Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 040 (Feeding the five thousand)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

1. ათასის დაპურება (იოანე 6:1-13)


ავადმყოფის განკურნება შაბათ დღეს, მაშნ იესომ საკუთარი თავი გამოავლინა, როგორც მართალმა ღმერთმა. ამან პირველ რიგში გამოავლინა ის უფსკრული, რომელიც იყო გაებული ღმერთის სიყვარულსა და რელიგიურ წამყვანებს შორის. სიძულვილით აღსავსეებმა გადაწყვიტეს მისი ჩამოშორება. სულიწმიდამ იესო პალესტინის ჩრდილოეთით წაიყვანა, გალელეაში. იქ კონფლიქტი მასსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის უფრო გამძაფრდა. ამისდამიუხედავად ხალხის ბრბო, მიყვებოდა მას.

იოანე 6:1-4
1 ამის შემდეგ, იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა გავიდა. 2 უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, ავადმყოფებზე რომ ახდენდა. 3 იესო ავიდა მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 4 ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.

იერუსალიმის მწიგნობრები განაგრძობდნენ იესოს თვალთვალს იმის დადანაშაულებაშ, რომ მან კანონი დაარღვია. მაგრამ მისი ჟამი ჯერ არ დამგარიყო. ამიტომ წავიდა სინედრიონიდან და დაბრუნდა გალილეაში. პირველ 4 სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იესომ ბევრი ნიშანი და სასწაული მოიმოქმედა.მისმა მისვლამ გალილეაში დიდი მოძრაობა გამოიწვია იქ მაცხოვრებელი ხალხის, მაგრამ ის ამას ყურადღებას არ აქცევდა. ის მტრობა, რომლითაც მას იერუსალიმი შეხვდა, გალილეის სოფლებშიც ელოდა. ის გაემგზავრა გოლანში, რაც იორდანეს სამხრეთითაა, რათა მოწაფეებთან განმარტოებაში ყოფილიყო. მაგრამ ხალხი, რომელიც მისის იტყვის მოშებული იყო, თან მისდევდა მას, მისი სასწაულების ხილვის სურვილით. იმ წელს იესო არ წავიდა იერუსალიმში ფასექის დღესასწაულზე იმიტომ, რომ მისი ჯვარცმის ჟამი არ იყო დამდგარი. იმის ნაცვლად, რომ ქალაწშ ფასექის დღესასწაული ეზეიმა, ის დარჩა სხვა ადგილას მრავალი ხალხით გარემოცული. მხსნელის გარემოცვაში ისინი თითქოს ზეიმზე იყვნენ, და განიცდიდნენ იმ სიხარულს, რომლის მოცემაც მხოლოდ ღმერთს შეეძლო.

იოანე 6:5-13
5 გაიხედა იესომ და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან. ჰკითხა ფილიპეს: "სად ვიყიდოთ პური, რომ მათ ვაჭამოთ?” 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა. 7 მიუგო ფილიპემ: "თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც რომ ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ”. 8 ერთ-ერთმა მის მოწაფეთაგან, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ უთხრა: 9 "აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?” 10 თქვა იესომ: "დასხით ხალხი”. იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა. 11 იესომ პურები აიღო, მადლი შესწირა და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი - იქ მსხდომთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. 12 რომ დანაყრდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: "მოაგროვეთ ნარჩენები, რომ არაფერი დაიკარგოს”. 13 მოაგროვეს და თორმეტი გოდორი აავსეს, ქერის იმ ხუთი პურის ნარჩენით, ჭამის შემდეგ რომ დარჩა.

როდესაც იესომ დაიანახა დიდძალი ხალხი მისკენ მომავალი, მან თავისი მზერა ზეცას მიაპყრო, მთელი დიდება და პატივი უძრვნა მამა ღმერთს და მას ჩააბარა ამ მშიერი ხალხის მზრუნველობა. ამ წამიდან დაიწყო სასწაული. მამა ძეს მისცა დავალება, რომელიც ამ ადამიანის გულებს გახსნიდა.

თავიდან იესომ მოწაფეები გამოსცადა, რათა ენახა იზრდებოდნენ თუ არა ისინი რწმენაში და არიან თუ არა ჯერ კიდევ მიჯაჭვულები მატერიალს და მიწიურს. მან ფილიპეს კითხვა, სად უნდა ეყიდა საკმარი პური, რომ დაეპურებინა ეს ხალხი. ჩვენ ალბათ რომელიმე საცხობზე დავიწყებდით ფიქრს, იესო კი მამაზე ფიქრობდა. ჩვენ ფულზე ვიფიქრებდით, ის კი სულიერ დამხმარეზე ფიქრობდა. ფილიპე ფიქრობდა იმ თანხის რაოდენობაზე, რომელიც ამ ხალხზე უნდა დაეხარჯა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი იმედი რწმენისკენ მიემართა. ყოველი, ვისაც ფულზე აქვს ფოკუსირება, სულიერ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

მოწაფეების ანგარიშწარმოებას თავისი საფუძველი ჰქონდა: ახლომახლო არსად იყო საცხობი, არც გამოცხობის დრო იყო. ირგვლივ კი ბევრი მშიერი იჯდა, ქადაგების მოსმენით დაღლილი. უეცრად სულიწმიდამ ანდრიას ყურადღება ბავშვზე მიაყრობინა, რომელიც იქვე იჯდა და ჰქონდა 5 პური და ორი თევზი. მან დასძახა ბავშვშ: „მოგვეცი შენი პური და თევზი“. ამავდროულად პავლეს ეჭვიც შეეპარა როდესაც მიხვდა, რომ საკვების რაოდენობა იმდენად მცირე იყო, არავის დაანაყრებდა. ამ სიტუაციით იესომ მიიყვანა მოწაფეები იქამდე, რომ აეღიარებინათ საკუთარი უძლურება. ეთქვათ, რომ სიტუაციიდან ვერ შეძლეს გამოსვლა. არც ის იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ და არც ის რა იყო ღმერთის ნება, და რა თქმა უნდა არც ის რას იზამდა იესო.

