Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)
e) მოწაფეები შაბათ დღეს აგროვებენ თავთავებს (მათეიესო 12:1-8)მათეიესო 12:1-8 ქრისტეს მოწაფეებს მოშივდათ, რადგანაც ღარიბები იყვნენ. ისინი ევედრებოდნენ მამას: ,,პური ჩვენი არსობისა, მოგვეცი ჩვენ დღეს“ და ენდობოდნენ ღმერთს და მის ყოველდღიურ ზრუნვას. ელოდებოდნენ რა ღმერთის ნიჭებს და იწყეს ხორბლის მოგროვება. ეს ქურდობად არ ითვლებოდა, რადგანაც ძველი აღთქმის რჯული ღიად აძლევდა მშიერ ადამიანს უფლებას მოეწყვიტა და შეეჭამა. ქურდობად ითვლებოდა მათი შეგროვება, რაიმე ჭურჭელში. ახალ აღთქმისეულად კი სჯობს სხვის სიკეთეს არ გაეკარო. ფარისევლები წუწუნებდნენ მოწაფეებზე არა იმის გამო, რომ ისინი ხორბალს აგროვებდნენ, არამედ იმაზე, რომ შაბათს ხდებოდა. მათ წარმოდგენაში ხორბლის მოგროვება სამუშაო იყო, შესაბამისად კი შაბათის დღის დარღვევა, რაც სიკვდილით ისჯებოდა. შაბათის დაცვა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო უფალთან დადებული აღთქმიდან, რომელმაც გამოარჩია ისინი სხვა ერებს. მაგრამ ქრისტემ თავისი სიბრძნით აუხსნა მათ დავითისა და მღვდლის მაგალითზე, რომ ღმერთის სიყვარულის მცნება აღემატება შაბათის მცნებას. მან თავისი მოწაფეები შეადარა მღვდლებს და მეფეებს, რადგანაც ეს არაფრის მქონე მამაკაცები, ღმერთისთვის სულით მეფეები და მღვდლები იყვნენ. ისინი ასევე მიეკუთვნებოდნენ ახალ აღთქმას, რომელიც ძველი აღთქმის დადგენილებებს არ ჰგავდა. ამიტომაც უწოდა ქრისტემ თავის თავს შაბათის უფალი, რადგან მან მოიტანა ახალი მცნება - სიყვარულის მცნება. ზეციერი კანონმცოდნე გვასწავლის იმ კანონს, რომ ადამიანი მართლდება არა მცნებების დაცვით, არამედ მხოლოდ ღმერთის კრავის სისხლის მადლით. ქრისტეს სწავლებები გვწმენდს, რათა ვიმსახუროთ სიხარულითადა სიყვარულით, შაბათ დღესაც კი. მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ქრისტიანები მკვდარი ასოებით არ არიან შეკრულები არის ის, რომ ისინი შაბათ დღეს არ იცავენ კვირას. კვირა ეს დღეა, როდესაც ქრისტე აღდგა სამარხიდან და დაამარცხა სიკვდილი. კვირა დღე ღვთაებრივი სიცოცხლის სიმბოლოა. ასევე დადგენილი კანონებისგან გვანთავისუფლებს. ვიცით, რომ არც შაბათის დაცვა მოგვცემს გამართლებას და არც კვირის, რადგან წყეულია ყველა, ვინც ცდილობს ამ კანონებით გამართლდეს; ხოლო ის, ვინც მჭიდროდ მიეკრობა ღმერთის სულს და ქრისტეს, იცოცხლებს და ყოველ დღე განიწმინდება. ქრისტიანობაში წმიდა დღეები კი არა, თავად მორწმუნეები უნდა იყვნენ წმინდა. ქრისტე არ წმენდს თვეებსა და დროებს. ის თავის მიმდევრებს წმენდს, რათა შეძლონ წმინდა ცხოვრებით იცხოვრონ არა მხოლოდ შაბათს ან კვირას, არამედ მთელი კვირის მანძილზე. ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით მთელი გულით იმისთვის, რომ გვწმენდ და გვანთავისუფლებ ფორმალური თაყვანისცემისაგან. დიდება შენ იმისთვის, რომ ყოველ დღე ხარ ჩვენთან და ჩვენ საქმეებში. აავსე ჩვენი ცხოვრების საათები შენი სიყვარულით. დაგვეხმარე შენი ძის აღდგომის ძალით ვიცხოვროთ, რათა გამუდმებით განახლებული ცხოვრებით ვცხოვრობდეთ! ამინ. კითვა:
|