Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 089 (Christ's farewell peace)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
გ - გამოსამშვიდობებელი სიტყვა (იოანე 14:1-31)

3. იესო ქრისტე მშვიდობა (იოანე 14:26-31)


იოანე 14:26
26 ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.

ვის შეუძლია თქვას, რომ ესმის ქრისტეს სიტყვების სრული სიღრმე? და ვის შეუძლია ყველაფრის შესრულება და დამახსოვრება, რასაც ის ამბობს? განცვიფრებულ მოწაფეებს იმ საღამოს არაფერზე ფიქრი არ შეეძლოთ, გარდა დიდებული ბოროტებისა, რომელიც იუდამ ჩაიფიქრა მათი მასწავლებლის წინააღმდეგ. არც ერთ მათგანს, იოანეს გამოკლებით, არ დამახსოვრდა არაფერი, რაც იესომ იმ საღამოს უთხრა.

იესოს მოწაფეების გუმავიწყობა ადარდებდა, მაგრამ მან იცოდა, რომ სულიწმიდა, რომ გადმოვიდოდა გაახსენებდა მათ ყველაფერს, რასაც ეუბნებოდა. წმიდა სული განაგრძობს იესოს მისიას ამ დედამიწაზე. ის სუსტებს იცავს. იესომ მოწაფეებად გენიოსები არ აირჩია, ან მეცნიერები, ფილისოფოსები; პირიქით, მან მეთევზეები აირჩია, მებაჯეები და ცოდვილები, რათა შეერცხვინა ქვეყნის განათლებულები და მცოდნეები. თავისი დიდებული წყალობით მამამ წარმოგზავნა თავისი სული, რათა ყველა გაჭირვებულს დახმარებოდა, რათა იშვილოს ისინი და დააჯილდოვოს უმაღლესი სიბრძნით, მორჩილებით, სამართლიანობით და საკუთარუ თავის უარყოფით.

იესოს არ გამოუცია პოეტური წიგნი, სადაც მისი ცხოვრებაა მოტხრობილი; მას არ უკარნახია სახარება ადამიანისთვის, რომელსაც შესაძლოა რაიმე შეშლოდა ან დავიწყებოდა. ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტების სული მოვიდოდა და ასწავლიდა მის მოწაფეებს. უფალმა გადარჩენის გეგმა მიანდო ადამიანის არასრულყოფილ გონება სა და ენას, მაგრამ სული ახსენებდა მოწაფეებს ყველაფერ, ასევე ამტკიცებდა ასწავლიდა ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტებას, რათა ღმერთის ძე გამოჩენილიყო მოციქულების დამოწმებებში. ჩვენ არ გვაქ სხვა სანდო წყაროები, რომელიც ყვება იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ, მისი ტავმდაბალი მორწმუნეების დამოწმებების გამონაკლისის გარდა. მათ არაფერი დაუმატებიათ მისი სიტყვებისთვის. მოციქულების ქადაგება ჯვარცმის შესახებ არ იყო უბრალოდ აღებული ინფორმაცია ან ფაქტების გროვა, რომლეიც წლებთან ერთად კარგავს თავის აქტუალურობას. არა, სულიწმიდა მტელი ისტორიის მანძილზე აცოცხლებს და ანახლებს ამ მოვლენას ყველა მორწმუნის გულში და ყველა ღმერთის მაძიებელის გულში. და როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სახარებას, ის მოვლენები, რომლებიც ორი ათასი წლის წინ იყო, ნახლდება და გამოსაყენებადი ხდება ჩვენი ახლანდელი და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. როდესაც ქრისტე სიტყვებს ყურს ვუგდებთ, თითქოსდა მისი ნაზი ხმა გვესმის, რომელიც პირადად ჩვენკენაა მომართული. ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მოციქულებმა ეს მაბები თავად მოიგონეს და იგნორირებას უკეთებ დაწერილს, უკუაგდებენ სულიწმიდას. ი სადაც სულიწმიდაა, სიცრუე არაა. ის არის ჭეშმარიტება და სიყვარული.

