Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 162 (Jesus’ Second Prediction of His Death and Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

p) იესო მეორედ საუბრობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე (მათეიესო 17:22-27)


მათეიესო 17:24-27
24 კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: "დიდრაქმას ხომ არ გადაიხდის თქვენი მოძღვარი?” 25 მან უთხრა: კიო. სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან მოსაკრებლებს - თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?” 26 პეტრემ თქვა: "უცხოთაგან”; უთხრა მას იესომ: "მაშ, ძენი თავისუფალნი ყოფილან! 27 მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე და ანკესი ისროლე; და პირველი თევზი, რომელიც ამოყვება, გაუღე პირი და შიგ სტატირს იპოვი. წამოიღე და მიეცი შენთვის და ჩემთვის”.
(გამოსვლა 30:13; 4 მეფეთა 12:5-6)

ამ შემთხვევაში მისაცემელი რომაელებისთვის იყო არა საგადასახადოს თანხები, არამედ მოსყიდვა. მაშინ ყველა ადამიანისთვის ტაძრის მომსახურეობის გამო იხდიდნენ თანხებს. ეს ფული მიედინებოდა გასავალ საჭიროებებში, რაც ტაძარში თაყვანისცემას უკავშირდებოდა. ამ თანხას ეძახდნენ ,,შენი სულისთვის გამოსასყიდს“ (გამოსვლა 30:12). იმ დროისთვის ამ წესს აღარ იცავდნენ, როგორც უწინ, განსაკუთრებით გალილეაში.

ამ თანხების აგროვებისას ქრისტემ საკუთარი თავი გამოაცხადა არა მარტო კაცის ძედ, არამედ ღმერთის ძედაც. მას არაფერი არ უნდა გადაეხადა მამამისის სახლში, რადგან ყველაფერი ღვთის ეკუთვნოდა მას. მან უბრალოდ სიყვარული გამოიჩინა მტრების მიმართ, მოწყალედ მოექცა მათ სისუსტეებს და კეთილი ნებით გადაიხადა. ის საკუთარ თავს პეტრესა და სხვა მოწაფეების რიგში აყენებდა, ეძახდა რა ,,ღმერთის თავისუფალ ძეებს“. ამის შესახებ კარგად ვკითხულობთ მათეს სახარებაში 4-ჯერ. ძვირფასო ძმაო, ატარებ თუ არა ღმერთის ამ სახელს, ღმერთის აღთქმის თანახმად, არა შენი სამართლიანობით, არამედ ქრისტეს სიტყვის რწმენით? მისი ძლიერი სიტყვა ღრმად დარჩება შენში და გაგწმენდს და გახდები ისეთი, როგორიც ღმერთს სურს.

ქრისტიანული სიბრძნე და თავმდაბლობა გვასწავლის, რომ უმეტეს შემთხვევაში უარის თქმა მოგვიწიოს ჩვენს უფლებებზე, ვიდრე დავჟინდეთ და ამითი ცდუნება გავხდეთ სხვებისთვის. არასდროს უნდა გვმართავდეს, სხვისი წყენის ფაქტორი, მაგრამ ზოგჯერ მოგვიწევს ვიმსხვერპლოთ ჩვენი ინტერესები, რათა სხვებისთვის ცდუნება არ ვიყოთ.

ლოცვა: მამაო თაყვანსგცემთ სიხარულით და სიყვარულით, ვინაიდან შენმა ერთადერთმა ძემ, თავისი სიკვდილით შენს შვილებად გვაქცია. ბუნებით შენი მტრები ვიყავით, მაგრამ ქრისტეს სისხლმა დაგვაახლოვა. აგამაღლებთ შენი მადლისთვის და ვხარობთ, რომ ჩვენი მამა გახდი. დაგვეხმარე ვიმსახუროთ შენს სიყვარულში ისევე, როგორც შენი ძე ემსახურება ქვეყნიერებას, რათა შენი ღვთაებრიობა ჩვენს კაცობრიობაში რეალიზებული იყოს.

კითხვა:

  1. როგორ აცხადებს ქრისტე, რომ ის არის კაცის და ღმერთის ძე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 06:07 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)