Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish
Previous Lesson -- Next Lesson რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)
5. იყავი ხელისუფლების მორჩილი (რომაელები 13:1-6)რომაელთა 13:1-6 მრავალი ადამიანები იტანჯებიან პარტიების სასტიკი ბრძოლით, მატყუარა მინისტრებით, სასტიკი მეფობისგან და მასობრივი არეულობისგან. ამ დედამიწაზე არ არსებობს იდეალური ხელისუფლება, ვინაიდან არავინ არის ამ დედამიწაზე უცოდველი. ამიტომაც უნდა აიტანო შენი ხელისუფლება, როგორც უფალი გიტანს შენ და შენს ოჯახს. მოციქულს ესმოდა, რომ არცერთ ხელისუფლებას არ შეეძლო მის ქალაქს დაუფლებოდა, თუ ღმერთი არ დააყენებს ამ ხელისუფლებას და არ მისცემს მას ძალაუფლებას. ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აკისრია მარადიული მოსამართლის წინაშე და სრულია ბუნებრივია, რომ გახრწნილ ხალხს გახრწნილი ხელისუფლება ჰყავს. წარმართების მოციქულის სიტყვების უფრო ღრმა შესწავლისას შენ იპოვი მათში შემდეგ აზრებს: ა) ყველა ხელისუფლება დაყენებულია ღმერთისგან, ვინაიდან მისი ცოდნისა და ნების გარეშე არაფერი ხდება.
ბ) ვინც არ ემორჩილება ხელისუფლებას, ის არ ემორჩილება ღმერთს.
გ) ვინც აღმდგარია კანონის წინააღმდეგ და არღვევს მას, ის სამართლიან სასჯელს მიიღებს.
დ) ღმერთმა მოუწოდა მინისტრებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, რომ მოექცნენ დამსახურებულად დამნაშავეებსა და ყაჩაღებს, ბრძნულად და სამართლიანად გამოიყენონ საკუთარი მახვილი საქმეში.
ე) ვინც სიკეთეს სჩადის მას არაფრის ეშინია. მათ უბრალოდ სჭირდებათ სამართლიანი ხელისუფლება, მოწოდებული, როგორც ღმერთის მსახური, რომელიც წაახალისებს მართლებს თავიანთ კეთილ მსახურებაში.
პავლე ორჯერ უწოდებს ხელისუფლებას ,,ღმერთის მონა“-ს თუ ის ბრძნულად და მყარად ადგენს კეთილ და სამართლიან კანონებს, ღმერთის აკურთხებს და დააჯილდოვებს მას და თუ ხალხთან ერთად ის აუფასურებს კანონს და ქრთამს იღებს, ღმერთი დასჯის მას. სახელმწიფო მსახურები თავიანთი მოწოდებით ღმერთის მონები არიან, ისინი ან ღმერთის ძალაუფლებას იყენებენ ან მის გასამართლებას იტეხენ თავზე. იესომ შემდეგნაირად გადაწყვიტა საკითხი გადასახადებთან მიმართებაში: ,,მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“ (მათე 22:21). ასე, რომ ღმერთი ხდის ადამიანს პასუხისმგებელს სახელმწიფოს წინაშე, რათა შეახსენოს თავისი მოვალეობები. მაგრამ ამავდროულად სახელმწიფოს საზღვრებსაც უსმევს ხაზს. თუ რომელიმე ხელისუფლება გამოდის ჭეშმარიტი ღმერთის და მისი საუკუნო მცნებების წინააღმდეგ ან აიძულებს ხალხს თაყვანისცენ სხვა ღმერთს, მაშინ ასეთ ხელისუფლებას ადამიანი უნდა შეეწინააღმდეგეს, თუ ამისთვის მოუწევს გადაიხადოს განდევნის, ტანჯვის ან სიკვდილის საფასური - ,,ვინაიდან ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). ქვეყნები განლაგებულია ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, მოცულია მტანჯველების სისხლით, რომლებიც ლოცულობდნენ საკუთარი ხელისუფლებისთვის, მაგრამა რ ეწინააღმდეგებოდნენ მმართველებს, რომლებიც სულიწმიდის წინააღმდეგ აღდგნენ. ბიბლია გვასწავლის, რომ ბოლო დღეებში გამოჩნდება ანტიქრისტე. ის განკარგავს მსოფლიოს ერებსა და მოითხოვს მათგან თაყვანისცემას და არ მისცემს უფლებასს თაყვანის სცენ მამას, ძეს და სულიწმიდას. მაშინ ყოველი ვინც ილოცებს ღმერთის წინაშე მასზე, ანტიქრისტეს მოთხოვნების დამრღვევად ჩაითვლება. ასეთ ადამიანს ტანჯვით სიკვდილი ელოდება! და მაინც უკეთესია გადაიტანო მცირე მწუხარება, ვიდრე საუკუნოდ დაიღუპო! გარდა ამისა ჩვენი სულიერი მოვალეობაა - ვილოცოთ ჩვენი ხელისუფლების არჩევნებზე, ჩვენს კონსტიტუციაზე და ჩვენი უფლებების გარანტიებზე, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ აკეთონ სიკეთე ღმერთის მადლით. ლოცვა: უფალო იესო შენ ყველა ადამიანზე უფრო მეტად ემორჩილებოდი ღმერთს, შენს მამას და ამიტომაც იყავი ჯვარცმული. დაგვეხმარე ვილოცოთ ჩვენი მმართველების სასარგებლოდ და სიმამაცე, რომ წინ აღვუდგეთ მათ თუ გვაიძულებენ რომ ღმერთის და მის საქმეს ჩამოვშორდეთ! კითხვა:
|