Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 065 (Do not be Proud)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

2. ნუ გაამაყდები, არამედ ემსახურე უფალს მორწმუნეთა იმ კრებულში, რომელიც მოგეცა (რომაელები 12:3-8)


რომაელთა 12:3-8
3 ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს. 4 რადგან, როგორც ერთ სხეულში გვაქვს მრავალი ასო, თუმცა ყველა ასოს ერთი და იგივე საქმე როდი აქვს; 5 ასევე ჩვენც, მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთიმეორისათვის. 6 და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა - რწმენის შესაბამისად. 7 თუ მსახურებაა - მსახურებაში; თუ დამოძღვრაა - დამოძღვრაში. 8 თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.

პავლე არ საუბრობს როგორც მწყემსი, რომელიც აძლევს თავის საწმყსოს დარიგებებს, არამედ მისი სიტყვები ჟღერს გასაგებად და კატეგორიულად, როგორც ბრძანება.

ნუ თვლი საკუთარ თავს იმაზე მაღლა, ვიდრე ხარ სინამდვილეში, არამედ იცოდე რომ შენ - არაფერი ხარ და ხვებისთვის მხოლოდ საზიანო ხარ. გაიგე შენი სულიერი ნიჭი და გაიგონე თუ კონკრეტულად რომელ მსახურებაში მოგიწოდა ქრისტემ; არ აკეთო ის რისი კეთებაც არ გსურს, არამედ ისმინე ქრისტეს ხელმძღვანელობა და ნუ მიეცემი გრძნობებს, იყავი მომთმენი და მოუსმინე სულიერად მწიფე ადამიანების აზრებს,

შენი მსახურება არ ფასდება შენი ნიჭით. ის ფასდება შენი ქრისტეში რწმენის საზომით, ვინაიდან მხოლოდ მას ერთს შეუძლია საკუთარი ჩანაფიქრები შენს მსახურებაში განახორციელოს. შენი საქმეების საიდუმლო - მის ძალაშია. შენ უბრალოდ იფიქრე, ილაპარაკე და აკეთე ყველაფერი იესოსთან ერთად და მასში და მაშინ დაინახავ შენს ცხოვრებაში მისი სიყვარულის ნაყოფებს.

ქრისტიანების წარმატების საიდუმლო - მათ სულიერ ერთობაშია. და მათი ერთობა არა მიწიურია, არამედ სულიერი ქრისტეში. ისინი ჰგვანან თავიანთი გამომსყიდველი სულიერ სხეულს, ვინაიდან ის მათი მეშვეობით თავის საქმეს აკეთებს. არავინ არ მოქმედებს განმარტოებით, რათა დაიმსახუროს პატივისცემა, არამედ ყოველი ეშურება ერთობას ყველა წმინდანთან ერთად. ქრისტე - ჩვენი ძალაა და მასში ვაღწევთ სრულყოფილებას! არცერთ მორწმუნეს არ აქვს ყველა ნიჭი, ვინაიდან ქრისტეს სხეულში ფეხს სჭირდება გული, ხელს - თავი, თვალს - ნება, ხოლო თითს - ტვინი. ამიტომ ვერცერთი ეკლესიური კრებული ვერ იქნება მომქმედი, თუ მისი ყველა წევრი არ იქნება ღმერთის მსახური და ისინი ყურს არ დაუგდებენ ერთმანეთს.

შესაძლოა სისულელეა, მაგრამ რა იქნებოდა შენმა ხელმა რომ გააკეთოს არა ის რაც სურს გონებას, ან შენმა ფეხებმა გადაწყვიტონ, რომ ჩაგაგდონ ორმოში, ისე რომ არ მიაქციო ყურადღება თვალის გაფრთხილებას! სინამდვილეში ვინც ვერ შეძლებს საქმის კეთებას ქრისტეს სხეულთან ერთად ის დარჩება ეგოისტად.

პავლე ეკლესიებში ასწავლის რამოდენიმე ნიჭს. მათ ვისაც აქვთ დავალებული გამოაფხიზლონ მძინარენი, არ უნდა მიუძღვნან საკუთარი თავი იმას რომ გადადონ ბიბლია გვერზე და ადამიანებს შეწყნარების სიტყვა ელაპარაკონ; მათ სიბრძნით უნდა შეიზინონ სულები ქრისტესთვის და მკაცრად დაიცვან ღმერთის სიტყვა.

