Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 023 (The two sons of Abraham represent those who are born according to the flesh and are slaves of the law, and those born of the Spirit according to the promise of God)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

7. აბრაამის ორი ძე, მაგალითები ხორცისგან რჯულის და სულისგან უფლის აღთქმის შობის (გალატელთა 4:21-31)


გალატელთა 4:26-28
26 ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა. 27 რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”. 28 და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.

ძველი აღთქმა ყველა მისი მიმზიდველი დადგენილებებით არ არის ერთადერთი აღთქმა ჩვენ სამყაროში! რჯული არ არის სახარება! სახარებაში იესო გვიხმობს უფლის შვილობის თავისუფლებისკენ! ჩვენი მოქალაქეობა - ზეცაშია და არა მიწაზე და ამ ჩვენი შვილობის ძირითადი კანონი არ არის მიწიური, არც ადამიანური, არამედ დაკავშირებულია იმ სამეფოს მეფესთან, რომელიც დადგება ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მოსვლით! პავლე გალატელების ყურადღებას მიწიური იერუსალიმიდან ზეციურზე აპყრობს, სადაც ღმერთია, მამა, ძე და სულიწმიდა უამრავ შვილთან ერთად. იმ სულიერი ცენტრიდან მოდის უფლის ძალა. რჯულისგან კი არ ვიშვით მაღლიდან, არამედ უფლისგან, ჩვენი მამისგან. პირველი ეკლესია უყურებდა ზეციურ იერუსალიმს, როგორც კეთილ დედას და ამაში მათ დღეს ძალიან ჩამოვრჩებით (ებრაელები 1:1,10; 12:22; 13:14; გამოცხ 21:2; ფილიპელები 3:20). პავლე ეუბნებოდა გალატელებს: „დატოვეთ მიწიური იერუსალიმი, რადგან მისგან მხოლოდ მონობას და სიკვდილს ღებულობთ; ისწრაფეთ ზეციური იერუსალიმისკენ, ღმერთის სულიერი ცენტრისკენ და მოელოდეთ მისგან მადლს“!

ამაყი იერუსალიმი დაინგრა იესოს დროს და მასთან ერთად დაინგრა სამღვდელოებაც, იმ დროისთვის იესოს იესოს კრებული გაიზარდა და ყველგან იკრიბებოდნენ მისი სახელით მსოფლიოს მასშტაბით, ბოლოს კი ერად იქცნენ. თავისი არსით, აღთქმა არ ეკუთვნის დიდ ორგანიზაციებს, არც რელიგიებს ან ეკლესიებს, არამედ უცმირესობაში მყოფ მცირე კებულებს, რომლებიც გამუდმებით ლოცულობენ, სწამთ იმ უფლის აღთქმის, რომ ის თავისი სულით მრავალ კანონიერ შვილს წარმოშობს. არუყუროთ რამდენად მცირეა თქვენი კრებული, არამედ უმზირეთ უფალს და ელოდეთ მისგან გამოღვიძებას. გწამდეს ის, რაზეც ლოცულობ. შენი რწმენა გიხსნის შენ და სხვებსაც, ვისზეც ზრუნავ.

გალატელთა 4:29-31
29 მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც. 30 თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!” 31 ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!

ხარ თუ არა სულისგან შობილი? ხარ გაკვირვებული თუ არა იმით, რომ რჯულის შვილები დაგცინიან და გდევნიან? ამაში გასაკვირი არაფერია, მონობის სული გამუდმებით ეწინააღმდეგება მალის სულს! ვინც დაიმედებულია თავის ხორციელ ძალებზე და სწამს გონებრივი შესაძლებლობების, ის ვერ იტანს ამღიარებელს, რომელიც ამბობს, რომ სუსტია და სჭირდება უფლის ხელმძღვანელობა, რადგან ადამიანური ბუნება წინ აღუდგება ხოლმე ღვთიურს. ქრისტე ნეტარს უწოდებს მისი სახელისთვის დევნილთ, რადგან მათი უბედურება მოწმობს მათში მყოფ ღვთის სულზე - სულიწმიდაზე!

პავლე ეუბნებოდა გალატელებს, რომ ელოდებოდა მათ მდევნელებს ბოლოს: ისინი დაკარგავენ მადლს. აგარის მსგავსად, რომელიც ვერ დამკვიდრდა თავისუფალ ხალხში მისი შვილის მიმართ სიძულვილის გამო, ასე დევნიან უფლის ანგელოზები მეკანონეებს, რომლებიც ავიწროებენ მადლით თავისუფალ ხალხს და აბრკოლებენ მათ ზეციური მემკვიდრეობის მიღებაში.

ამ ხსნის ისტორიის განხილვის ბოლოს, მოციქული მიმართავს გალატელებს, როგორც „ძმებს“, თუმცა ისინი აბრაამის შტოდან არ იყვნენ. მაგრამ მათ ირწმუნეს ქრისტე და განთავისუფლდნენ ცოდვისგან, იშვნენ უფლისგან ახალი აღთქმის მიხედვით და მიიღეს ღვთიური მემკვიდრეობა. პავლე აფრთხილებდა მათ, რომ ისევ არ დაბრუნებოდნენ რჯულს და მოუწოდებდა სახარების პრივილეგიაში მტკიცედ დგომას.

ლოცვა: განგადიებთ შენ, უფალო იესო, რათა გაგვანთავისუფლე რჯულის მოთხოვნებისგან, საუკუნო განკითხვისგან ბოლო სასამართლოს შემდეგ, სახარების სულით აღგვაღორძინე და ცოდვის მონობისგან გაგვანთავისუფლე, გაგვხადე რა ღვთის მემკვიდრეები.არ ვიმსახურებთ ასეთ მადლს, მაგრამ უსასყიდლოდ მოგვეცი და ვხარობთ ამით, ვასწავლით ხალხს არ დაეყრდნონ საკუთარ თავებს არამედ შენთან მოვიდნენ და შენ სამეფოში შემოვიდნენ, მყარად ეჭიროთ რა შენი წყალობა. დაგვიცავი, რათა არ განვუდგეთ შენ მადლს, არ ვაქოთ საკუთარი თავები, რადგან შენ ხარ ჩვენი თავისუფლების გარანტი, შენი სიკვდილით ჯვარზე გაგვხადე საბოლოოდ სრულყოფილები. ამინ!

კითხვა:

  1. რატომ ვართ თავისუფლები? და რა მიზანი აქვს ჩვენ სულიერ თავისუფლებას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on October 30, 2023, at 01:25 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)