Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 090 (Abiding in Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

1. იესო ქრისტეში მყოფს ბევრი ნაყოფი მოაქვს (იოანე15:1-8)


იოანე 15:1-2
1 "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა. 2 ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.

სერობის შემდეგ იესო მოწაფეებთან ერთად მთიდან ჩამოვიდა. ისინი გადიოდნენ ყედრონის ველიდან ზეთისხილის მტის მიმართულებით. მათი გზა ვენახების მოპირდაპირედ გადიოდა. სანამ ისინი გზაში იყვნენ იესო აგრძლებედა ახსნას, თუ რაში მდგომარეობდა რწმენის არსი და რა იყო ამ სიყვარულის მიზეზი. ამიტომაც მაგალითის სახით მან გამოიყენა ვაზი.

იესომ წარმოიდგინა ღმერთი, რომელიც არის ამ ყურძნის ხეივნების მომვლელი. ნაწილი ამ ხეივნებისა ძველი აღთქმის ხალხია, რომელთა შესახებაც წერია 79 ფსალმუნის 1-7 მუხლში. უფალი არ იყო კმაყოფილი ამ ხეივნებით, რამდენადაც მათ კარგი ნაყოფი არ მოჰქონდათ. აი რატომ დარგო უფალმა ახალი ვაზი მიწაში - თავისი ძე, რომელიც სულიწმიდისგან იყო შობილი, რომლესაც შეეძლო გამხდარიყო ნამდვილი ხეივანი და წარმოექმნა ადამიანთა ახალი თაობა, რომლებიც გაიგონებენ და უხვად მოიტანენ სულიერ ნაყოფს. იესომ მოწაფეების ყურადღება გაამახვილა სულიწმიდის ნაყოფებზე, რომეიც იზრდება ადამიანში - ძვირფასი ნაყოფი სულიერი საქმისა. მან იცოდა, რომ ადამიანური სწავლება არ იყო მთლად სასიკეთო. მტერი, რომელიც ცხოვრობს ადამიანში, ეძებ მას, ვისი მეშვეობითაც შეძლებს შთანთქოს და გათელოს სხვა ადამიანები. ჯერ კიდევ თავისი ქადაგების საწყისში ამბობდა იესო, რომ მხოლოდ მას შეუძია მოიტანოს ნაყოფი, რომელიც მისაღებია უფლისთვის, რომ მხოლოდ ისაა შემოქმედი და ეკლესიის დამაარსებელი.

თავიდან, როდესაც ქრისტე იყენებს ამ ყურძნის ხეივანს, გვიჩვენებს უარყოფით მაგალითს. რომელსაც არ მოაქვს არანაირი ნაყოფი და ის იქნება ღმერთისგან მოწყვეტილი და ცეცხლში გადაგდებული. თუ კი უფალი არ იპოვის თქვენში სახარებს ნაყოფს ან ქრისტეს სიკვდილისა და მისი აღდგომის შედეგს და ზეგავლენას თქვენ ცხოვრებაზე, ის თქვენ ისევე მოგწყვიტავთ იმ ვაზიდან, ანუ თავისი ძისგან.

თუმცაღა მხოლოდ მას შეუძლია დაინახოს სულიწმიდის მოქმედება და ზეგავლენა თქვენ ცხოვრებაში, ის განგამტკიცებთ თქვენ, დაგეხმარებათ გაიზარდოთ, როგორც ვაზი. ეს იქამდე მიგიყვანთ, რომ თქვენ ნაყოფის მოტანას შეძლებთ. ხოლო ხეივნის მეპატრონე ზედმეტ ტოტებს მოწყვიტავს, რათა შემდგომში მეტი ნაყოფი მოიტანოს. ეს ნაყოფი თქვენ არ გეკუთვნით, არამედ ქრისტეს, რომელიც თქვენში ცხოვრობს. ჩვენ - მსახურები ვართ, ვისაც ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ ის არის ყველაფერი ყველაფერში. ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ვაზის ტოტებს ყოველ შემოდგომაზე ჭრიან, რათა შემდგომ წელს უხვი ნაყოფი მოიტანოს? ღმერთის სწორედ ასე გვაშორებს ადმაიანურ თვისებებს, რათა თქვენ სიჯიუტეს ბოლო მოეღოს, და თქვენ შეგეძლოთ ცოდვისთვის სიკვდილი. და თანდათანობით ასე ქრისტეს სიცოცხლე გაიზრდება თქვენში, რაც მიგიყვანთ სიმწიფემდე. უფალს მრავალი გზა აქვს დაგიცვათ საკუთარი თავისგან. მოვლენები, ავადმყოფობა, დაცემები შემოგიტევენ, რათა საბოლოო ჯამში ცდუნებულნი იქნათ. არ იცხოვროთ საკუთარი თავისთვის, იცხოვრეთ უფლისთვის. განმტკიცდით და გამყარდით მასში, გახდით მისი საყვარელი შვილი.