იოანე 14:27
27 მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

იესომ დაასრულა რა თავისი დასამშვიდობებელი სიტყვა, მოწაფეებს მშვიდობა შესთავაზა, რომელიც ყოველგვარ დამიანურ გაგებას აღემატება. ის დაპირდა მათ, რომ ეს მშვიდობა იქნებოდა მათში. ღმერთის მშვიდობაში არ არსებობს სიყალბე და სიცრუე, როგორც ეს ცოდვილ ქვეყანაშია. ცდუნებას ვერსად გავექცევით იმიტომ, რომ ხალხი უღმერთოდ ცხოვრობს. ღმერთის რისხვა ვრცელდება ადამიანის ყველა უგუნურ და უკანონო საქციელზე. იესო აქ სხვა მშვიდობაზე ლაპარაკობს, მშვიდობა, რომელიც შენ სინდისთან უნდა გქონდეს, რომელიც არის ცოდვების პატიების და ღმერთთან შერიგების შედეგი. სწორედ ასეთი მშვიდობა ავსებს ეკლესიას. ქრისტეს მშვიდობა - ეს სულიწმიდაა, რომელის გამუდმებულ ურთიერთობაშია მამასთან და ძესთან და რომელიც თავისი მუდმივი ძალით გვავსებს ჩვენ.

ეს მშვიდობა ავსებს სიძულვილს, სიცრუეს, სისასტიკეს, მკვლელობას, შურს, სიძუნწეს და უწმიდურებას. მაგრამ იესო მოგვიწოდებს, რომ არ მივცეთ ეშმაკის ტალღებს ჩვენი გემის ჩაძირვის უფლება. თუმცა ეშმაკი არის ქვეყნიერების მმართველი, თუმცა იესო ქრისტეს მშვიდობა გვაძლევს ძალას დავდგეთ და გავძლიერდეთ. ღმერთის მშვიდობა ასევე გვანთავისუფლებს სიკვდილის შიშისგან. ქრისტეს მორწმუნე ღმერთშია, ღმერთი - კი მასში. გეხება თუ არა ეს სიტყვები შენ? უფალს მშვიდად ეძინა ნავში ქარბუქის და ქარიშხლის დროს, როდესაც ყველა მის გარშემო აღელვებული იყო, როდესაც ხედავდნენ თუ როგორ შემოდიოდა ნავში წყალი. შემდგომ ის ადგა და აუკრძალა ქარიშხალს, და ჩამოდგა იქ სიმშვიდე. მან უთხრა მოწაფეებს: „რატომ ხარ თ ასეთი მცირედმორწმუნენი?“

იოანე 14:28-31
28 ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია. 29 ახლა გითხარით ეს, სანამ ამხდარა, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30 ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში. 31 მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.

მოწაფეები ისევ აღელდნენ, რომ გაიგეს იესოს უნდა დაეტოვა ისინი. მაგრამ ის ასევე ახსენებდა მათ, რომ უდა დაბრუნდეს. მან უთხრა: „იხარეთ. თქვენ გტოვებთ მაგრამ მამასტან მივდივარ. იხარეთ, რომ ჩემ სამშობლოში ვბრუნდები. არ დავდებ თქვენზე მძიმე საზრუნავს. მე მოგცემთ სიკვდილის შიშისგან თავისუფლებას. აზრი ჩემი თქვენთან წარმოგზავნისა არის მამასთან ერთობა. ჩემთვის ის ძალიან ძვირფასია, მაგრამ ჩემი სიყვარული თქვენდამი არასდროს გაჩერდება. მე მოვალ თქვენთან მის სულში“.

იესომ მოწაფების სულიერ წარმოსახვაში დახატა მამის დიდებული ნახატი, რათა მათ შესძლებოდათ ენახათ მისი ყოვლისშემძლეობა და დაეჯერათ მისთვის. ეს დაეხმარა მათ, რომ განშორებოდნენ თავიანთ უფალს. იესოს არ უნდოდა, რომ მათ ცუდი აზრები ჰქონოდათ მამის შესახებ; მისი სიკვდილი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა იმას, რომ ღმერთი მისი მტერია. მამა ძესთან აბსოლუტურ ერთობასა და მშვიდობაში არიან. სწორედაც, რომ მამამ აღადგინა ის მკვდრეთით და მისცა მას დიდება.

