Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 026 (Abraham’s Faith was Accounted to him)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 2 - ახალი სამართლიანობა რწმენის მეშვეობით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია (რომაელები 3:21 — 4:22)
3. რწმენით გამართლება აბრაამის და დავითის მაგალითზე (რომაელები 4:1-24)

ა) აბრაამს რწმენა სიმართლედ ჩაეთვალა (რომაელები 4:1-8)


რომაელთა 4:1-8
1 რა ვთქვათ, აბრაჰამმა, ჩვენმა მამამ ხორციელად მოიპოვა რაიმე? 2 თუ საქმეებით გამართლდა აბრაჰამი, აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთის წინაშე. 3 ვინაიდან, რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ”. 4 საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით; 5 მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ. 6 როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს: 7 ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. 8 ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი.

პავლეს სურდა რა დახმარებოდა ებრაული წარმომავლობის მორწმუნეებს, რომლებიც რომში იმყოფებოდნენ, მიეღწია რა ჭეშმარიტ რწმენამდე ახალი აღთქმის დონეზე, მოუყვანა მათ მაგალითი თავიანთი მამა აბრაამისა და წინასწარმეტყველი დავითისა. პავლე ამტკიცებდა რომ მათ მიიღეს გადარჩენა რწმენის მეშვეობით და არა მართებული საქმეების მიხედვით.

აბრაამი ცხოვრობდა როგორც სხვა ყველა დანარჩენი ადამიანი. ის არაფრით უკეთესი ან უარესი არ იყო დანარჩენებზე. ღმერთმა იცოდა მისი მრავალი ცოდვისა და გაფუჭებული გულის შესახებ. მაგრამ ყოვლისშემძე ხედავდა თუ როგორ მიისწრაფოდა ეს მონა მისკენ და მზად იყო მის ხმის სულში მოსასმენად. ამირომაც ღმერთი პირდაპირ დაელაპარაკა აბრაამს და მოუწოდა მას თავისკენ. ამ მოხუცმა მომთაბარემ დაიჯერა ღმერთის მოწოდება და თუმცა ბოლომდე ვერ ჩაწვდაღმერთის ღრმა აზრებს ღთქმებთან დაკავშირებით, ის თავად ღმერთს მიენდო, დაიჯერა რომ მისი სიტყვა ჭეშმარიტია და ის ერთგულია თავის აღთქმულში. ამ რწმენით მან პატივი მიაგო ღმერთს და განადიდა მისი წმინდა სახელი. აბრაამი არ ფიქრობდა თავის ძალაზე, არც თავის ხილულ უძლურებაზე, არამედ დაიმედდა ღმერთის ძალაზე და მის განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე. აბრაამის ამ მინდობამ და მისმა კავშირმა ღმერთთან რწმენის მეშვეობით, მისი გულის წყურვილი დააკმაყოფილა. აბრაამის გამართლების მიზეზი არ იყო რწმენის შესახებ ცოდნა, არამედ მტკიცე და ურყევი რწმენა, იმისა, რომ თუნდაც თავად არ არის მართალი, მაგრამ მისი რწმენა მას სიმართლედ ჩაეთვალა. ის ცოდვილი იყო როგორც ჩვენ, მაგრამ ის გამოეხმაურა ღმერთის რჩეულობას და ყურადღებით მოისმინა ღერთის სიტყვები, მორჩილად მიიღო ღმერთის აღთქმები და შეინახა ის თავის მწყურვალე გულში.

მეოთხე თავში ჩვენ ერთგვაროვნად ვკითხულობთ, რომ ასეთი სახის რწმენა მორწმუნეს სიმართლედ ეთვლება! სიტყვები ,,სიმართლეში ჩაეთვალა“ რეფორმაციის დევიზი გახდა. ყოველი ვინც პატივს მიაგებს ღმერთს თავისი რწმენით, ის ღებულობს უწყებას ჯვრის შესახებ, ყოველგვარი პირობების გარეშე და აშენებს თავის ცხოვრებას ქრისტეზე, ღებულობს სრულ გამართლებას კანონის საქმეებისა და საკუთარი ძალისხმევისგან დამოუკიდებლად.

მოგისმენია თუ არა რა წერია ღმერთის სიტყვაში შენს სიცრუეზე, უწმინდურობასა და სიყვარულის ნაკლოვანებაზე? გჯერა თუ არა, რომ სასამართლოზე გასამართლდები? წუხარ თუ არა? ინანიებ თუ არა? ითხოვ თუ არა პატიებას? თუ ბოლომდე გატყდები და შეეგუები, მაშინ სულიწმიდა დახატავს შენს თვალწინ ჯვარცმულ ღმერთის ძეს, ხელგამოწვდილს შენსკენ და მოლაპარაკეს: ,,მე გაპატიე შენი დანაშაული! შენ არ ხარ მართალი, მაგრამ მე გამართლებ შენ! შენ არ ხარ სუფთა, მაგრამ მე გწმენდ შენ სრულიად!“

გსმენია თუ არა ღმერთის სიტყვა? შეაღწია თუ არა მან შენი დამახინჯებული გონების სიღრმეებში, გაუხეშებულ გულში და არა ღრმა სულში? მიიღე ღმერთის სიტყვები, ირწმუნე მისი გადარჩენის სახარება და მოეჭიდე მას, მაშინ ღმერთი ჩაგთვლის შენ ჭეშმარიტად მართალს! პატივი მიაგე ჯვარცმულ ქრისტე შენი რწმენით და შენ განიწმინდები მასთან ურთიერთობაში!

მეფე დავითი შთაგონებული მეფსალმუნე იყო ცოდვილი, მაგრამ განიცადა საკუთარ თავზე ღვთიური გამართლების საიდუმლო, ის არ ყოყოჩობდა თავისი სულიერი ფსალმუნებით, არ მართლდებოდა საკუთარი საოცარი გამარჯვებებით. არ ამაყობდა საკუთარი გულმხურვალე ლოცვებით და გულუხვი შესაწირავებით, არამედ თვლიდა ნეტარ ადამიანად მას ვინც მიიღო ცოდვების პატიება უფლის მადლით! მადლი რომელიც ქრისტეში მოგეცა, - უდიდესია ღმერთის საჩუქართა შორის!

ლოცვა: ღმერთო დიდებულო და წმიდაო, ჩვენ განგადიდებთ იმისთვის, რომ მოგვეცი შენი სიტყვა, რომელიც შენს ძეში აღასრულე, გაგვიხსენი შენი მადლი, რომელიც გვამართლებს ჯვრის მეშვეობით! გახსენი ჩვენი ყურები რათა გვესმოდეს და ვიგებდეთ შენს აღთქმებს და გვწამდეს შენი. მადლობას გიხდით, რომ გაგვამართლე უსასყიდლოდ, ყველა შენს მორწმუნეებთან ერთად მთელს ქვეყანაზე. დაეხმარე ჩვენს მეგობრებს უპასუხონ ამ მოწოდებას და განიცადონ საკუთარ თავზე შენი ძის ჯვრის ძალა!

კითხვა:

  1. როგორ გამართლდნენ აბრაამი და დავითი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:10 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)