Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 114 (The First Hearing of the Trial)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

9. პავლეს პირველი საქმის მოსმენა კესარიაში (საქმეები 24:1-23)


საქმეები 24:10-23
10 გამგებელმა რომ ანიშნა, ილაპარაკეო, მიუგო პავლემ: "ვიცი, რომ მრავალი წელია ამ ხალხის სამართლიანი მსაჯული ხარ, ამიტომ თამამად დავიცავ თავს. 11 თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანის საცემად. 12 არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, არც სინაგოგაში და არც ქალაქში. 13 შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა მდებენ ბრალს. 14 იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს. 15 და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან. 16 ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე. 17 მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ერისთვის მოწყალებისა და შესაწირის მოსატანად. 18 ამგვარად, განწმედილი, ხალხისა და შფოთის გარეშე მნახეს ტაძარში აზიელმა იუდევლებმა; 19 ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. 20 ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი. 21 გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომის იმედისათვის განვიკითხები-მეთქი თქვენ წინაშე დღეს?” 22 რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ფელიქსმა ვადა გადაუდო მათ და უთხრა: ათასისთავი ლისია რომ მოვა, მაშინ განვიხილავო თქვენს საქმეს. 23 ასისთავს უბრძანა, დაეცვა პავლე, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და არც მისი ახლობლებისთვის აეკრძალა ვინმეს მის საჭიროებებზე ზრუნვა.

პავლეს არ უცდია თავდაცვა თავის პირველივე მონოლოგში და არც კომპლიმენტებისთვის მიუმართავს, როგორც ეს მჭერმეტყველმა გააკეთა. მოციქულმა წრფელად დაადასტურა, რომ ფელიქსი მრავალი წლის მანძილზე მართავდა პალესტინას და კარგად იცოდა მათი ხალხი და განცდები. ამასთანავე ფელიქსის ცოლი იუდეველი იყო. ეს დაეხმარა პავლეს, რომ მშვიდად დაეცვა ტავი და თავდაჯერებული ყოფილიყო, რადგან იცოდა, რომ სასამართლოს წინაშე დგას არა საკუთარი თავისთვის არამედ იესოს სახელის გამო. ამიტომაც შემართებით და თამამად წარმოთქვა ის სიტყვები, რაზეც იყო დამოკიდებული მისი სიცოცხლე.

პირველ ბრალდებაზე, რომ მან თითქოსდა რაიმე არეულობა გამოიწვია ქვეყანაში, პავლემ უპასუხა, რომ მისი პირველი ვიზიტი მხოლოდ თორმეტ დღიანი იყო და ამ დროის განმავლობაში არავისთან უკამათია არც ტაძარში, არც სინაგოგაში, არც ქალაქში ან რაიმე სხვა ადგილას. ის მხოლოდ თაყვანისცემისთვის ემზადებოდა. რაც ეხება ეფესოში არეულობის გამოწვევას, პავლემ მოითხოვა, რომ მოწმეები მოეყვანათ იუდეველების სახით ასიის პროვინციიდან. მაგრამ ისინი არ მოვიდნენ რადგან ეფესოში არეულობას პავლე კი არა, ვერცხლთმომგროვებელი დიმიტრი იწვევდა. ამიტომ პავლეს არ წარმოუქმნია არანაირი მღელვარება არც ანატოლიის და მით უფრო მაკედონიის ქალაქებში. თუმცა მისი მოწინააღმდეგები მიმართავდნენ ძალადობას, რადგან პავლეს საუბრებს ვერ ჯაბნიდნენ სინაგოგებში.

შემდგომ პავლემ თამამად აღიარა, რომ ქრისტიანია და რომ ეს სექტა კი არა ღვთის ჭეშმარიტი გზაა, რომლის შესახებაც საუბარია კანონსა და წინასწარმეტყველებებში. რომაელები დასაწყისშივე დასაშვებს ხდიდნენ ტრადიციულ რელიგიებს, ნებას რთავდნენ მორწმუნეებს თავიანთი წეს ჩვეულებების და ლოცვების შესრულებების. თუმცა ახალი სწავლებები კონტროლ ქვეშ იყო, ყოველთვის დაკვირვების ქვეშ და იკრძალებოდა. ამიტომ ცდილობდა პავლე დაემტკიცებინა, რომ ახალაღთქმისეული რწმენა არ არის რაიმე ცალკეული რელიგია, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს ძველ აღთქმასთან, არამედ ის მასზეა დაფუძნებული და მასში პოულობს აღსრულებას. ეს პრინციპი ჩვენც უნდა ვაღიაროთ, გვახსოვდეს რა, რომ პავლე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მკვდრეთით აღდგომას. ის არ ცხოვრობდა ტრადიციების ან წარსულის გადმონაშთით, რადგან ყოველივე ეს უკან მოიტოვა. ის მიდიოდა წინ მიზნისკენ, რათა მთელ კაცობრიობას მისწვდომოდა.

