Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 234 (Shrouding of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

3. იესოს მომზადება დასამარხად (მათეიესო 26:6-13)


მათეიესო 26:6-13
6 ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო, 7 მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა. 8 ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა? 9 ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”. 10 იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა. 11 ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. 12 ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად. 13 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
(ლუკა 7:36-50; იოანე 12:1-8; მეორე რჯული 15:11)

მეფეებს, მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს ცხებდნენ იმის ნიშნად, რომ მათზე სულიწმინდა იყო და აძლევდა მათ ძალას მაღლიდან დაკისრებული საქმეების საკეთებლად. ასევე მარიამმა, ლაზარეს დამ, სულით აღძრულმა სცხო იესოს, დაასხა რა მას სხეულზე კეთილსურნელოვანი ზეთი. ქრისტე ჭეშმარიტად იყო ცხებული, ვისშიც იყო უფლის ღვთაებრიობა სხეულებრივად. ეს ცხებულება სიკვდილზე გასამარჯვებლად მამის ნებასთან შეთანხმებული იყო. ის ქალის მსხვერპლიან ქცევაში აღსრულდა. რომელმაც უხვად გასცა თავისი ცხოვრების საგანძური თავისი მსხნელის დიდებისთვის.

უნდა ვიფრთხილოთ, რომ მის მიმართ მიძრვნილი დრო ან სხვა რაიმე არ ჩავთვალოთ ფუჭად. დრო, რომელსაც ვუთმობთ მის სმახურებას, ფული, რომელიც მის საქმეში იხარჯება, ვერანაირად ვერ იქნება ფუჭი. და თუნდაც ყველა „წყალში ჩაყრილად“ მოგვეჩვენოს, რამდენიმე დღეში კვლავ შევიძენთ იმ ყველაფერს (ეკლესიასტე 11:1).

მოწაფეებმა ფუჭად ჩათვალეს, იესოზე გადმოღვრილი ნელსაცხებელი. მან კი უთხრა მათ: „ამდენი ნელსაცხებელი მკვდრისთვის, რომ დაესხათ წეს-ჩვეულებების მიხედვით, არ ჩათვლიდით მას ფუჭად“. სხეული, რომელიც მან სცხო, მკვდარზე უკეთესი არ ყოფილა და ჭეშმარიტად შეუფასებელია მისი ეს სიყვარულის საქციელი. ეს შეიძლება იესოს სიკვდილისთვის მომზადებად ჩაითვალოს და არა ფულის ფუჭ ხარჯვად.

მოწაფეებმა თქვეს რომ ამ ნელსაცხებლის გაყიდვა უმჯობესი იქნებოდა და იმ ფულის ღარიბებისთვის დარიგება. ქრისტემ კი მარიამის სიკეთე შეაქო და აამაღლა ის უფლის თვალში. მან მისი მსახურება მთელი მოსფლიოსთვის ცნობადი გახადა და ყველამ გაიგო, რომ მან ამითი იესოს სხეული მოამზადა ჯვარცმისა და დამარხვისთვის.

ლოცვა: უფალო იესო, ქებას გიძღვნით შენ, რადგან მიეცი ამ ქალს უფლება ნელსაცხებელი ეცხო შენთვის, რაც ძვირფას მშვიდობას ნიშნავდა, რამაც ასევე შენი სხეული გაამზადა სიკვდილისთვის და ჩვენს გამო მსხვერპლისთვის. მადლობა, რომ ეს გაკვეთილი ასწავლე შენ მოწაფეებს, რომ გიყურებდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რომ შენი დრო დადგა. შენ გაგვიხსენი, რომ ყოველთვის გვეყოლება ღარიბები და არაფრისმქონენი, რომელთაც უნდა დავეხმაროთ და მოვემსახურო. შენ მათთვისაც მოკვდი, უბრალოდ მათ ეს ვერ გაიგეს. წარგვმართე სწორი მსახურებისკენ, რომ ვემსახუროთ მათაც და სხვებსაც, ვისაც ეს სჭირდება. მოგვეცი სიბრძნე, რათა სულიწმინდის დახმარებით ისინი აღივსონ მადლით და სიყვარულით და ემსახურებოდნენ ყველას განურჩევლად, თავიანთი საჭირობებეისამებრ.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ფრაზა „ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 26, 2022, at 04:28 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)