Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 090 (Paul in Anatolia - Apollos in Ephesus and Corinth)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

1. პავლე ანატოლიაში, აპოლოსი ეფესოსა და კორინთოში (საქმეები 18:23-28)


საქმეები 18:23-28
23 ერთხანს იქ დაჰყო, იქიდან წამოსულმა რიგრიგობით მოიარა ჯერ გალატელთა, შემდეგ კი ფრიგიის ქვეყანა, და განამტკიცებდა მოწაფეებს. 24 ჩავიდა ეფესოში ერთი იუდეველი, სახელად აპოლო, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი და ძლიერი წერილებში. 25 განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა. 26 მან გაბედულად იწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა. 27 ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით. 28 რადგან მოურიდებლად საჯაროდ ამხელდა იუდევლებს და წერილების მიხედვით ამტკიცებდა, რომ იესოა ქრისტე.

პავლე იყო როგორც მამა, რომელმაც სულით დაბადა მრავალი შვილი სხვადასხვა ქალაქებში. მას ენატრებოდა ისინი და სურდა მათი რწმენაში მყარად ხილვა. არცთუ ისე დიდი ხანი ისვენებდა ანტიოქიაში შემდეგ კი ისევ გზას დაადგა. დადიოდა მთებსა და ველებზე და ფეხით გადიოდა ათასობით კილომეტრს. მას უწევდა საშიში მდინარეების გადალახვა და ითმენდა წყურვილს უდაბნოში. გულს ის წინ მიჰყავდა თავისი მოწაფეების გასამყარებლად და განსაწმენდად. ისე სურდა, რომ ისინი სინათლე ყოფილიყვნენ სიბნელეში, მოქმედი სიყვარულისა და უდიდესი რწმენის მეშვეობით. პავლე არამხოლოდ არსებულ ეკლესიებში დადიოდა, მონაწილეობდა მათი რწმენის წეს-ჩვეულებებში და მოზიარეობაში იყო მათთან, თავმდაბლობასა და ღვთიმოსაობაში. ასევე ეძებდა ცალკეულ მორწმუნეებს, ვინაიდან ყველა ერთი სხეულია და არცერთი არ არის ერთმანეთზე უკეთესი.

პავლეს ეფესოში მისვლამდე გამოჩნდა აპოლოსი - მასწავლებელი, რომელმაც იესო ირწმუნა. არც იერუსალიმიდან და ანტიოქიიდან მოსულა, არამედ ალექსანდრიიდან. ეს მსხვილი ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე და იმდროისთვის იყო სიდიდით რომის შემდეგ მეორე. ეს იყო ბერძნული ფილოსოფიის კულტურული ცენტრი, იმ დროისთვის ათენზე მეტად ცნობილიც კი. აა;ექსანდრიაში ცნობილი ფილოსოფოსი ფილონი, შეეცადა გაეერთიანებინა ბერძნული კულტურა ძველი აღთქმის სიბრძნესთან. შესაძლოა აპოლოსმა თავისი ცოდნა წიგნების კითხვის მეშვეობით მიიღო, ვინაიდან ის არაჩვეულებრივი ორატორი და წმიდა წერილის შესანიშნავი მცოდნე იყო.

