით და ჩვენ შეგვიძლია ვიყოტ დარწმუნებულები იმაში, რომ ჯვარზე აღსრულდა ქვეყნიერებისა და ღმერთს შორის შერიგება!

დღეს იესო ზის მამის მარჯვნივ, როგორც ჩვენი ერთადერთი შუამდგომელი და გვიცავს ჩვენ წმინდას წინაშე გვამაგრებს რა თავისი მსხვერპლის ძალით, რათა ჩვენ არ შევირყეთ, არამედ რწმენაში მტკიცენი ვიყთ. ქრისტეს ხომ ყოველთვის შეუძლია გადაარჩინოს მისი მეშვეობით ღმერთთან მიმავალი ხალხი, რადგან არის რა ყოველთვის ცოცხალი, რათა იშუამდგომლოს მათთვის!

სად არის შენი რწმენა ცხოვრებისეულ სირთულეებში, განგაშსა და საფრთხეებში? სად არის შენი იმედი იმისა, რომ მალე ღმერთის მეფობა იქნება და მილიონობით ადამიანის ზეციდან შობა? ქრისტემ შეგვარიგა ღმერთთან. ის დღეს ცოცხალია და ადასტურებს ჩვენს გამართლებას თავისი შუამდგომლობით. გწამდეს, რომ სიცოხლის წყლის მდინარეები იდინებენ შენი რწმენიდან მკვდარი გულების უდაბნოში! გწამდეს და არ შეეჭვდე, ვინაიდან ქრისტე ნამდვილად ცოცხალია!

ლოცვა: უფალო ღმერთო, შენ ცოცხალი ხარ და გვაგზავნი ქვეყნიერებაზე საქადაგებლად! შენმა მონამ აბრაამმა ირწმუნა, რომ მისი მკვდარი სხეული და სხეული მისი მოხუცი ცოლისა, შეძლებდა ძის შობას შენი წყალობით და მისგან იკურთხებოდა დედამიწის ყველა ერი! მომეცი გამარჯვება რწმენის სიმცირეზე, გაამაგრე ჩემი იმედი და დაე დავიმედდეთ შენზე ყველა განსაცდელში, ეკლესიის უძლური მდგომარეობის მიუხედავად! დაე ჩვენს უძლურებაში შენი ძალა აღსრულდეს! მადლობას გიხდით დამაჯერებლობისთვის, რომელიც შენ მოგვეცი, რომ ჩვენს დღეებში მილიონობით ადამიანი სულიერად აღორძინდება, ვინაიდან შენ ცოცხალი ხარ და მეფობ საკუნოდ!

კითხვა:

  1. რას ვიგებთ აბრაამის ბრძოლიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:13 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)