Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 005 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:1
1 იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაჰამის ძისა.

იუდეველები პატივს მიაგებენ აბრაამს იმისთვის, რომ მისგან დაიწყო ღმერთთან ურთიერთობის ისტორია, ცალკეული ადამიანების ჯგუგისთვის. უფალმა აბრაამს მოუწოდა დაეტოვებინა თავისი სამშობლო, შუამდინარეთი. უბრძანა გამოსულიყო საკუთარი ცივილიზაციიდან და მიეტოვებინა მეგობრები. აბრაამი კიდობანად აქცია, რომელსაც სამშობლო არ ჰქონდა. აბრაამა უპასუხა უფლის მოწოდების ხმის ხელმძღვანელობას და ყველა მორწმუნისთვის მაგალითად იქცა. ღმერთი დასაწყისშივე დაპირდა რჩეულს, რომ მის შთამომავლობას დიდ და მრავალრიცხოვან ერად აქცევდა, როგორც ვარსკვლავები ცაზე და ქვიშა ზღვაზე და რომ მასში იკურთხება ყველა ერი (დაბადება 12:2,7; 13:16; 15:5, 18),

იმისდამიუხედავად, რომ აბრაამი არ ფლობდა ამ მიწებს და არ ჰყავდა ძე, სწამდა უფლის აღთქმის. ამგვარად იქცა აბრაამი ყველა მორწმუნის მამად.

და თუმც სწამდა და სჯეროდა ღმერთის ცდუნებაში ჩავარდა. იმის ნაცვლად, რომ დალოდებოდა ღმერთი როდის მისცემდა შვილს, აბრაამა იჩქარა და თავისი ცოლის მხევალთან აგარასთან დაწვა, რომელმაც მას ძე უშვა, ისმაილი. აბრაამის ეს ნაჩქარები მოქმედება ბევრი ტკივილის და ტანჯვის მომტანი იყო მომავალი თაობისთვის.

13 წლიანი სიჩუმის შემდეგ ღმერთი დაელაპარაკა აბრაამს. ის უკვე 99 წლის მოხუცი იყო, როდესაც ღმერთმა აღთქმა დაუდო. მისცა მას წინადაცვეთის ნიშანი და კვლავ დაპირდა რჩეული შვილის მიცემას, მისი ასაკის მიუხედავად. აბრაამი ერწმუნა ღმერთს და მისი დაპირებაც ჭეშმარიტებად მიიღო. მაშინ შემომქმედმა სარას უნაყოფო საშოში ნანატრი ძე ჩასახა ისააკი. აბრაამსა და ღმერთს შორის იმდენად ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ ღმერთმა მიიღო მისი შუამდგომლობა სოდომისა და გომორის მცხოვრებებზე და აბრაამს ,,ღმერთის მეგობარი“ ეწოდა. ღმერთმა გამოსცადა აბრაამი, მორწმუნეების მამა. მან უბრძანა მსხვერპლად საკუთარი ძე ისააკი მოეტანა, რათა დაენახა უყვარდა თუ არა აბრაამს ძე, ღმერთზე მეტად. ერთგულმა აბრაამა კი ღმერთის ხმა ისმინა და მისდამი სიყვარულის გამო მოემზადა ამ მსხვერპლის მისაცემად. ასე გახდა აბრაამი ღმერთის მსგავსი, რომელმაც ჩვენი სიყვარულის გამო არ დაზოგა თავისი ძე და გადაგვარჩინა. მაშინ ღმერთმა დაიფიცა, რომ შეინახავდა აბრაამის ერთგულებას და მის თესლში იკურთხებოდა მთელი მსოფლიო (დაბადება 22:12,16; ყურანი 37:102:114).

მოციქული პავლე ასწავლიდა, რომ გამოთქმა ,,აბრაამის თესლი“ ნიშნავს ერთ ადამიანს და შესაბამისად ეკუთვნის მხოლოდ ქრისტეს (გალატელთა 3:16), რადგან ერები კურთხეულები არიან ღმერთში. თუმცა მაშინ როდესაც მახარობელმა მათემ თავის სახარებაში დაწერა, რომ იესო არის ,,აბრაამის ძე“, იუდეველთა უმეტესობამ უარყვეს და ჯვარს აცვეს ის ძე, ვისაც ეს აღთქმა ეკუთვნოდა. მათე თავისი სახარების პირველივე სტროფში ამოწმებდა იმის შესახებ, რომ აბრაამის შთამომავლობასთან და ყველა ჩვენგანთან კურთხევა მოდის, ღმერთის რჩეულის იესოს მეშვეობით. აღთქმა ეკუთვნის მას და ჩვენ, ძვირფასო მკითხველო ღვთის კურთხევას სრულად ვიღებთ, მხოლოდ მისი მეშვეობით.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ წმინდაო, ვინაიდან არაფრის შემძლე ადამიანებს ირჩევ. არ ირჩევ მათ სიკეთის გამო არც რწმენის, არამედ შენი მადლისა და წყალობის გამო. დაგვეხმარე მოვიპოვოთ ცოცხალი რწმენა და მივიღოთ შენი რჩეულობა, რათა ვიყოთ აბრაამის სულიერი შვილები იმ კურთხევების მონაწილე, რომელიც შენ ძე იესოში მოგვეცი.

კითხვა:

  1. როგორ არის იესო აბრაამის ძეც?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)