Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 002 The letter head

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 1: შესავლის სიტყვები: მოკითხვები და კითხვები (გალატელთა 1:1-10)

1. პავლეს თავის წარდგენა (გალატელთა 1:1-2)


გალატელთა 1:1-2
1 პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი, 2 და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს.

პავლემ თავისი წერილი საკუთარი სახელით დაიწყო, არა სიამაყის გამო, არამედ იმისთვის, რომ თავი წარედგინა. ბერძნულად ეს სახელი ნიშნავს „პატარა“, ამგვარად კი ის სრულიად საპირისპირო მნიშვნელობისაა იმ სახელის რაც ებრაულად ნიშნავდა მოციქულის სახელ - „სავლეს“, რომელი სახელითაც იწოდებოდა ისრაელის ერის პირველი მეფე, საული. პავლე, საულის მსგავსად იყო ბენიამინის ტომიდან და მშობლებმაც მას ამ მეფის გამო დაარქვეს მას ასე. პავლე აღარ ამეტებდა თავს არავის, აღარს ამაყი იყო, ამიტომ დაირქვა „პავლე“ ანუ „პატარა“ და მთელი ცხოვრების მანძილზე მთელ დიდებას ქრისტეს უძღვნიდა!

მოციქული პავლეს სიცოცხლის საიდუმლო იყო მკვდრეთითი აღმდგარი ქრისტე, ცოცხალი ღმერთი. იმისდამიუხედავად, რომ მას არ ჰქონია შესაძლებლობა ენახა ქრისტე ხორცში, იესო თავისი დიდებულებით გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე. მაშინ უბედური პავლე მიხვდა, რომ ხალხის მიერ ჯვარცმული და ადმცირებული ქრისტე ჯვარზე, რომელსაც თავად დევნიდა - საუკუნოდ ცოცხალი ღმერთია! უფალმა პავლეს სიამაყე დაამსხვრია, რომელიც რჯულს ეფუძნებოდა და პავლემ გააცნობიერა, რომ დაღუპული ცოდვილია. და ქრისტემ კი არ დაღუპა ის, არამედ მიმართა მოწყალების სიტყვებით.

ქრისტეს ხილვა - სულაც არაა იგივე, რაც მისი სწავლებების მოსმენა. იესო ფუჭ სიტყვებში არ ვლინდება, არამედ მოდის ძალით და ძალაუფლებით და ცვლის მისი მიმდევრების ცხოვრებას. ჩვენ რწმენაში ვუერთდებით და ვერთიანდებით ქრისტესთან.

მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა ამოირჩია ადამიანი, რომელიც უწინ მისი მტერი იყო, მაგრამ ახლა მოინანია. მან ის წარმართთათვის საკუთარ მოციქულად აქცია და სულიწმინდის ძალით აღავსო. პავლე გალატელებს უმტკიცებდა, რომ ჭეშმარიტი მოციქულია, არა ხალხისმიერ მოწოდებული ან ხელდადებული, არამედ თავად ქრისტესგან მოწოდებული უფლის ნებით.

პავლე, განათლდა რა სულიწმინდით, მიხვდა, რომ სულაც არ არის უფალი სასტიკი დამღუპველი. ასე, რომ ყოფილიყო, უპირველესად პავლეს დასჯიდა მისი შეცდომების გამო. პავლეს მტკიცედ სწამდა, რომ მწყალობელი უფალი ავლენდა მის მიმართ მადლს. ერთი სიტყვით, ის - ჭეშმარიტი მამა, რომელსაც ყავს უსასრულობიდან ძე, ასევე ძეები, რომლებიც იშვნენ სულიწმინდისგან.

ამ ღვთის შვილებთან ცხოვრობდა პავლე და ხდიდა მათ საკუთარი მსახურების ნაწილებად და სთხოვდა ელოცათ, რომ ეს წერილი ცხებული ყოფილიყო სულიწმინდის მიერ და მკითხველის გულში მოეტანა გარდაქმნა. პავლე არ ემსახურებოდა ღმერთს ამაყურად და მარტო, არამედ წმინდანებთან ურთიერთობაში იყო, რომელთაც ეძახდა „ძმებს“ უფლის დიდ ოჯახში.

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ შენ ზეციერო მამაო, რადგან მოგვიწოდე, დაუმორჩილებელი ცოდვილები, რათა შენი შვილები გავმხდარიყავით! გვაპატიე ჩვენი ცოდვები, რომლითაც შემოგცოდეთ შენ და ადამიანებს. შენ ქრისტეში განგვამტკიცე, რათა მისი სულით ავივსოთ და ვმონაწილეობდით სახარების ქადაგებაში, როგორც სავლე გაგზავნე და გარდაქმენი ის პატარა პავლედ, რათა მის უძლურებაში გამოჩენილიყო შენი ძალა!

კითხვა:

  1. ვინ გაგზავნა პავლე მოციქულურ მსახურებაში და როგორ მიიღო მან ეს ძალაუფლება? (ასევე წაიკითხეთ საქმე. 1: 22).

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 05:31 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)