უფალმა თქვა ყოველივე ის, რაც იმ წუთისთვის აუცილებელი იყო. მისი მისია ამ დედამიწაზე დასასრულს უახლოვდებოდა. ის მოვიდა რათა აღასრულოს მამის ბრძანება და დავალება - გამოესყიდა ქვეყნიერების ცდოვა ჯვარზე. მისი სიკვდილის შემდეგ კი ორმოცდამეათე დღეს სულიწმიდა გადმოვიდა მოწაფეებზე. მისი წმიდა სისხლი დაიღვარა მთელი კაციობრიობისთვის. მას უნდოდა, რომ ყველა ადამიანს გაეგო მისი უსასრულო სიყვარულის შესახებ მათდამი.

ამის შემდეგ იესომ მოწაფეებთან ერთად დატოვა მთა, სადაც მან ახალი აღთქმა დაამკვიდრა, და ღამის წყვდიადში წავიდა კედრონის ველისკენ. ისინი ერთად ზეთისხილის მთისკენ წავიდნენ, რაც გეთსემანიის ბაღიდან არც თუ ისე შორს იყო. იქ მივიდა მათთან გამცემი და მოღალატეც.

ლოცვა: მადლობას გიხდით უფალო შენი მშვიდობისთვის. შენ გაასუფთავე ჩვენი გულები და მშვიდობა მოგვეცი. გვაპატიე ჩვენი ამპარტავნობა, შიში და იმედგაცრუება. გვაპატიე, რომ ჩვენ ცხოვრებაში ჯერ კიდევ აქვს ადგილი სიძულვილს, კონფლიქტებსა და უკუღმართობას. მადლიერები ვართ შენი წმიდა სულისთვის, რომელიც ჩვენ გულებში მშვიდობას ინარჩუნებს. დაე ყოველთვის, განსაცდელების დროს გვახსენებდეს შენ სიტყვებს, რატა შევძლოთ დავრჩეთ ჭეშმარიტებაში და არ ჩავვარდეთ ცოდვაში. მადლობა, რომ თავად ხარ გზა, რომელსაც მივყავართ ზეციერ მამასთან. ჩვენ ქედს ვიხრით შენ წინაშე, ღმერთის კრავო, და მადლობა ზეციური საცხოვრებელისთვის, რომელიც მოგვიმზადე.

კითხვა:

  1. რა არის ღმერთის მშვიდობა?

კითხვარი - 5

ძვირფასო მკითხველო,
თუ თქვენ აქ ჩამოთვლილ 14 კითხვიდან 12 სწორ პასუხს გამოგვიგზავნით, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით მომდევნო ბროშურების სერიებს იოანეს სახარების შესასწავლად.

  1. რატომ მიიღო იესომ მარიას ზეთისცხება?
  2. რას ნიშნავდა იესოს იერუსალიმში შესვლა?
  3. რატომ არის იესოს სიკვდილი შედარებული ჭეშმარიტების ძეიმთან?
  4. რას ნიშნავს ჩვენთვის სინათლის შვილებად ყოფნა?
  5. როგორ ჟღერს უფლის მცნება, რომელიც ქრისტეს მეშვეობით არის მომართული ჩვენკენ?
  6. რას ნიშნავს ქრისტეს მოწაფეებისთვის შესრულებული ფეხბანა?
  7. რას ვსწავლობთ ქრისტეს მაგალითზე?
  8. იუდას წასვლის შემდეგ, როგორ ახსნა იესომ ღმერთის დიდების არსი?
  9. რატომ არის სიყვარული, ერთადერთი თვისება, რაც განასხვავებს ქრისტიანებს?
  10. როგორი ურთიერთობა არსებობს ქრისტესა და მამა ღმერთს შორის?
  11. დაასახელე ძირითადი პირობები იმისთვის, რომ ლოცვაზე პასუხები მოვიდეს?
  12. როგორი მახასიათებლები აქვს სულიწმიდას?
  13. როგორ იზრდება ჩვენი სიყვარული ქრისტესადმი და როგორ გადმოდის ჩვენზე წმიდა სამება?
  14. რა არის ღმერთის მშვიდობა?

პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: Waters of Life,
P.O.Box 30 70
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:05 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)