აპოლოსმა არ იცოდა სულიწმიდის მორწმუნის გულში ჩასახვის ჭეშმარიტება. იოანე ნათლისმცემლის სწავლებას მიყვებოდა, წყალში მოინათლა, მოინანია თავისი ცოდვები და ქრისტეს მოსვლას ელოდებოდა. შესაძლოა ის შეხვედრია ქრისტიანებს ალექსანდრიაში ან იერუსალიმში, ან სმენია კიდეც, რომ იესო ნაზარეთიდან ჭეშმარიტი ქრისტეა. აპოლოსი ღრმად იკვლევდა ძველი აღთქმის წერილებს და აკვირდებოდა იესოსადმი აღსრულებულ მოსეს წინასწარმეტყველებას. მან აღიარა მისი ჯვრით სიკვდილი, მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება. ის ელოდებოდა მის მეორედ მოსვლას, თუ როდის დაამყარებდა დედამიწაზე თავის მეფობას. აპოლოსი შთაგონებული უქადაგებდა ამ ქრისტიანებს ჭეშმარიტებას მჭერმეტყველური სიტყვებით, თუმცა ჯერ თავადაც ვერ გაეგო ხსნის არსი, და სულიწმიდა არ იყო მასში. ამის მიუხედავად უფლის სული მოქმედებდა მისი მეშვეობით ისევე როგორც ადრე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებში. ის იყო შეპყრობილი იოანე ნათლისმცემლის მიერ, მაგრამ სულითადა წყლით შობილი არ იყო. როდესაც აკვილამ და პრისკილამ გაიგონეს თუ როგორ ქადაგებს ეს ახალგაზრდა ყმაწვილი იესოზე იუდევლურ სინაგოგაში, მათი გულები სიხარულით აივსო - რადგან ქრისტიანული მოწმობები მყარდებოდა! მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ეს მქადაგებელი საუბრობს სწორი სიტყვებითა და კარგი სტილით, მაგრამ ქრისტიანობის შესახებ მისი წარმოდგენა არცთუ ისე სწორი იყო. ის ქრისტეს მორწმუნე, როგორც ფილოსოფოსი გახდა მაგრამ არ გამხდარა ღმერთის ძე, რომელიც სულიწმიდით არის აღვსილი. მაშინ ორმა გაუნათლებელმა ხელოსანმა დაპატიჯა ეს ორატორი თავის სახლში და ასწავლეს გადარჩენის შესახებ უფრო მეტი ფაქტები ვიდრე იცოდა.

აქედან შეიძლება გამოვყოთ ოთხი მნიშვნელოვანი პუნქტი:

პირველრიგში აპოლოსი ძალიან ჭკვიანი და განათლებული ყმაწვილია, რომელიც იყო თავმდაბალი და მოწადინებით ღებულობდა სწავლებას, ღარიბი კარვები მშენებლებისგან.

მეორე, თურმე შესაძლებელია, რომ უბრალო ადამიანებმა მაგრამ სულიწმიდაში სიბრძნით ნაცხებებმა ილაპარაკონ დიდი სიბრძნით ვიდრე განათლებული ფილოსოფოსები, რომლებმაც ირწმუნეს იესო, მაგრამ არავითარი ცოდნა არ აქვთ სულიწმიდაში.

მესამე, მთავარი და აქტიური პიროვნება ამ შეხვედრაში იყო ქალი პრისკვილა, რამდენადაც აქაც და შემდეგ მისი სახელი პირველი ჟღერდება. ეს იმას მიუთითებს, რომ ერთგულ ქალს შეუძლია ატაროს მკაფიო და მომქმედი მოწმობა.

მეოთხე, სრულიად შესაძლებელია რომ აპოლოსმა მიიღო სულიწმიდა ამ ორი კარვის ხელოსნისგან, ისევე როგორც პავლემ მიიღო სულიწმიდა დამასკოში უბრალო მორწმუნე ანანიასგან. უფალი ხშირად მოქმედებს ნაკლებად შესამჩნევი ადამიანების მეშვეობით, რომლებიც უსმენენ მას, და ამდაბლებს დიდებულებსა და ამპარტავნებს. ნეტარია ეკლესია სადაც წევრები - უბრალოები და ერთგულები არიან და არ აკრიტიკებენ მქადაგებელს ყველასთან. არ საუბრობენ მასზე დამაცირებლად, არამედ პატიჟებენ მას თავიანთ სახლში, რათა განუმართონ მას სულიწმიდის უფრო ზუსტი ჭეშმარიტება. ამ საუბრიდან რომელიც მიმდინარეობს აპოლოსსა და წყვილს შორის კარგად გამოჩნდა, რომ პავლემ ეს წყვილი განასწავლა თავიანთი ერთობლივი შრომის დროს. მათ შეეძლოთ აპოლოსისთვის მეტი სიიბრძნის მიცემა, ვიდრე ფილოსოფიის ყველა წიგნს ერთად. სულიწმიდის რწმენა ყველა გონებრივ ცოდნასა და ძლიერ შთაგონებაზე უფრო მეტია.

ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეფესოში მრავალი ძმა იყო. ჩანს პავლეს მცირედროითი მსახურება ეფესოში, რომლის შემდეგაც პრისკვილა რწყავდა ჭეშმარიტეს თესლსს თავისი ქადაგებებით და ყოველივე ამან აქ არსებულ ეკლესიას მისცა სათავე, რომელიც გახდა ახლო რეგიონებში მყოფი ყველა ეკლესიისთვის ცნობილი.

ძმებმა ეფესოდან გაგზავნეს კორინთელთა ეკლესიაში რეკომენდაციის წერილი აპოლოსის შესახებ, რათა მათ მიეღოთ ის. შესაძლოა ის იყო ჩაცმული როგორც ფილოსოფოსი, მაგრამ სწამდა ქრისტე და შეეძლო დაემტკიცებინა ძველი აღთქმის წერილებიდან, რომ იესო - ცოცხალი უფალი და ქრისტეა. აპოლოსი წავიდა ეფესოდან არა ისეთი, როგორიც მოვიდა. ახლა ის უკვე თავის გონებას აღარ ეყრდნობოდა და არ სჯეროდა მხოლოდ თავისი მონანიების. ის ამყარებდა ყველა თავის ქადაგებას მადლზე. კორინთოში ის ამას ადასტურებდა ღვთის მადლით, რომ ქრისტეა მხსნელი, გამანთავისუფლებელი და ძლევამოსილი გამარჯვებული. აპოლოსს შეეძლო თავის მჭერმეტყველობითა და განსწავლულობით დაემტკიცებინა იუდეველებისთვის ეს ყველაფერი და მრავალმა ირწმუნა მისი მეშვეობით და უფრო მეტიც, მას სულიერ მამად მიიჩნევდნენ (1 კორ. 1:12). ამავდროულად ეს მქადაგებელი მორწმუნეებს უხერხულობას უქმნიდა, რადგან ფორმალურად ის არ ირიცხებოდა არცერთ ეკლესიის ჯგუფში, რომელიც კავშირში იყოს იერუსალიმსა და ანტიოქიასთან, არამედ გვერდით იდგა. ამის მიუხედავად პავლემ მას ქრისტეში ძმად თვლიდა აღიარებდა მის ნიჭებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ეკლესიების გასამყარებლად. ამიტომაც ძვირფასო ძმაო არ უარყო უცნობი მქადაგებლები და ქრისტეს ერთგული მოქმეები სხვა ეკლესიებიდან. მიეცი მათ ნება იმსახურონ მათ შენს საზოგადოებაში რათა გაიზარდნონ ქრისტეს სისრულეში. ხოლო რაც ეხება ვინც ერესს ქადაგებს, ქადაგებს გაყოფას, უფალი გეუბნება, რომ არ მიიღი ისინი შენს კრებულში.

ლოცვა: მადლობას გიხდით უფალო, რომ არაფრის მცოდნენი მოგვიწოდე დასამოწმებლად. განგადიდებთ რადგან შენ განსწავლული ადამიანი მიიყვანე უბრალო მორწმუნესთან და ამ ადამიანმა მოინანია და მიიღო უბრალო დარიგება, რათა ჩაწვდეს შენი მადლის სისრულეს. მოგვეცი სითამამე, თავმდაბლობა და ერთობა, რათა ვაცნობიერებდეთ ჩვენი ეკლესიების საჭიროებებს, სხვა ეკლესიის ერთგული ძმების დახმარებით.

კითხვა:

  1. რომელი ოთხი ჭეშმარიტება გამოიკვეთა აპოლოსის წყვილთან საუბრის შემდეგ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:51 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)