Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 121 (Jesus appears to the disciples)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)

2. იესო ევლინება მოწაფეებს დახურულ ოთახში (იოანე 20:19-23)


იოანე 20:21
21 ხელახლა უთხრა მათ იესომ: "მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”.

მეორეჯერ ნათქვამი ”მშვიდობა თქვენ”! უკვე ღმერთთან შერიგებას კი არ ნიშნავდა, არამედ მშვიდობისმყოფელობას. იესომ თავისი მოწაფეები მშვიდობისმყოფელები გახადა, რათა წასულიყვნენ და ეუწყებინათ გადარჩენა დაღუპულ ქვეყნიერებას. ქრისტეს ჯვრის მეშვეობით, ღმერთმა აპატია ადამიანებს ცოდვები.

ვინც დახსნილია ქრისტეს სიყვარულით, ის გულით იცვლება და პატიობს მტრებს, ისევე როგორც უფალმა აპატია მას. ახალი კაცი თანახმაა დაითმინოს მეტი უსამართლობა, ვიდრე თავად ჩაიდინოს უსამართლობა. ის ზეციურ კეთილსურნელებას აფრქვევს თავის გარშემო, როგორც იესომ თქვა: ”ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან” (მათ. 5:9). ჩვენი უწყების მიზანი არაა სამყაროს შეცვლა ერებს შორის. ჩვენ ვლოცულობთ ჯიუტი გონებისა და გაქვავებული გულების შეცვლაზე, რათა ისინი რბილი გახდეს. ასეთ ცვლილებას კი ადამიანში გადატრიალება მოაქვს, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

იესომ მოწაფეების მსახურება საფეხურით მაღლა აწია, განაცხადა რა: ”როგორც მამამ წარმომგზავნა, ასევე გაგზავნთ თქვენც”. როგორ წარმოგზავნა ღმერთმა თავისი ძე? უპირველესყოვლისა, როგორც ძე წარმოგზავნა. მეორე რაც უნდა გაეკეთებინა, მას თავისი საქმეებით, სიტყვებით და ლოცვებით მამა უნდა წარმოეჩინა. მესამე, იესოს არ ჰქონდა მიწიური იარაღი, მეოთხე კი, ის ღმერთის სიტყვებით იყო დაჯილდოვებული და უსასრულო სიყვარულით აღვსილი. ამ ოთხ პრინციპში არის სახარების უწყების მიზანი. ქრისტიანები აღარ არიან საცოდავი ცოდვილები, არამედ ღვთისგან გამართლებული წარგზავნილები, რომლებიც იწმიდებიან, რათა იყონ ღმერთის სიყვარულის და ხატების ღირსეული წარმომადგენლები. აი რაში მდგომარეობს მათი წარგოზავნა. მათი ძმის, იესოს სიკვდილის მერე, ღმერთი მათი მამა გახდა. ჯვარი, მათი ახალი ცხოვრების საფუძველია, რწმენა კი - გზა შვილობისკენ. და როგორც ქრისტე იყი დაბადებული, რათა მსხვერპლიანი სიკვდილი მიეღო, ასევე მისი მიმდევრები ცხოვრობენ მახვერპლიანი ცხოვრებით. ისინი არ ამაყობენ, არამედ თავს უფლის და სხვების მსახურებად თვლიან. უფალი მათ საკუთარი თავისგან ანთავისუფლებს და ასწავლის ისეთ სიყვარულს, როგორიც თავად იცოდა.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობა, რომ უღირსები მოგვიწოდე მამის განსადიდებლად. მადლობა, რომ გვაპატიე ყველა ცოდვა. შენ გვწმედ ჩვენ, რათა შენი მშვიდობა სხვებს წავუღოთ. მადლობა, რომ შენი სიყვარულის შვილები გაგვხადე, რათა ჩვენც გვიყვარდეს და ვპატიობდეთ, როგორც შენ!

კითხვა:

  1. რა არის გასაკვირი იმაში, რომ იესომ მოწაფეები გაგზავნა ქვეყნიერებაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)