Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 173 (Abstention from Marriage)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

3. დაუქორწინებელის მსახურება (მათეიესო 19:10-12)


მათეიესო 19:10-12
10 უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”. 11 უთხრა მათ: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. 12 ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.
(1 კორინთელთა 7:7)

მოწაფეები შეშინდნენ ქრისტეს სიტყვების გამო სიწმინდესა და პასუხისმგებლობაზე ქორწინებაში. იფიქრეს, რომ უმჯობესია არ დაქორწინდნენ. იესო არ რთავდა ქმარს ნებას, რომ მოპყრობოდა ცოლს, როგორც მას სურდა, არამედ ითხოვდა მისგან ერთგულებას, მოთმინებას, სიბრძნეს და სიყვარულს. ქორწინება მოითხოვს ადამიანისგან პასუხისმგებლობას, მოთმინებას და მსხვერპლს და არ იძლევა გაყრის უფლებას.

იესომ დაანახა მათ, რომ შეეძლოთ აერჩიათ უცოლობა. მაგრამ არა იმიტომ, რომ მათთვის ქორწინების პასუხისმგებლობა აერიდებინა, არამედ იმისთვის, რომ მსახურება შეძლებოდათ. ვინც ქორწინებაში არაა, არაფრით ნაკლებად წმინდა არაა, ვიდრე ის ვინც არის, რადგან ორივე ქრისტეს პატიებითა და გამართლებით ცხოვრობს. მაგრამ თუ კი ვინმე თავისი მხსნელისადმი სიყვარულში გრძნობს უცოლობის მოწოდებას, დაე გამოსცადოს თავის თავი, ნუთუ მართლა უნდა თავი მიუძღვნას სულიწმინდის ისეთ მორჩილებას და მოსმენას, რომ ხორცისაგან ცდუნებაში არ ჩავარდეს. იოანე ნათლისმცემელმა და პავლემ აირჩიეს უცოლოდ ყოფნა, რადგანა რა საკუთარი თავისთვის ცხოვრობდნენ, არამედ თავისი სხეულები ცოცხალ მსხვერპლად წარუდგინეს ღმერთს. ბუნებრივი კანონი გვეუბნება, რომ ვიქორწინოთ და ვიყოთ პატიებაში, პატივისცემასა და მსახურებაში, დავეყრდნობით რა უფლის ძალას და სიყვარულს.

ქრისტემ ნება დართო მოწაფეებს უცოლობაზე, მათი პასუხის გამო: „უმჯობესია არ ვიქორწინოთ“ და ეს არ ჟღერდა, როგორც დასტური მათ პროტესტზე, როდესაც მოისმინეს რომ განქორწინება არ შეიძლება, არამედ დართო ნება მათ მოწოდებას, რადგან მათ ჰქონდათ უნდარი თავი შეეკავებინათ ხორციელი სიამოვნებებისგან და ამიტომაც უკეთესი იყო უცოლოები ყოფილიყვნენ. დაუქორწინებლებს აქვთ მეტი საშუალება იზრუნონ იმაზე, რაც „ღმერთისაა, რათა აამონ მას“ ( 1კორინთელთა 7:32), რადგან ნაკლებად აქვთ წუთისოფლის საზრუნავი. ძალიან დიდი დრო აქვთ მიუძღვნან ღმერთს თავიანთი დრო და ნააზრევი. მადლის გამრავლება და გაზრდა უკეთესია, ვიდრე ოჯახის ზრდა. ურთიერთობა მამასთან, ძესთანდ ა სულიწმინდასთან ყველა სხვა ურთიერთობებს აჭარბებს.

ქრისტეს მავნებლობად მიაჩნდა ქორწინების აკრძალვა, რადგან „ყველა ვერ ჩწვდება ამ სიტყვებს“. სინამდვილეში ძალიან ცოტას თუ შეუძლია ეს, ამიტომაც ქორწინება უნდა აღიარებულიქნას. „ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ“ (1 კორინთელთა 7:9).

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ მთელი ცხოვრება უცოლოდ გაატარე, იყავი თავშეკავებაში და მრავალთა გამოსასყიდად გაიღე შენი თავი. გვაპატიე ყველა უწმინდური აზრი და ვნებებისადმი სიყვარული. შეგვაყვარე სისუფთავე და მოგვამზადე კეთილსინდისიერი ქორწინებისთვის, რათა შენი სისხლით განწმნდილები ვიყოთ, ვემსახუროთ ერთმანეთს სიხარულით, არასდროს დავკარგოთ სიყვარული და არასდროს განვშორდეთ ერთმანეთს. შეინახე და დაიცავი შენი სიყვარულის ძალაში ყველა ქოწინება, რომელიც შენი სახელით შედგა!

კითხვა:

  1. ცათა სამეფოს მსახურებისთვის, რა აზრი აქვს დაუქორწინებლად ყოფნას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 03:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)