Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 119 (Jesus appears to the disciples)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)

2. იესო ევლინება მოწაფეებს დახურულ ოთახში (იოანე 20:19-23)


იოანე 20:19
19 იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა!”

მოწაფეები დახურულ ოთახში, დახურული ფანჯრებითა და კარით, ისხდნებ და საუბრობდნენ აღდგომის ამბის უცნაურობებზე. პეტრე და იოანე უყვებოდნენ მათ, რომ სამარხი თავიფსუფალი იყო. ქალი ამოწმებდა იმის შესახებ, რომ ანგელოზებმა ქრისტეს აღდგომა აუწყეს. მარიამ მაგდალინელმა უთხრა მათ, რომ თავად ნახა ის. პეტრეს და მოწაფეეს გაუჭირდათ ქალების ნდობა. მათი თქმით გარდაცვლილი იესო ცოცხალია და ჯერ არ მოსულა თავის საყვარელ მოწაფეებთან! მართალია, რომ ისინი ნამძინარევები იყვნენ და არასწორად მოიქცნენ, როდესაც უფალი დააპატიმრეს. პეტრემ სამჯერ უარყო იესო და მოწაფეთაგან არცერთი არ დაუდგა მას გვერდით ტანჯვების დროს; არავინ, იოანესა და ქალების გარდა არ მისულა ჯვართან; არცერთს არ ჩამოუხსნია მისი სხეულუ ჯვრიდან და არ უცხია ნელსაცხებლით. მათ იუდეველების და დევნის შეეშინდათ, ვინაიდან ეგონათ, რომ დევნა დღესასწაულის შემდეგ დაიწყებოდა. ამიტომაც ისხდნენ ჩაკეტილში ზეწოლების ქვეშ. ქალების მონაყოლი მათთვის, უხდენელი ოცნების მსგავსად ჟღერდა და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ”ჩვენ მივყვებოდით იესის და მისგან გამარჯვებას ველოდით. ჩვენ გვეგონა, რომ ნისტრებად გვაქცევდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ უიღბლოები ვართ, და ჩვენ გვითვალთვალებენ იმისთვი, რომ გაგვანადგურონ!” ამ საუბრების ეპიცენტრში, იესო გამოჩნდა მათ შორის. ის მათთან სიყვარულისა და რწმენის გამო კი არა, პირიქით მათი დანებების და ურწმუნოების გამო მოვიდა მათთან. იესო გზაბნეულებს წყალობდა, ხოლო ურწმუნოებს ღვთის ნებას უჩვენებდა.

იესოს უხმოდ გამოჩენა მათ შორის, სასწაული იყო. მკვდარი უეცრად წარსდგა საყვარელი შვილების წინ. არც ლოდი სამარხთან და არც ეს ჩაკეტილი კარები არ იყო მისთვის დაბრკოლება. ის თავისიანებსშორის იყო, იდგა ნამდვილ სხეულში, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები. მისი დანახვა შესაძლებელი იყო, ხმის მოსმენა და შეხება. ამავდროულად ის სული იყო და არა მატერია, მას კარებსა და კედელბში გასვლა შეეძლო. იესოს ახალი მდგომარეობა გვიჩვენებს თუ როგორები ვიქნებით ჩვენ, თუ მასში დავრჩებით. მისი აღმდგარი სხეული იმედს გვაძლევს.

და რამხელა ნუგეში მისცა იესომ მათ! აღდგა რა მკვდრეთით, არ დაიწყო მოწაფეების გატისკვა თავიანთი მოქმედების გამო, არ დაუსჯია წარუმატებლობის გამო. მან სიხარულით მიმართა მათ, სააღდგომო სალამით. და მისი პირველი სიტყვები აღდგომის შემდეგ იყო: ”მშვიდობა თქვენ!” ამ მისალმებას ღრმა შინაარსი აქვს - ეს სიტყვები ჩვენ გვეუბნება, რომ ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილამდე, ღმერთსა და ადამიანს შორის დიდი ბრძოლა იყო. წმიდა ღმერთს უნდა გაენადგურებინა ყველა ადამიანი თავიანთი ცოდვისა და დანაშაულის გამო, ვინაიდან ცოდვის საზღაური - სიკვდილია. მაგრამ ქრისტემ ჯვარზე, შეარიგა კაცობრიოდა ღმერთთან. იმ წუთიდან, ზეციდან დედამიწაზე უფლის მშვიდობა ჩამოვიდა. დაიწყო ახალი ეპოქა, როდესაც ღვთის მშვიდობა შეთავაზებულია ყველა ადამიანისთვის. მასში არ არის არავითარი ძალადობა, და ჩვენ თავად ვირჩევთ, მივიღოთ თუ უკუვაგდოთ ქრისტეს მსხვერპლი. ყველა ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადარჩენაზე. ვინც ინანიებს და სწამს იესოსი, ის მის კურთხევას იძენს. ვინც სამყაროს მეფის რიგში დგას, მისი მსხვერპლის მეშვეობით მართლდება, როგირც მოციქული პავლე წერდა: ”ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ” (რომ. 5:1)

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარო, სიხარულით ვიდრიკებით შენ წინაშე, ვინაიდან შურისძიებისთვის კი არ მოხვედი, არამედ გაგეკეთილშობილებინეთ, გეჩუქებინა ჩვენთვის მშვიდობა და განგენტკიცებინეთ ღმერთთან შერიგებით. შენი გადარჩება ჩვენი მცდელობების გამო არ მიგვუღია, არამედ შენი ყალობითა და მადლით. ასწავლე ჩვენ მეგობრებსა და მტრებს, შეუიცნინ შენი მადლი და მიიღონ ის. და რომ ისინი არ დარჩნენ მტრულად საკუთარ ღმერთთან!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს იესოს პირველი სიტყვები, რომლებიც აღდგომის შემდეგ უთხრა მოწაფეებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:31 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)