მას ვისაც აქვს გარკვეული შესაძლებლობები, დრო ან ფული უნდა ემსახუროს ეკლესიაში საჭიროების მქონეს ისე, რომ ნაკლები ილაპარაკოს და მეტი აკეთოს. მან უნდა იმსახუროს ქრისტეს სიბრძნით ჩუმად, დაფარულად და არ უნდა ელოდეს სხვებისგან სამაგიეროს. სულიერმა მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწვდინოს აზრები, რომლებიც მიიღო სახარებიდან ღმერთის სულის შთაგონებით, თავის მსმენელს სისტემატიურად ასწავლოს და დაეხმაროს მათ არა მხოლოდ ღმერთის სიტყვის გაგებაში, არამედ დაცვაში. მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ადამიანების განსწავლა გარკვეულ საკითხებში, არამედ მათი განსწავლა თანმიმდევრულად; და მასწავლებლის საუბარი არ უნდა ემსგავსებოდეს ჩანჩქერის ხმაურს, რომლიდანაც მსმენელმა ვერაფერი გაიგო. ყველა თემის დასასრულში მასწავლებელმა მოკლედ, გასაგებად და მისაღებად უნდა გადმოსცეს აზრი.

თუ რომელიმეს აქვს სულიერი მზრუნველობის ან ხელმძღვანელობის ნიჭი, მან უნდა ისწავლოს ჩუმად ყოფნა და ადამიანების პრობლემების მოსმენა, რათა გაოგოს მათი მდგომარეობა. და ამის შემდეგაც არ უნდა უთხრას მათ, რასაც თავად ფიქრობს, არამედ ილოცოს, რომ უფალმა მისცეს სიტყვა ყოველ კონკრეტულს სიტუაციაში. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარულად ადამიანების მონახულება, რომელთაც გამოიჩინეს ქრისტეს გადარჩენის მიმართ ინტერესი, ილოცონ მათთვის და გამოუცხადონ ნდობა სანამ არ გახდებიან ქრისტეს მეგობრები.

პავლემ თქვა: ვინც აკეთებს, გააკეთოს ეს ბრძნულად და ჩუმად ისე, რომ საჭიროებაში მყოფს არ აგრძნობინოს, რომ დაეხმარა. იესომ თქვა: შენმა მარცხენა ხელმა არ იცოდეს, რას აკეთებს შენი მარჯვენა. ამიტომ აკეთე და იმსახურე არა საკუთარი დიდებისთვის, არამედ მხოლოდ იესოს განსადიდებლად!

თუ ვინმეს აბარია პასუხისმგებლობა, როგორც ხელმძღვანელს ეკლესიაში, ან რომელიმე ცალკეულ მსახურებაში, მასზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს კრიტიკამ და სხვების სინელემ. პირიქით მან უნდა აჩვენოს მათ თუ როგორ უნდა ემსახურონ ქრისტეს ძალით, ენთუზიაზმით და მუდმივად. ყოველივე რასაც სიყვარულის გარეშე აკეთებთ – ფუჭია!

ყველა ამ ნიჭის და მსახურების შეჯამება შეიზლება იესოს სიტყვებით: ,,იყავით გულმოწყალენი, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36).

პავლეს სურდა რა, მსგავსი ღვთიური აზროვნების გაზიარება ჩვენთვის, წერდა: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, აკეთეთ მთელი გულით, როგორც ღმერთისთვის და არა კაცთათვის. სიყვარული - ქრისტიანობის სიმბოლო და მისი ძირითადი იდეაა!

ლოცვა: ჩვენო საყვარელო უფალო იესო ჩვენ ჯერ ეხლა ვსწავლობთ სიყვარულს და ამიტომაც სხვებისგან წყალობას ველოდებით. გარდაქმენი ჩვენი გონება, რათა ვიმსახუროთ შენგან მიღებული ნიჭებით, სიყვარულით, მოთმინებით, გულმოდგინებით, რწმენით, მოშურნეობით და დამაჯერებლობით; რომ არ ვმსახურობდეთ ჩვენი აზრებით, არამედ საქმით შენს ნებას ვასრულებდეთ! დაგვიცავი სიამაყისაგან, რათა არ მოვხვდეთ ეშმაკის ცდუნებაში!

კითხვა:

  1. ზემოთ ჩამოთვლილი მსახურებებიდან შენი აზრით, რომელია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:27 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)