Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 057 (Overcoming Revenge)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

d) თვინიერება ამარცებს შურისძიებას (მათეიესო 5:38-42)


მათეიესო 5:38-39
38 გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. 39 მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
(გამოსვლა 21:24; იოანე 18:22-23; რომაელთა 12:19-21)

ეს კანონი მიეცათ იუდეველთა ხალხის მსაჯულთ დასასჯელად, რათა ხალხი შეეშინებინათ და დამახინჯებისგან ეხსნათ. ვერავინ მოითხოვდა უფრო მკაცრ სასჯელს. იქ არ წერია: ,,თვალის წილ - ცხოვრება“ ან ,,კბილის წილ - ფეხი“. ყველას უნდა დაეცვა ზუსტი დანაფარდობა: ,,თვალი თვალის წილ“. ასევე დადგენილი იყო (რიცხვი 35:31), რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იყო ფულით გამოსყიდვა (კანონი ,,არ აიღოთ გამოსასყიდი მკვლელთა სულებისთვის, რომელიც განწირუ;ლია სიკვდილისთვის, არამედ ის უნდა გადაეცეს სიკვდილს“ გულისხმობს რომ შურისძიება შესაძლებელი იყო გამოსყიდულიყო ან ანაზღაურებულიყო ფულით).

ქრისტე გვეჩვენა, როგორც სიყვარული ვინაიდან ის არის ჭეშმარიტების განსახიერება. იუდაიზმი არ კრძალავდა ადამიანების შურისძიებას ვინმეს მაგიერ, თუმცა ახალ აღთქმაში შურისძიება ცოდვათ ითვლება, ვინაიდან ქრისტემ სიყვარულის კანონი დააწესა, რომელიც გვაძლევს ძალას ვიყოთ გულმოწყალეები, თავმდაბლები და გაცნობიერებულად ვამბობდეთ უარს საკუთარ უფლებებზე.

სულიწმიდა გვიკრძალავს მივაღწიოთ მიზნებს და ჩანაფიქრებს ძალადობით ან ტყუილით. ღმერთი სიყვარულია და ის არ იღებს დაუმორჩილებლობას. მისი სული შორს არის შურისძიების აზრებისგან, ვინაიდან ის არის მოთმინებისა დათავმდაბლობის ღვთაებრივი წყარო. ამიტომ ჩვენ ველოდებით უფლის მოქმედებას და მისი მმართველობით ვიქცევით. შესაძლოა ასეთი დამოკიდებულება ძალიან სუსტი გგონია და ფიქრობ, რომ თუკი ადამიანი ასე იქცევა როდესაც მის უფლებებს ლახავენ, ის ამით კიდევ უფრო მეტ ბოროტებას ქმნის?

სულაც არა. თვინიერი ადამიანი - ყველაზე ძლიერია თუ მას შეუძლია საკუთარი თავის ფლობა. ხოლო ის ვინც შურისმაძიებელია - სუსტია, ვინაიდან თავის გულში თავისუფლება მისცა სიძულვილს. ვინც თავის მოწინააღმდეგეს ბოროტის წილ ბოროტს მიაგებს - ის არაფრითაა მასზე უკეთესი. ხოლო ვინც ბოროტებას სიყვარულით პასუხობს - ის იმარჯვებს საკუთარ ეგოიზმზე. ომები და შურისძიებები არ ეხმარება საზოგადოებას, არამედ მხოლოდ ანგრევს და წამლავს. სიყვარული კი როგორც მოთმინება, ნდობა, თავმდაბლობა აღებს იმედის კარებს.

ქრისტე არ ელოდება ჩვენგან მცნებების ბუკვალურ შესრულებას: ,,ის ვინც მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მიუშვირე მარცხენა“. მას თავად გაარტყა ლოყაში მღვდელმთავარი ანას მონამ, მაგრამ მას მეორე არ მიუშვერია (იოანე 18:22; საქმეები 23:2). ქრისტე ცხადად გვეუბნება, რომ დავამსხვრიოთ ჩვენი გრძნობები, თუ გვინდა ცათა სამეფოში შესვლა. შეეშვი საკუთარი უფლებების მოთხოვნას. ნუ იცავ საკუთარ თავს ასე მწარედ, არამედ გადაეცი შენი თავი უფალს და ის იზრუნებს შენზე. სულიწმიდა მოათვინიერებს შენს მოუსვენარ და გაურკვევლობაში მყოფ სულს. თუკი ვინმე გაგარტყავს ასე იფიქრე: ,,ნამდვილად ვიმსახურებ ყველა ჩემი წარსულში ჩადენილი ცოდვისთვის გარტყმას. დიდება შენ ღმერთო, რომ თვინიერი უფალი იესო ავიდა ჯვარზე და ჩემს გამო მრავალ დარტყმას გაუძლო“.

ლოცვა: მამაო ზეციერო შენ ხარ ჭეშმარიტება და სიხარული, შენი სამართლიანობის საფუძველზე, შენ უნდა დასაჯო ყოველი ცოდვა და ცოდვილი, მაგრამ შეგვიყვარე და ყველა ჩვენი ცოდვა შენს საყვარელ ძეს დააკისრე. ის დაშავდა ჩვენს ნაცვლად. შენ გვიხსენი სასჯელისგან და გვაპატიე ცოდვები. შენმა ძემ ყველაფრისთვის საკუთარი სიკვდილით გადაიხადა და ჩვენს შეგვიძლია ვაპატიოთ ყველა ჩვენს მტერს, ვინაიდან ქრისტემ თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და ჩვენს ნაცვლად დაისაჯა. დაგვეხმარე ვაპატიოთ ყველას გამონაკლისების გარეშე, რათა არავის მიმართ განვიცდიდეთ სიძულვილის გრძნობას.

კითხვა:

  1. როგორ გაგვანთავისუფლა ქრისტემ შურისძიების უფლებისგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:11 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)