Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 062 (Herod’s Rage and Death)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

13. ჰეროდეს განრისხება და მისი სიკვდილი (საქმეები 12:18-25)


საქმეები 12:18-25
18 გამთენიისას ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა, პეტრე რა იქნაო? 19 ჰეროდემ ეძება და ვერ მიაგნო. ბოლოს მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ყველანი დაეხოცათ. მერე იუდეიდან კესარიაში წავიდა და იქ დარჩა. 20 ჰეროდე გაბრაზებული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს მეფის მესაწოლე ბლასტონი და მშვიდობა ითხოვეს, რადგან ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა მათი ქვეყანა. 21 დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა. 22 ხალხი კი ღაღადებდა: "ღმერთის ხმაა და არა კაცისა”. 23 მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა. 24 უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა. 25 ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი მსახურება, იერუსალიმიდან უკან გაბრუნდნენ და თან წაიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.

თუ მეფეებს არ ეშინიათ ღმერთის, ისინი ბოროტდებიან. ისინი ჩქარობენ უპატივცემულობიდან შიშამდე, არიან მრისხანენი და თვითნებები. არანაირ ქმნილებას არ აქვს უფლება იბატონოს სხვებზე. ვინც არ იდრიკება თავისი შემოქმედის წინაშე, ის ვერ უხელმძღვანელებს სხვებს. ისინი მეტად ამპარტავანნი ხდებიან და ბოლოს კრახს განიცდიან.

ჩვენ ვკითხულობთ, რომ ჰეროდეს უნდოდა ომით მისულიყო ფინიკის ქალაქებთან, რადგან მის ნება-სურვილზე არ დადიოდნენ. ფინიკიელების ქვეყანაც რომაული მმართველობის ქვეშ იყო და ფორმალურად ომს ვერ გამოუცხადებდა. ამიტომაც დევნა და წამება დაუწყო ფინიკიელების ბავშვებს, რომლებიც მის ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მან ორ რეგიონსშორის ურთიერთობა გაართულა და იქ მცხოვრებთ დიდ გადასახადები დაუწსა. თუმცა ფინიკიელი მოვაჭრეები კარგად აზროვნებდნენ. მათ არა მეფეს, არამედ მის მინისტრს მიმართეს, მოიწყიდეს ის, რათა გაეადვილებინა ყოფა და მმართველის დამორჩილება შესძლებოდა. რა ფასადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ურთიერთობები ქვეყნებსშორის უნდა აღედგინათ.

საბოლოოდ მეფე დათანხმდა ურთიერთობების აღდგინებაზე. ამისდამიუხედავად მან კარგი გაკვეთილი უჩვენა ფინიკიელ დელეგაციას, რათა დაენახათ, რომ ის არის მეფე. კლავდიას დაბადების დღის აღსანიშნავად, ჰეროდემ ბრძანება გასცა ქვეყანაში, რომ აღენიშნათ ეს ფაქტი. ის ითხოვდა, რომ ფინიკიის დელეგაცია ამ მოვლენის მეორე დღეს დასწრებოდა, ეს საზეიმო დღეები გრძელდებოდა ერთი კვირა, სადაც შედიოდა სისხლისღვრის თამაშები, იწყებდნენ პატიმრებით, მკვლელი მეომრებისაგან და ლომებით მთავრდებოდა. დელეგაციის წევრები ჩამოვიდნენ ცორიდან და სოდომიდან, სპორტულ ქალაქში, კესარიაში. მეფე თავის ტახტზე იჯდა პომპეზურად ჩაცმული, რომელიც მზეს ირეკლავდა და მაყურებელს თვალს ჭრიდა მეფის ყურებისას. მის შემხედვარე ხალხს შიში იპყრობდა, რადგან ზეციდან ჩამოსულ ანგელოზს ჰგავდა.

ასეთი მეფური სანახაობისგან ხალხი ყვიროდა და ტაშს უკრავდა. ზოგი მეფეს ღმერთს ეძახდა. უეცრად მეფემ ტკივილი იგრძნო მუცლის არეში. მოსამსახურეებს მისი უკან, სასახლეში დაბრუნება მოუწიათ, სადაც ის შინაგანი ორგანოების ტკივილით იტანჯებოდა. ხუთ დღეში გარდაიცვალა 54 წლის ასაკში. ჩვენთვის ცნობილია ექიმი ლუკასგან, რომ მატლებმა მისი სხეული შიგნიდან გაანადგურა და ფაქტობრივად ცოცხლად შეჭამეს.