ეს ყველაფრის მომცველი ცოცხალი რწმენა აღვიძებდა მასში სინდისს. როდესაც ქრისტეს სისხლმა გაწმინდა მისი სული და სულიწმიდამ მას ახალი გული მისცა. ამ ღმერთის კაცმა მიაჩვია თავისი სულით აღსავსე სინდისი, დარჩენილიყო სისუფთავესა და უფალთან ურთიერთობაში. რას იტყვი შენს სინდისზე? გეპატია თუ არა ყველა ცოდვა? მოინანიე თუ არა ყველა შენი ბოროტი ჩანაფიქრი, უწმინდური სიტყვები და ბოროტი საქმეები, ქრისტეს ტახტის წინაშე? გითხოვია თუ არა ქრისტესთვის პატიება, გაწმენდა და აღორძინება? შენი სინდისი გასწავლით თუ როგორ იგრძნო ღმერთი, ის გიცავს ცოდვისგან და სამუდამოდ ხდება მოწმე, შენი ბოროტი საქმეების წინააღმდეგ. მოუსმინე სინდისის ხმას და არ ჩაახშო იგი. ქრისტე აპირებს გაწმინდოს შენი ქვეცნობიერი და აგავსოს ჭეშმარიტებით, სისუფთავითა და მადლით. რამდენადაც ახლოს მიდიხარ ღმერთთან, მით უფრო მზად არის შენი სინდისი გაარჩიოს, იგრძნოს და მიგიყვანოს კეთილ და ბრძნულ საქმეებამდე, რომელიც ღმერთს სურს. სულიწმიდა ანუგეშებს შენს გულს და მიყავხარ ჯვართან - ჩვენსი და მთელი სამყაროს გამართლების წყაროსთან.

პავლე არ იმართებოდა თავის ცხოვრებაში საკუთარი განცდებით, არ უყურებდა საკუთარ თავს, არამედ აკეთებდა რასაც სულიწმიდა უბრძანებდა და უყურებდა თავის ძმებს, რომლებიც საჭიროებდნენ ამ ყველაფერს. მან ააგროვა უხვი შემოწირულობები იერუსალიმის ღარიბი ხალხისთვის. პავლე მივიდა იერუსალიმში მოსაპარად ან გასაქურდად კი არა, არამედ შესაწირავების გასაკეთებლად და კეთილის მისაცემელად. მას არეულობა კი არ შეუქმნია, არამედ პირიქით მშვიდობას ქმნიდა.

მმართველი ფელიქსი მალევე მიხვდა, თუ ვინ იყო პავლე. მისთვის ასევე ცნობილი იყო თუ რა იყო ეგრედწოდებული ქრისტიანული სექტა, რამდენადაც კორნელიუსი რომაელი ოფიცერი, რომელიც ცხოვრობდა კესარიაში ქრისტეს მორწმუნე გახდა. თავისთავად ცხადია, რომ რომაულმა ორგანმოებმა იცოდნენ, რომ იუდეველები ქრისტეს ელოდებიან, რომელიც ზეციდან მოვა და გაანთავისუფლებს მათ რომაული მარწუხებისგან, მაგრამ პავლე სულაც არ მიეკუთვნებოდა იმ პოლიტიკურ და ძალზედ უკიდურეს იუდეველებს. ის რ ოგორც თავმდაბალი მონა ცხოვრობდა თავისი იდეალი ქრისტესთვის, რომელმაც დაითმინა სიკვდილი ჯვარზე და უარყო მხარდაჭერა, შეიარაღებული მოწაფეების. ასეთი მოციქულის და ასეთი მკვდრის ჯვარცმული ქრისტესი რომაელებს არ ეშინოდათ.

ამასთანავე ფელიქს არ უნდოდა იუდეველთა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობების გაფუჭება, ამიტომაც კომფორტულ კომპრომისზე წავიდა: მას არ მიუსჯია სიკვდილი პავლესთვის, არამედ მისცა მას დასვენების ნება და კესარიაში მორწმუნეებთან შეხვედრისა და ურთიერთობის. ამასთანავე არ გაუფუჭებია ურთიერთობა მღვდელმთავართან, მან პირობა მისცა, რომ ათასისთავისგან გაიგებდა ტაძრის შებილწვის მიზეზს. ამ გზით ხელისუფლებამ, რომელიც შეეცადა მომსახურებოდა ორ ბატონს, პავლეს უსამართლოდ მოექცა რის გამოც ის ორი წელი საპყრობილეში იჯდა. ეს ხანგრძლივი დრო მან ლოცვებსა და ფიქრში გაატარა. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ მაშინ დაწერა პავლემ ეფესელთა და კოლასელთა წერილები, რომელშიც ქრისტეს განძი იღვრება, როგორც მადლის ჩანჩქერი. პავლე საპყრობილეში სულით არ ეცემოდა - მისი სული ცოცხალი და აქტიური იყო.

ლოცვა: უფალო შენ უჩუმრად დაითმინე უსამართლობა. დაგვეხმარე არ გავბრაზდეთ ადამიანებზე, რომლებიც გვტკენენ და ივიწყებენ ჩვენს შესახებ. აგვავსე შენი სულიწმიდით, რათა აგამაღლოთ და გვიყვარდე და ვშუამდგომლობდეთ სხვებისთვის.

კითხვა:

  1. როგორ და რატომ ამტკიცებდა პავლე, რომ ქრისტიანული რელიგია კავშირშია ძველ აღთქმასთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:08 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)