Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 035 (God works with His Son)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ა - იერუსალიმის მეორედ სტუმრობა (იოანე 5:1-47) -- თემა: იუდეველების მტრობის დასაწყისი იესოსთან

2. ღმერთი აკეთებს ყველაფერს ძესთან შეთანხმებით (იოანე 5:17-20)


იოანე 5:17-18
17 მან კი მიუგო: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“. 18 ამიტომ იუდეველები მით უფრო მეტად ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.

სნეულის განკურნების გამო იესოსადმი მტრული დამოკიდებულება სულ უფრო იზრდებოდა. იესოს მტრებმა გადაწყვიტეს მისი მოკვლა. სასწაული რომელიც აუზთან მოხდა, გახდა იუდეველების ისესოადმი დამოკიდებულების სრული შემოტრიალების მიზეზი. იმ მომენტიდან დაიწყო მისი ღია შევიწროება. რა გახდა გარემოებების ასეთი შემოტრიალების მიზეზი?

აქ მოხდა ქრისტეს სიყვარულისა და კანონის ძალაუფლების შეჯახება. ძველ აღთქმაში ხალხი, როგორც ციხეში ისე ცხოვრობდნენ. მათ ბოლო წვრილმანამდე უნდა შეესრულებინათ კანონი; კეთილი საქმეები სამართლიანობის მაჩვენებელი იყო. კანონის დამცველები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ მის დაცვაზე, და ამითი ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვების იმედი ჰქონდათ. ასეთი კანონის დაცვისკენ მისწრაფება გახდა საბაბი ეგოიზმისა და სხვა ხალხის დამცირების. რამდენადაც ხალხი ღმრთთან აღთქმაში ცხოვრობდა და ერთ მთლიანად ითვლებოდა, კანონის დამცველები ცდილობდნენ ყველასთვის დაეძალებინათ დაეცვათ ყველა კანონი. ყველაზ ემნიშვნელოვანი კანონი იყო შაბათი დღის დაცვა. როგორც უფალი ისვენებდა მეშვიდე დღეს საქმისგან, სამყაროს შექმნისას, ასევე ადამიანებს ჰქონდათ ბრძანება დაესვენეათ ამ დღეს, თუ არადა მათ სასჯელი - სიკვდილი ელოდათ.

აქედან გამომდინარე, შაბათი თითქოს აღთქმის სიმბოლო გახდა იუდეველებსა და ღმერთს შორის და გამოხატავდა ღმერთის მათთან ყოფნას. თუმცაღა ისინი ვერ ამჩნევდნენ, რომ საკუთარი ცოდვებით ეს ჰარმონია ღმერთთან დაერღვათ.

იესომ მარტივი პასუხი გასცა ფარისევლებს, რომლებიც შაბათ დღეს მკაცრად იცვადნენ: „ღმერთი აკეთებს“. სიტყვა „კეთება“ და მისგან მომდინარე სიტყვა „საქმე“ შვიდჯერ გვხვდება ქრისტეს ფარისევლებთან საუბრისას. მათ კანონებზე დაიწყეს საუბარი, მან კი - სიყვარულზე! როგორ შეუძლია უფალს დაისვენოს საკუთარი საქმეებისგან, ის ხომ ახლაც აგრძელებს მუშაობას? რამდენადაც ცოდვა და სიკვდილი ადამიანს შეეხო, მთელი სამყარო იყო შემოქმედისგან განშორებული. ღმერთი დღემდე ცდილობს დაეხმაროს გზააბნეულს და დააბრუნოს თავისთან აღდგინებული. მისი მიზანი - ჩვენი სიწმიდე და ღმერთის სიყვარულში ყოფნაა.

განკურნება შაბათს, თავისი არსით, - ღვთის საქმის ნიმუშია. იესო ასწავლიდა მადლის შესახებ და ახდენდა სიყვარულის სასწაულებს მაშინაც, როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო. სიყვარული - კანონის აღსრულებაა. შაბათის განკურნება გამოწვევა იყო ფარისევლებისთვის, რომლებიც სიყვარულს განშორებულნი არიან.

ამიტომაც ყვირდონენ იუდეველები, „იესომ შაბათი დაარღვია! აღთქმა ინგრევა. ეს ადამიანი - კანონის მტერია, ერეტიკოსი, რომელმაც საკუთარი კანონები მოიგონა. ის საშიშია ჩვენი ერისთვის!“

ვერცერთი მათგანი ვერ ხედავდა ქრისტეს სიყვარულს ადამიანების მიმართ, ვერც მის გამარჯვებას დედამიწაზე. ისინი ბრმები იყვნენ. და დღესაც ადამიანები ამ მიზეზით ვერ ხედავენ იესოში საკუთარ ხსნას.

იუდეველები არ იყვნენ კეთილად განწყობილნი იმის გამოც, რომ მან ღმერთს მამა უწოდა. მათ თვალში ეს ერესი იყო. ისინი აპროტესტებდნენ: „ღმერთი ერთია; მას არ ყავს ძე“. როგორ შეუძლია იესოს მამა უწოდოს ღმერთს?

ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ არ ყავდათ სულიწმიდა და არ იცოდნენ წერილები, სადაც შეიძლება წავიკითხოთ ღმერთის მამობის შესახებ, ზოგიერთი წინასწარმეტყველის წიგნში. ღმერთი თავის ერს უწოდებდა „ჩემი შვილი“ (გამოსვლა 4:22; ოსია 11:1). და ხალხი უწოდებდა მას „მამას“ (მეორე რჯული 32:6; ფსალმუნი 102:13; ესაია 63:16; იერემია 3: 4, 19 და 31: 9). თავის მეფეზეც ამბობდა უფალი „ჩემი ძე“ 2 მეფეთა 7:14). მაგრამ ერცერთს არ ჰქონდა უფლება ძველი აღთქმის ხალხს, დაეძახათ ღმერთისთვის „მამა“. იუდეველებისთვის ეს იყო დაუშვებელი ღვთის გმობა და თავხედობად ითვლებოდა. მათ მოსეს წინასწარმეტყველება იცოდნენ, რომელიც მოიტანს საუკუნო სიცოცხლეს. და მათი სიძლვილი იესოსადმი ურწმუნოების დემონსტრირება იყო, რომ ის – მესიაა.

იესომ აუხსნა იუდეველებს, რომ აკეთებს იიგივეს, რასაც მამა, სიბრძნითა და სიყვარულით. მან დაარწმუნა ადამიანები, რომ ყველაფრის კეთება შეუძია, რასაც მამა აკეთებს. იუდეველები ამის გამო უფრო შოკირებულები იყვნენ. ყველა, ვინც საკუთარ თავს ღმერთამდე ამაღლებს და მას უტოლებს, განდევნილ უნდა იქნას. მათ შეიძულეს იესო და თვლიდნენ მას ერეტიკოსად, ვინც სიკვდილს იმსახურებდა.

იოანე 5:19-20
19 უთხრა მათ იესომ ამის პასუხად: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. 20 რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ“.

იესომ იუდეველებს სიძულვილზე, სიყვარულით უპასუხა და მათი მტრული გრძნობები უფლის საქმეებს დაუპირისპირა, რომელიც სიყვარულით კეთდება. დიახ, ძე აკეთებს იმსავე, რასაც მამა. იესო მარტო არაფერს აკეთებს. მისი სრულყოფილი ურთიერთობა მამასთან შეიძლება შევადაროთ, თუ როგორ უყურებ შვილი მამას, ხედავს მისი ხელების გაკეთებულ საქმეს, და სრული სიზუსტით ბაძავს მას. ამით იესომ დაიმდაბლა თავი, ქება დაუბრუნა ღმერთს, და განადიდად იგი. ასევე ვართ ჩვენც, დაე ვიყოთ არაიდეალური მსახურები, რომლებიც მოწოდებულები ვართ მამის სახელის განსადიდებლად, როგორც იესო აკეთებდა ამას.

თავმდაბლობისა და საკუტარი თავის უარყოფის წყალობით იესომ მიიღო ძალაუფლება ეკეთებინა ის, რასაც მამა აკეთებდა. სახელი, საქმეები და თვისება ეკუთვნის მასაც, როგორც მამას. ის არის ჭეშმარიტი და საუკუნო ღმერთი, რომელიც არსს, მოსიყვარულე და ღირსი დიდების. ქრისტეს, მამა ღმერთთან ერთობა ეჭვგარეშეა.

მამა ღმერთმა შეიყვარა ქრისტე იმის გამო, რომ ძე არაფერს უმალავს მამას. მამა უზიარებს თავის უფლებებს, გეგმებსა და საქმეებს ძეს. ამაში ჩანს სამების ერთობა და მათი ერთობის სიყვარული, რომლის მეშვეობითაც თითოეული ამ სამთაგანი, პიროვნულად ასრულებს თავის საქმეს. წმიდა სამება შრომობს გამუდმებით, რათა შეაჩეროს ომები, სისასტიკე და სიძულვილი ჩვენ სამყაროში. რამდენად დიდი სხვაობაა მისი სიყვარულით სავსე საქმეებსა და უმოქმედო კანონს შორის.

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით, რომ გამოგვიგზავნე შენი ძე. მისი საქმეების მეშვეობით დაგვანახე, ვინ ხარ შენ და რას აკეთებ. გაგვანთავისუფლე ყოველი კანონის საქმეებისგან, რათა ჩვენ სიყვარულის საქმეები ამოვირჩიოთ. დაგვეხმარე ვაღიაროთ და მოვინანიოთ ჩვენი უმართლო გზები. გთხოვთ მათთვის, ვინც სულიერად დაცემულია. დაე დაინახონ მათ შენი განმათავისუფლებელი ძალა სიყვარულისა, და საკუტარი მორჩილებით დაგექვემდებარონ შენ.

კითხვა:

  1. რატომ და რისთვის მოქმედებს მამა ძესთან ერთად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:21 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)