ღმერთი უთმობს გარკვეული დროის მონაკვეთს ხელისუფალთ, რა მონაკვეთშიც ისინი სჩადიან ყოველივეს, რაც სურთ. ხოლო ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ღმერთზე ამაღლება, დიდხანს ვერ ცოცხლობენ. გადარჩენი ადამიანისგან არაა, როგორც ჰიტლერი ამტკიცებდა, მხედველობაში ჰქონდა რა საკუთარი თავი, არამედ ღმერთისგან. ვინც პატივს არ მიაგებს და არ აღიარებს თავის უფალს, ეშმაკისგანაა.

ბოლო დროს, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მსოფლიო მმართველი წამოდგება. ის დაჯდება ტაძარში და თავს ღმერთად და ქრისტედ გამოაცხადებს. ის დიდებულ სასწაულებს მოახდენს, ძალით მოიზიდავს ერებს და კონტინენტებს, ასევე დაიცავს მშვიდობას. ხალხი ტაშს დაუკრავს მას, მიაგებენ ქებას, რადგან ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უწესრიგობას და მსოფლიოში ომს.

ძირფასო ძმაო, არ მოტყუვდე. თავი შორს დაიჭირე მისგან, რადგან თავისი სიამაყით ის უფალს შებილწავს. დევნას მოახდენს ქრისტეს მიმდევრებზე. ფხიზლად იყავი და არ დაუჯერო იმ მატყუარას, რომელიც მოინდომებს უფლის დიდების მითვისებას.

დედამიწაზე ამ მღელვარების მიუხედავად, სახარება სუფთა წყაროსავით მიედინება. ზოგი ადამიანი მანდედან სიცოცხლის წყალს სვამს, მაშინ როდესაც სხვები ქვას ისვრიან მასში. თუმცა არავის შეუძლია ქრისტეს სახარების ხსნის გაჩერება ან დაბრკოლება, ვინაიდან ღმერთის სიტყვისთვის ბადეები არ არსებობს!

მორწმუნეთა რიცხვი ყოველთვის იზრდება; სახარება სრულდება მორწმუნეების საქციელებში. მათი მოწმობა მათსავე სიტყვებსა და ლოცვებშია. მათი მადლიერება სულ უფრო და უფრო იზრდება და ვრცელდება. ჩვენთვის სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ იესოს შესახებ უწყება ვრცელდება მთელ ქვეყნიერებაზე დამოწმებების, სწავლების, გნმარტებების, ლოცვის, მოთმინებისა და სხვა მსხვერპლების მეშვეობით. მადლობას ვუხდით უფალ იესოს, რომ მოგვცა შესაძლებლობა ვიმონაწილეოთ ამ სახარებისეულ გამოღვიძებაში, ბეჭდური ქაღალდების, რადიოებისა და პირადი დამოწმებების მეშვეობით. გინდა თუ არა შენ, ძირფასო ძმაო და დაო, მიიღო მონაწილეობა ხსნის სახარების გავრცელებაში, რათა ღმერთის სიტყვა გაიზარდოს შენ გარშემო?

შესაძლებელია მაშინ, როდესაც მეფე ჰეროდე გარდაიცვალა თავის სიამაყეში ღმერთის სასამართლოს მეშვეობით, ბარნაბა და სავლე პალესტინაში იყვნენ. მათ ფულადი ჯილდო მოიტანეს ანტიოქიიდან იერუსალიმში მაშინ, როდესაც გაჭირვება უფრო იზრდებოდა. მადლიერებით და სიხარულით დაბრუნდნენ ანტიოქურ ეკლესიაში, რომელიც იმ დროიდან სახარების ქადაგების ცენტრად იქცა.

ამ რწმენის მამაკაცებთამ ერთად იყო ახალგაზრდა მარკოზი, რომელმაც საშიში რეგიონი დატოვა, რათა ქადაგების სწავლება გაევლო. ის შემოუერთდა ანტიოქიის ეკლესიას და ბევრი რამე ისწავლა ბარნაბასა და პავლესგან. შედეგად ის ოთხიდან ერთ-ერთი გახდა, ვის მიერაც დაიწერა სახარებები, რომლებითაც ღვთის სიტყვით აივსო მთელი ქვეყნიერება. დღეს ვცხოვრობთ, ძალით, რომელიც ამ სიტყვებიდან მოდის.

ლოცვა: უფალო იესო, შენ გამეფებულების მეფე ხარ! შენ ხარ ღირსი პატივი, რომ მიიღო ქება, დიდება, მადლიერება და განდიდება! ვიდრიკებით და ჩვენ ცხოვრებას შენ ხელთ გადმოგცემთ, შენი ნების აღსასრულებლად. დაგვიცავი და დაგვიფარე სხეულში, სულსა და მშვინვაში, რათა ჩვენც ვიყოთ შენი სიტყვის, ჩვენ სამშობლოში გავრცელებაში მონაწილენი!

კითხვა:

  1. როგორ იზრდებოდა უფლის სიტყვა დევნის მიუხედავად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:24 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)