Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 189 (Jesus Questioned)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

4. მღვდელმთავრების და უხუცესების კითხვები (მათეიესო 21:23-27)


მათეიესო 21:24-27
24 მიუგო იესომ მათ პასუხად: "მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 25 საიდან იყო იოანეს ნათლობა - ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას? 26 თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე”. 27 მიუგეს იესოს პასუხად: "არ ვიცითო”. მანაც უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
(მათე 14:5)

ქრისტე ხვდებოდა თუ რა მახე დაუგეს მას მტრებმა. ის არ ჩქარობდა მათ კითხვებზე პასუხის გაცემას, მაგრამ მისცა მათ მობრუნების და აღიარების შესაძლებლობა, რომ ღმერთმა გამოგზავნა ნათლისმცემელი, რათა ქრისტესთვის გზა მოემზადებინა. იესოს ამ პასუხში ჩვენ ორ ჭეშმარიტებას ვხედავთ:

უპირველესად უნდა ავღნიშნოთ, რომ ქრისტე ღიად არ ასწავლიდა იმის შესახებ, რომ ის - ღვთის ძეა, თუმცა ამასთანავე ირიბად ადასტურებდა ამ ჭეშმარიტებას. ის არავის ახვევდა თავზე რწმენას, არამედ ელოდებოდა, როდის გაიზრდებოდნენ ადამიანები თავად და მიხვდებოდნენ, რომ ის არის ღვთის ძე. მას უნდოდა, რომ მათ დამაჯერებლად ეღიარებინათ მისი ღვთიურობა და მისულიყვნენ მასთან. ჩვენ კი ადამიანებს სულ სხვაგვარად ვექცევით. ჩვენ ვცდილობთ მრავალი ხერხით დავუმტკიცოთ ქრისტეს ღვთაებრიობა. ნაცვლად ამისა მათი ყურადღების გადატანა იესოს დიდებულ საქმეებზე და სიკეთეზე. დროთა განმავლობაში კი მათ გაუჩნდებათ კაცის ძისადმი რწმენა. მათ უნდა იგრძნონ, თუ როგორ აღადგენს იესო მკვდრებს, უყვარს ცოდვილები და პატიობს მტრებს. მათ უნდა მაღწიონ იმ რწმენამდე, რომ იესო განკაცებული ღმერთია.

მეორე კი ის უნდა ავღნიშნოთ, რომ ქრისტე თავის მტრებს აიძულებდა დაფიქრებულიყვნენ. ის ცდილობდა მათ მომზადებას მონანიებისთვის, რათა მიეტოვებინათ ცრუ მტკიცებულებები და სხვების განსჯა. მათ, რომ ეღიარებინათ იოანეს ნათლობა ღვთისმიერი იყო, შეძლებდნენ ეღიარებინათ თავიანთი ცოდვები და მოენანიებინათ. თუმცა თავს ღვთისმოსავებად მიიჩნევდნენ და არ იყვნენ მზად იესოს დამორჩილებოდნენ. გული ჰქონდათ გაქვავებული, ბრაზობდნენ იესოზე და ვერ იტანდნენ კიდეც მას.

ქრისტეს მტრებს, რომ ეღიარებინათ იოანეს ნათლობა, ხალხის რწმენას დაკარგავდნენ. ადამიანი, რომელიც არ ღებულობს სწავლებას, იცის რა რომ ის ღმერთისგან არის, უდიდეს დანაშაულს ჩადის. ამის გამო მრავალი არის ცოდვის ქსელში გაბმული. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტეს და არ ღებულობდნენ იმ აშკარა ჭეშმარიტებას, რომელიც იყო. ამით მათ უკუაგდეს ღვთის შუქი, არ მიიღეს იოანეს ნათლობა და ვერანაირი გამართლება ვერ შეინარჩუნეს.

მათ შეეშინდათ ეთქვათ, რომ იოანეს ნათლობა იყო ადამიანური, რადგან ამ შემთხვევაში მათ ხალხი წინ აღუდგებოდა. მღვდელმთავრებს და ხუცესებს ეშინოდათ უბრალო ერის და მათი სინდისი სუფთა არ იყო, თუმცა გულში დიდ ბოღმას ატარებდნენ. ხელისუფლება ძალიან დამცირდა ერის თვალში და აღსრულდა წერილი, რომელშიც წერია ,, მეც დავუშვი შეურაცხყოფა და დამცირება ყველა ხალხთაგან“(მალაქია 2:8-9). მათ რომ შეენარჩუნებინათ ერთგულება და ჭეშმარიტება და შეესრულებინათ საკუთარი მოვალეობა, შეინახავდნენ თავიანთ ძალაუფლებას და არ შეეშინდებოდათ ხალხის. ვინც გამიზნულად ცდილობს სხვა ადამიანებში შიშის ჩათესვას, ის თავად ვარდება შიშში ადამიანების მიმართ.

ამიტომ იუდეველთა საბჭოს დელეგაციამ გადაწყვიტა თავი მოეკატუნებინა, თითქოს არ იცის საიდან მოდის იოანე ნათლისმცემლის ნათლობა. ადამიანთა თვალში ეს სამარცხვინო წარუმატებლობა იყო და ამ კამათის მოწმეებმა დასცინეს თავიანთ წინამძღოლებს.

იესომ დაიჭირა მათი უწყება, რომელიც მათ მოამზადეს მისთვის. მან მაინც არ უპასუხა მათ, თავისი ღვთაებრიობისა და ძალაუფლების შესახებ იმიტომ, რომ 1) მათ არ სჯეროდათ მისი; 2) ჯერ არ დამდგარიყო მისი დრო, როცა უნდა გამოვლინდეს მისი სრული დიდება, ერთ გადამწყვეტ საქციელში, რომელიც მისი მტრების თვალწინ მოხდებოდა.

ლოცვა: ზეციერო მამაო, შენ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ. შენ საკუთარი ძალაუფლება მიეცი შენს ძეს და მან გვიხსნა და გაგვწმინდა. ჩვენ თაყვანსგცემთ, რადგან სიყვარულით, წყალობით და სიკეთით სავსე ღმერთი ხარ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გამოგვისყიდე ცოდვისგან შენი კრავის სისხლით და სულიწმიდით გაგვწმინდე. გთხოვთ, გაანთავისუფლე ჩვენს გარშემო ურწმუნოები თავიანთი ურჯულოებისაგან. დაე ირწმუნონ მათ, რომ შენ ხარ ყოვლისშემძლე მამა.

კითხვა:

  1. რატომ არ გასცა იესომ იუდევლურ დელეგაცია ნათელი პასუხი, საკუთარ ძალაუფლებაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:03 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)