Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 017 (Jesus' birth)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

2. იესოს დაბადება და სახელის დარქმევა (მათეიესო 1:18-25)


მათეიესო 1:22-23
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: 23 "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!

ანგელოზი უმოწმებდა იოსებს, რომ მარიამი დანამდვილებით დაორსულდა სულიწმიდისგან. მან წარმოთქვა ძველი წინასწარმეტყველება, რომელიც უფალმა 700 წლის წინ თქვა ესაიას ბაგით (ესაია 7:14; 9:6). რათა იოსები მიმხვდარიყო, რომ ეს სასწაული შემთხვევითობა არ იყო - არამედ ღმერთის მიერ დიდი ხნის დაგეგმილი. ეს არის მიზანი ღმერთის გადარჩენის ჩანაფიქრი, იუდეველთა ერის ისტორიის მწვერვალი.

დაპირებული ძე უნდა დაბადებულიყო გოგონასგან და ამავდროულად ქალისგან. (ძველ ებრაელური წინასწარმეტყველებების თანახმად). მისი მეშვეობით ღმერთი უნდა დაახლოებოდა კაცობრიობას. მისი სახელი ,,ემანუელიო“ (ძველ ბერძნულად) ნიშნავს ,,ღმერთი არს ჩვენთან“. სახელი იესო ნიშნავს ღმერთის თანდასწრებას ადამიანებთან. მას შემდეგ რაც ცოდვა ქვეყნიერებაზე შევიდა, შემომქმედი გაშორდა თავის ქმნილებას, ვინაიდან თავად წმინდა და ამაღლებული იყო. მისი დიდება და სამართლიანობა ითხოვს უყოყმანოდ ყველას განსჯას და განადგურებას. ღმერთი თავისი ბუნებით ცოდვილის და ცოდვის მტერია, რომელიც ჯიუტად ცხოვრობს ცოდვაში. ის ყველას აძლევს სანაცვლოდ, ვინც არ ილტვის მონანიებისკენ და არ ბრუნდება ბოროტი საქმეებისგან.

სახელი ,,ემანუელი, ღმერთი არს ჩვენთან“ ყველა გონებას აღემატება და ის ძალიან ძვირფასია, ვინაიდან ღმერთი განკაცდა და შეგვირიგდა, დადო ჩვენთან აღთქმა და მასთან ურთიერთობაში შეგვიყვანა. ღმერთი იუდეველთა ერთან იყო წეს-ჩვეულებებში, მისი დიდება დაფარული იყო, ის ქერუბიმებში ივანებდა. თუმცა ღმერთი ადამიანებთან ისე არ ყოფილა, როგორც მაშინ როცა ,,სიტყვა გახდა ხორცი“ და ივანებდა თავის ერში კურთხეული იესოს პიროვნების მეშვეობით და არა სიმბოლურად ქერუბიმებში.

ღმერთის როგორი კურთხეული მოქმედებაა! ამ ყველაფერმა ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა განამტკიცა და მშვიდობა დაამყარა. ამის სახით ორი ბუნება გაერთიანდა ,, არც არის ჩვენ შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს ხელი“ (იობი 9:33). ის გახდა შემაერთებელი რგოლი ღვთიურისა და ადამიანური ბუნების. ამაში მდგომარეობს ამ საიდუმლოს სიღრმე და სიმდიდრის წყალობა. ჩვენ ბუნების სინათლეში ვხედავთ ღმერთს ჩვენს მაღლა, რჯულის შუქზე ვხედავთ კი ღმერთს ჩვენს წიუნააღმდეგ, ხოლო სახარების შუქზე ჩვენ ვხედავთ მას, როგორც ემანუელს ანუ ,,ჩვენთან, ჩვენს ბუნებაში“ და უფრო მეტიც ჩვენზე მზურნველობაში. ის არის მხსნელი, რომელმაც ,,გვიჩვენა თავისი სიყვარული ჩვენ“.

ვინც არ ინანიებს ის მატყუარის მხარეს რჩება, რომლებიც ატყუებენ, როგორც საკუთარ თავს, არამედ სხვებს. და თუკი მეგობრები ეუბნებიან მას: ,,ღმერთი შენთანაა!“ ან ეუბნებიან დამშვიდობებისას: ,,ღმერთი შენსკენ!“ უფრო მართებული იქნებოდა ეთქვათ: ,,ღმერთი შენს წინააღმდეგაა“, ვინაიდან ღმერთის რისხვა ყველა უწმინდურსა და უმართლო ადამიანზეა. იესოს დაბადება მოწმობს იმის შესახებ, რომ ღმერთის სიწმინდე შეუერთდა ღმერთის სიყვარულს და მისი კეთილსურნელება შეეწყო მის სამართლიანობას. ჩვილი ბაგაში დაიბადა იმისთვის, რომ შეგვარიგოს ღმერთთან, აიღოს თავის თავზე ადამიანთა უკეთურება, დაისაჯოს ჩვენს გამო და გაანადგუროს ის მიზეზი, რომელიც გვყოფს ღმერთისგან. სინამდვილეში ღმერთი ჩვენთან არის იესოს დაბადებისა და მისი ჩამანაცვლებელი მსხვერპლის გამო. გულმოწყალე და გამმართლებელი ქრისტე არის შემკვრელი რგოლი ჩვენი ღმერთთან.

არცერთ რელიგია და არცერთ ერს არ აქვს იმის უფლება, რომ თქვას: ,,ღმერთი ჩვენთანაა!“ მხოლოდ იესოს მიმღებებს შეუძლიათ თქვან, ვინაიდან მისი სახით მათ ღვთიური თანდასწრება და მოქმედება მიიღეს. ყველა ვინც ეწებება მას ღებულობს სულიწმიდას, რომელიც ყველა მორწმუნეს სიწმინდისკენ, პატიოსნებისკენ და მსახურებისკენ მოუწოდებს. თქმა: ,,ჩვენთან არის ღმერთი“ შეუძლია მხოლოდ მას, ვინც სამართლიანად იქცევა მისი სულისამებრ და ვისშიც თავად ღმერთი სახლდება თავისი სულით. ყველა ვინც უყურებს რელიგიისა და მილიონობით ლოცვებს შორის ბრძოლას, ხედავს რა ამ წყურვილს კაცობრიობის ღმერთისადმი, გაოცებული რჩება ამ აზრის უბრალოებით, რომელიც დევს იესოს სახელში: ,,ჩვენთან არს ღმერთი!“ არავითარი სარგებელი არ არის რჯულის დაცვისგან ან ჩატარებული ლიტურგიებისგან, ვინაიდან ღმერთი ჩვენთან უსაზღვრო სიყვარულით და მადლით მოვიდა, და ეს მადლი გადმოღვარა თავისი კეთილი სურვილისამებრ. ჩვენ არ ვიმსახურებთ მის თანდასწრებას, მაგრამ ის გადამწყვეტად მოვიდა ის ჩვენგან, ბაგაში დაბადებული ჩვილის სახით.

ლოცვა: თაყვანსგცემთ, რადგან შენ ხარ სიყვარული და არ დაგვღუპო, არამედ შეგვიწყალე. შენ ჩვენთან თავმდაბლურად მოხვედი, დაიბადე და მიიღე ცოდვილი სხეული. შენ გვითმენდი და ყოველგვარი ურჯულოებისგან გვწმენდდი. შენ გამოგვისყიდე, ერთგული ხარ და არ დაგვტოვებ ჩვენ. დაგვეხმარე უკუნისამდე დავრჩეთ შენთან.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სახელი ,,ემანუელი“ და რატომ არის ქრისტე ამ სახელით წოდების ღირსი.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)