იოანე 15:3-4
3 თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. 4 დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში.

იესო ნუგეშისცემას გვაძლევს. იესო არ მოგვწყვეტს ვაზიდან ჩვენი ადამიანურობის ან უამრავი ცოდვის გამო. იესო თავიდანვე გვთავაზობს სრულ განწმედას, რომელიც ხდება ჩვენი რწმენის დროს. არ თქვათ: „როდესღაც, ახლო მომავალში განვიწმიდებით, როდესაც ყველა წესსა და ლოცვას შევასრულებთ“. მან უკვე გაგწმიდათ თქვენ. ის არის ის, ვინც გაგვწმიდა და ჯვარცმით გამოგვისყიდა. სახარება გამოსცემს იმ სხივს, რომელიც გვწმედს ჩვენ. ჩვენი ძალა, მოწიფულობა ან მცდელობა არ გვწმედს ჩვენ, მხოლოდ ღმერთის სიტყვას შეუძლია ეს. როგორც შემოქმედმა ერთი სიტყვით შექმნა ყოველივე, ასევე ქრისტემ გაგვასუფთავა და გააგრძელებს ამის კეთებას თი გახსნილები ვიქნებით მისი სიტყვის მისაღებად. ჩვენ იესო ქრისტეს სიტყვის რწმენა და ღრმა გაცნობიერება გვწმედს. იკითხეთ დღეში ყველაზე მცირე ადგილიც კი ბიბლიიდან, სასურველია ერთსადა იმავე დროს. ვინაიდან ამ სტაბილური სულიერი სკავების გარეშე, დაცემის დიდი ალბათობა არსებობს.

იესო ერთ პირობაზე აკეთებს აქცენტს, რომელსაც შეუძლია მოგვიტანოს ზრდა და ნაყოფი. ეს - მასში ყოფნა, დამკვიდრება. ეს სიტყვა მე15 თავში 10ჯერ არის ნახსენები. „დამკვიდრება“ შეიძლება ბევრ მნიშვნელობას მოიცავდეს. ის ჩვენში მკვიდრობს, ჩვენ კი მასშ. ჩვენ ნათელი ვხდებით, როცა მასში ვმკვიდრობთ, ასე, რომ სულ მასში უნდა ვიყოთ. თუ ვშორდებით მას, მაშინ მისი მაცოცოხლებელი სიყვარულის წყარო აღა იღვრება ჩვენ ცხოვრებაში. თუ ტოტი მოტეხილია, მცირე დროში ის გახმება. რამდენად საშინელია „მკვდარი“ ეკლესიის სურათი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლოცვაა მორწმუნეებისთვის - სთხოვოს მორწმუნეს, რომ მასში დაიმკვიდროს. ასეთი ლოცვის მეშვეობით უფალს გამუდმებით შეუძლია იშრომოს ჩვენში ჩვენი სულიერი ზრდისთვის, ნაყოფის მოტანისა და კეთილი საქმეების საკეთბლად. დამკვიდრება არ არის რაიმე, რაც ჩვენგან მოდის, არამედ სულიწმიდის წყალობაა. ვერავინ დაიმკვიდრებს ქრისტეში საკუთარი ნებით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვემადლიეროთ უფალს ამ მადლისთვის და ვთხოვოთ გამუდმებული დამკვიდრება მასში, რომ ჩვენი მეშვეობით სხვებმაც შეძლონ დაიმკვიდრონ ქრისტეში.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ხარ წმიდა ყურძნის ვაზი. შენგან ვიღებთ ყოველივე სიკეთეს. ჩვენი გული - ცოდვისა და ბოროტების წყაროა. მადლობას გიხდით, რომ შენი სიტყვის მეშვეობით განგვწმიდე. დაგვიფარე შენი სახელის გამო ისე, რომ სულიწმიდის ძალას ყოველთვის მოჰქონდეს ჩვენი მეშვეობით ნაყოფი. შენ გარეშე არაფერი შეგვიძლია. განამტკიცე ჩვენი და-ძმების გადაწყვეტილებები, რომ იცხოვრონ არა საკუთარი თავისთვის, არ დარჩნენ საკუთარ სისუსტეებში და არ დაიმკვიდრონ სიბნელეში.

კითხვა:

  1. როგორ არის იესო ჭეშმარიტი ყურძნის ვაზი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)