Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
Home -- Georgian -- Romans - 059 (Would that the Salvation in the Believers of the Gentiles incite Jealousy in the Children of Jacob)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish
Previous Lesson -- Next Lesson რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
5. იაკობის შთამომავლობის იმედი (რომაელები 11:1-36)
ბ) ნეტა წარმართთა ხსნა გააღვიძებდეს იაკობის შთამომავლობაში მოშურნეობას (რომაელები 11:11-15)რომაელთა 11:11-15 პავლეს თავისი თანამემამულეები და-ძმებივით უყვარდა. მას არ სჯეროდა, რომ ღმერთი დასჯიდა მათ ქრისტეს უარყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის; პავლეს ესმოდა, რომ რჩეულის უკუგდება ძველ აღთქმაში ამავდროულად გამოიწვევდა ახალი ხალხის არჩევას უწმიდური ერიდან. იუდეველთა დაცემამ, წარმართული ერებიდან უღმერთოებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა დაუფლებოდნენ წინასწარ გამზადებულ გადარჩენას და მიეღოთ ის ქრისტეში რწმენის მეშვეობით! წარმართებში გადარჩენილთა რიცხვის ზრდა იაკობის შთამომავლებში შურს აღძრავდა და პავლე დადებითად უყურებდა ამ იუდეველების მწვავე შურს, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ როდესაც აბრაამის ღვთისმოშიში ერი გააცნობიერებდა, რომ არაწმიდა წარმაღტები ცხოვრობენ ქრისტეს თანდასწრებაში, მშვიდობას იძენენ ღმერთთან ერთად, ივსებიან სულიწმიდით და უყვართ მტრები, მაშინ ისინიც შეძლებენ გაიგონ, რომ ამ ღარიბმა და მათგან უკუგდებულმა ერმა მემკვიდრეობით რაღაცა მნიშვნელოვანი მიიღო, რომელიც მათ კულტურასთან არ იყო კავშირში, არამედ თავად ღმერთისგან მოდიოდა! პავლეს იმედი ჰქონდა, რომ დაუმორჩილებელი და თვითკმაყოფილი იუდეველები იეჭვიანებდნენ უღმერთოებიდან მორწმუნედ გამხდარ და ზეციდან შობილ ადამიანებზე და გააცნობიერებდნენ, რომ აბრაამის, ისააკის და იაკობის კურთხევა გადავიდა მათზე! პავლეს სურდა, რომ თავის ნათესავები შეცვლილიყვნენ და გადაეწყვიტათ შესვლა იმ მათთვის მინიჭებულ მემკვიდრეობაში, რომელიც სხვას ერგო წილად! სწორედ ამაზე ელაპარაკებოდა ქრისტე თავის მოწაფეებს: ,, თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე...ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:14-16). დაასრულა რა პავლემ თავისი კეთილი უწყების გეგმა, თქვა: ,,თუ იუდეველთა დაცემა გახდა სხვა დამცირებული ერების კურთხევის წყარო, და მათი შემცირება წმიდა ნატამალამდე მოემსახურა მრავალი წარმართის გადარჩენას, მაშინ რამდენად დიდი კურთხევა იქნება მთელი ქვეყნიერებისთვის მათი სრულიად ღმერთისკენ მოქცევა?!“ ყველა იუდეველი სინამდვილეში, რომ ერწმუნოს ქრისტეს მაშინ მათი ძალა და რწმენა და გრძნობების სიღრმე წარმოქმნიდა ისეთ ენერგიას ქვეყნიერებაზე საქადაგებლად, რომ წუთისოფლის უდაბნოებში ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებდნენ, რომლებიც ამ უდაბნოებს გადააქცევენ ცოცხალ სამოთხის ბაღებად, ცოდვების მორევსა და დანაშაულებების შუაგულში!“ ანვითარებდა რა თანმიმდევრულად თავის აზრს, პავლემ შეარცხვინა ქრისტიანები, რათა მათ უყვარდეთ და პატიობდნენ იაკობის შთამომავლებს, იმარჯვებდნენ საკუთარ სიამაყესა და ბოროტ გულებზე, თვინიერებითა და თავმდაბლობით (მათე 11:28-30). ამ აზრების შემდეგ პავლემ მიმართა წარმართული წარმომავლობის მორწმუნეებს რომის ეკლესიიდან; ის ,,ანათლებდა“ და ,,ანჯღრევდა“ მათ სულიერი სიმართლით, როგორც ეს გააკეთა ჯერ იუდეველებთან, რომელთაც უთხრა: ,,იესომ არ წარმომგზავნა იუდეველებისთვის საქადაგებლად, არამედ წარმართების მოციქულად დამაყენა, მრავალ ღმერთებს შორის, რომლებიც არაწმიდა სულით არიან სავსენი. და მე ამ ჩემს მომავეობას სიხარულით ვასრულებ: ვსწავლობ მათ ენას, ვმსჯელობ მათ ტრადიციებზე და ამ ყოფილ არაწმიდა ღმერთების თაყვანისმცემლებსა და გახრწნილებისთვის გახსნილ ადამიანებს ვაწვდი იესოს კულტურას“. პავლე ხედავდა თავის მსახურებაში იუდეველებისთვის ირიბად ქადაგების საშუალებს. მას უნდოდა განეცვიფრებინა აბრაამის შთამომავლობა ქრისტიანების წმიდა ცხოვრებით, რათა მათში სულიერი შური აღეძრა და შესაძლოა გადაერჩინა ზოგიერთი მათგანი მცდარი არჩევნის გაკეთებისგან. პავლეს იმედი ჰქონდა, რომ უკუგდებული რჩეულები ძველი აღთქმიდან წარმართებისგან დაინახავდნენ რწმენის გამოცდილებას, გაყვებიან მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, ხელმეორედ მიიღებენ აღთქმას, ვინაიდან ის ისევ მოქმედებაში დარჩებოდა! თუ მათმა მეფე იესოს უარყოფამ მიიყვანა ქცეყნიერება ღმერთთან შერიგებამდე, მით უფრო სულიერად მკვდარი იუდეველების მოქცევა წარმოშობს ღვთიური სიცოცხლის სისრულეს! მოციქულმა პავლემ თავად განიცადა ღმერთის ძალის გამარჯვება სულიერ სიკვდილზე და ხორციელ ცოდვებზე. უფალმა იხსნა ის იმისდა მიუხედავად, რომ ფანატიკურად კლავდა ადამიანებს! ახლა მოციქული ნატრობს, რომ საკუთარმა ერმა მიიღოს ისეთივე გამოცხადება, როგორიც თავად მიიღო და ცდილობს დააკავშიროს ისინი საუკუნო სიცოცხლესთან, რათა მათ წაიღონ მთელს ქვეყნიერებაზე, ქრისტესეული ცხოვრების მადლი! ლოცვა: ზეციერო მამაო მადლობას გიხდით და თაყვანსგცემთ, რომ იუდეველთა სიჯიუტე სხვა ერებისთვის კურთხევად აქციე! დაგვეხმარე არ ვიცხოვროთ როგორც სულიერად ეგოისტებმა, არამედ ვემსახუროთ ყველას შენი სულიწმიდის ძალით: სიტყვით, საქმით და ლოცვით! დაე მოვიყვანოთ მრავალი უღმერთო და აბრაამის შთამომავლობა ცოცხალი იესო ქრისტეს რწმენასთან! კითხვა:
|