Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 188 (Jesus Questioned)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

4. მღვდელმთავრების და უხუცესების კითხვები (მათეიესო 21:23-27)


მათეიესო 21:23
23 ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
(მარკოზი 11:27-33; ლუკა 20:1-8; იოანე 2:18; საქმეები 4:7)

რელიგიური წარმომადგენლები აღშფოთებით აღივსნენ, როდესაც ქრისტემ ტაძარი გაწმიდა. დაიწყეს შეთქმულება იმაზე, თუ როგორ უნდა შეეპროთ იგი. ამ დროს ქრისტემ გარკად გამოიძინა და მომდევნო დღეს, ღიად დაიწყო ტაძარში სწავლება, ადამიანების და მტრების წინაშე.

იესოს მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ მთვდელმთავრები და ხუცესები. მღვდელმთავრები დგენდნენ რელიგიურ სასამართლოს და წყვეტდნენ რჯულისა და კანონების ყველა საკითხს. ხოლო ხუცესები წარმოადგენდნენ სამოქალაქო სასამართლოს, რომლებიც სამოქალაქო საკითხებს წყვეტდნენ (2 ნეშტშა 19:5, 7, 11). ეს ორი ჯგუფი გაერთიანდა, რათა თავს დასხმოდა ქრისტეს. როგორი საწყენია, რომ რელიგიური და სახელმწიფო ძალაუფლებები, რომლებიც წესით სამეფოს მისიის გვერდზე უნდა ყოფილიყვნენს, სინამდვილეში ეწინააღდმეგებოდნენ მას. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ აწუხებდნენ ისინი ქრისტეს, როდესაც ,,ის ასწავლიდა“. მათ არ სურდათ მისი სწავლების მიღება და სხვებსაც ხელს უშლიდნენ. შემდგომ მოვიდა ოფიციალური დელეგაცია უმაღლესი საბჭოდან. მათ დაიწყეს ქრისტეს დაკითხვა, თუ საიდან ჰქონდა მას ეს ძალაუფლება. ისინი გრძნობდნენ მის უსაზღვრო ძალას და ვერ უარყოფდნენ, მის დიდებულ სასწაულებს, თუმცა ვერ იგებდნენ საიდან ჰქონდა მას ეს ძალაუფლება, რადგან ღვთის სულისგან არ იყვნენ შობილნი. მათ ქრისტე ძალიან ავიწროვებდა. ისინი კი ბრალს დებდნენ თითქოს მასში ეშმაკეული იყო და არ ეხმაურებოდნენ მის მოწოდებას. ბევრი ვერ ხვდებოდა, რომ ქრისტე - ღვთის ძეა ხორცში და რომ მას აქვს მიცემული ყოველგვარი ძალაუფლება ზეცასა და მიწაზე.

მრავალი იუდეველი ვერ ხვდებოდა იმის არსს, თუ როგორ კურნავდა ავადმყოფებს, აღადგენდა მკვდრებს და დევნიდა ეშმაკეულებს. მათ გაიქვავეს გულები და ქრისტეს სიტყვებს აღარ იღებდნენ. ვინც არ აღიარებს ქრისტეს სიტყვებს ის ცოდვებში მკვდარი რჩება.

ქრისტეს ძალაუფლება ჩვენს სამყაროში მოცემულ ყველა ძალაუფლებაზე მაღლა დგას. ვისაც სწამს მისი სიყვარულის ძალის, ის განიცდის ზეციდან შობას და აღორძინებას. ქრისტეს სიტყვები დღესაც ამსხვრევს ცოდვის ყველაზე ძლიერ ჯაჭვსაც და დევნის ყველანაირ ეშმაკეულს. ღმერთს დიდება! ჯერ კიდევ არსებობს იმედი ჩვენს სამყაროში. ქრისტე მოქმედებს ჩვენს შორის ისევე, როგორც მისი დედამიწაზე ყოფნის დროს იყო.

ქრისტეს ძალაუფლება მისი მორწმუნეებისთვის დაფარული არ არის, ვინაიდან მათ იციან, რომ ის ღვთიური სიყვარულის წყაროა. ქრისტე არ არის სასტიკი მმართველი. ის არ ავლენს თავის დიდებულებას იმისთვის, რომ გაგვანადგუროს. ის კეთილი და მოწყალე ნუგეშისმცემელია. ჩვენ ვხედავდით მასში თვისებებს, როდესაც ავლენდა თავის ძალას, რათა გადაერჩინა ღარიბები და გაჭირვებულები. გახსენი შენი სული და გონება ქრისტეს ძალაუფლებისთვის და შენ შეიცვლები და შეძლებ დატოვო ცოდვის გზები.

ყველას ვისაც აქვს სულიერი ძალაუფლება შეუძლია დასვას ასეთი კითხვა: ,,ვინ მოგვცა ეს ძალაუფლება?“ თუკი ადამიანი ნათლად ვერ ხედავს თავის სინდისში საკუთარი ძალაუფლების წყაროს, ის ვერ დაიმედდება წარმატებაზე. ვინც თავისით გარბის და არ ემორჩიელბა ძალაუფლებას, ის მოკლებულია კურთხევას (იერემია 23:21-22).

ლოცვა: ყოვლისშემძლე ქრისტე, მადლობას გიხდით, რომ შენმა ზეციერმა მამამ მოგცა თავისი ძალაუფლება ზეცასა და მიწაზე. შენ გაქვს ხელთ ჯოჯოხეთის და სიკვდილის გასაღები. ჩვენ ვხარობთ და ვწყნარდებით იმის გამო, რომ სამყაროში არ არსებობს მეტი ძალაუფლება ვიდრე შენ. ჩვენ გვწამს შენი სიყვარულის და ვღებულობთ შენს სულს, რათა ვილოცოთ ჩვენი მეგობრებისა და მეზობლების გადარჩენისთვის. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მტრების გადარჩენას და გვსურს, რომ ისინი შეიცვალონ, განახლდნენ გულით და სამუდამოდ ცხოვრობდნენ შენში და შენთვის. ამინ!

კითხვა:

  1. რატომ აყენებდნენ იესოს ძალაუფლებას ეჭვქვეშ, ხალხის ხელმძღვანელთა დელეგაცია?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)