იესომ ხმამაღლა უთხრა მოწაფეებს, რომ იქ მყოფი ხალხი ახლოს დაესვათ ბალახზე.

ბალახი, რომელიც დაფარული იყო მწვანედ, რწმენის სიმბოლო იყო, რომელიც ხალხში იზრდებოდა. ხუთი ათასი კაცი (მამაკაცები, ქალებისა და ბავშვების გარეშე) - დიდი რიცხვია. უმეტესობა მათგანს იესო არ ენახათ, და არც მისი საქმეები. მაგრამ ისინი დაემორჩილნენ მის სიტყვას და დასხდნენ.

იესომ მშვიდად აიღო პური და აჩვენა მათ საკუთარი შემოქმედების ძალა ამ სიტუაციაში. მან მამას ხუთი პური მიუტანა, რისთვის მადლობა მოუხადა. მას სწამდა, რომ მამა აკურთხებდა და გაამრავლებდა მას, დააბრუნებს მას უხვად. მცირედში მადლიერება და მამის პატივისცემა იყო ამ სასწაულის საიდუმლო. ყოველთვის ვიღებთ თუ არა იმ მცირედს სიხარულით, რომელსაც უფალი გვაძევს? თუ უკმაყოფილოები ვართ და ვწუწუნებთ? ვუყოფთ თუ არა სხვებს იმას, რაც გვაქვს? იესოში მოქმედება იესოს მსხვერპლიანი სიყვარული. ის პატივს მიაგებდა მამას და უხვად აძლევდა ხალხს ღმერთის კურთხევას.

ეს სასწაული ოთხივე სახარებაშია აღწერილი. ვინც ქრისტესთან ერთად ისხდნენ ამოწმებდნენ, რომ როდესაც ის პურს არიგებდა, ის სულ უფრო და უფრო მეტი ხდებოდა. თითქოს დასასრული არ ჰქონდაო. ყველამ აიღო რამდენიც უნდოდა და დანაყდა. ეს ჭეშმარიტად მადლი იყო. ღმერთი გვთავაზობს პატოებას და სულს ზომის გარეშე. აიღეთ თქვენც რამდენიც გენებოთ; ირწმუნეთ იმდენად რამდენადაც შეგიძლიათ. გაუზიარეთ სხვებსაც კურთხევა. აკურთხეთ ისინი იმიტომ, რომ თქვენც გაკურთხეს, რათა გამხდარიყავით სხვებისთვის კურთხევის წყაროდ.

კანაში იესომ წყალი ღვინოდ აქვია, ტევიარიდში ხუთი პური ისე გაამრავლა, რომ ხუთი ათასი კაცი დაპურდა. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ბოლო კიდევაც დარჩა და იმაზე მეტი იყო ვიდრე თავიდან. იმის მერე, რაც ყველა დანაყრდა, ნარჩენებით კიდევ თორმეტი კალათი აავსეს. იესომ სთხოვა, რომ ყველა ნარჩენი აკრეფილი ყოფილიყო. როგორი სასირცხვილოა, რომ ჩვენ დროში ხალხი პურს ნაგავში ყრის, როდესაც იცი, რომ ყოველ ერთ საათში ათასობით ადამიანი იღუპება უპურობით. არ გადაყაროთ კურთხევა, რომელიც უფასოდ მიიღეთ. შეაგროვეთ ნამცეცებად ყველა კურთხევა. თქვენ გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. წარმოიდგინეთ ბავშვის რექცია, რომელმაც თავისი ხუთი პური მისცა იესოს, და შემდგომ, რომელიც მისავე თვალწინ უამრავ პურებად გადაიქცა. მისი თვალები გაფართოვებული იყო გაოცებისგან. ის არასდროს დაივიწყებს ნანახს.

ლოცვა: მადლობას გიხდით იესო, შენი მოთმინებისა და სიყვარულისთვის, გვაპატიე ჩვენ, მცირედ მორწმუნეებს. გვასწავლე შენ მოგიხმოთ სირთულეების დროს, და არა ჩვენ შესაძლებლობებზე ვიყოთ დაიმედებულები. დაგვეხმარე დავეყრდნოთ შენ წყაროებს. ჩვენ მადლობას გიხდით სულიერი სიმდიდრეებისთვის, რომელიც მოგვეცი. მადლობა ყოველივე მცირე მატერიალიზმსითვის, რაც მოგვეცი. დაგვეხმარე და გვაკურთხე თავმდაბლობით მაშინ, როდესაც მეტს მოგვანდობ. დაგვეხმარე არ გავფლანგოთ შენში შეძენილი.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობდა 5 ათასი კაცის დაპურების საიდუმო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:26 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)