Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 082 (Founding of the Church at Philippi)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

4. ეკლესიის დაარსება ფილიპეში (საქმეები 16:11-34)


საქმეები 16:29-34
29 მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე. 30 გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?” 31 მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”. 32 უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს. 33 იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი. 34 სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.

ციხის მცველმა დაიყვირა: “გამინათეთ ცეცხლით”! ეს სიმბოლურად იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ის მთელი ცხოვრება სიბნელეში იყო, მაგრამ ახლა პავლეს სიტყვებმა რაღაც დონეზე მისი გონება გაანათეს. მალევე ამოიცნო ზეციური სულის სინათლე და მოციქულთა ფეხთ დაემხო, ვინც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. შესაძლოა ღმერთებად აღიქვა ისინი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გაქცევით არ გადარჩენილან. მათ ის ძალიან უყვარდათ და მისი სიცოცხლე შეინარჩუნეს. ქრისტეს სიკეთე დიად სულიერ გადატრიალებას ახდენს მსოფლიოში.

პავლეს არ დაუწყია ქება და მცველის უფრო მეტად შეშინება. აუხსნა, რომ ისეთივე ადამიანია, როგორც ის, მაგრამ შეიცვალა და ქრისტეს მადლით მოიქცა. როდესაც აფორიაქებულმა და შეშინებულმა მცველმა მოისმინა პავლეს სიტყვები, ის და სილა ეზოში წაიყვანა. შეეშინდა, როდესაც მათი სისხლიანი სხეულები დაინახა, ისიც ხომ ამ დანაშაულის მონაწილე იყო, რომელიც ამ წმიდა მოციქულების მიერ იქნა განხორციელებული. გაგიჟებით წარმოთქვა: “რა გავაკეთო, რომ დავიხსნა ჩემი სული უფლის რისხვისგან?” მოციქულმა პავლემ, მოკლედ აუხსნა სახარება ამ დაკარგულ სულს. ერთ-ერთი ყველა დიდი ამონარიდები უთხრა ბიბლიიდან: “იწამე უფალი იესო ქრისტე და გადარჩები შენც და შენი სახლეულიც”. ამ სიტყვებმა მხველში დიდი იმედი ჩასახეს. უფალმა არ გაანადგურა ის ზეციდან ელვით. პირიქით, მადლის კარები გაუღო იესო ქრისტეს სახით. პავლე უმოწმებდა ყველას, ვინც მის გარშემო შეიკრიბა იმ ღამეს: ქალებსა და კაცებს, მონებსა და ციხეების მცველებს, ძველებსა და ახლება, - რომ იესო ქრისტეს ძლევამოსილი უფალია, რომელიც წარმოქმნის მიწისძვრებს, რომელიც პატიობს ყველა ცოდვას და აძლევს ადამიანებს გადარჩენას.

უფალი მკვდრებს აღადგენს, და მზადაა აავსოს ყველა მომნანიებელი სულიწმიდით, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს ცოდვის მონობისგან. პავლე მოციქულმა რამდენიმე სიტყვაში გადასცა მათ სახარების ჭეშმარიტება, რადგან მათ შეშინებულ გულებს ეს სჭირდებოდა. ვინც მზად იყი გადარჩენისთვის, ირწმუნა და აღიარა, რომ მოციქულთა სახით მათ წინაშე იესო დგას. მხოლოდ საუკუნოს შეეძლო მათთან ასე საუბარი, ვინც სთავაზობდა მათ მშვიდობასა და შერიგებას. მსმენეთლა გულებში სეციური სახარების შუქმა იბრწყინა. მხველმა მოციქულები თავის სახლში წაიყვანა, სუფთა ტანისამოსი ჩააცვა და სთხოვა მოენათლათ იგი იმის ნიშნად, რომ ბოლომდე დამორჩილდა იესო ქრისტეს, სიყვარულის მეფეს.

ამ ოფიცერს, რომელიც მცველად მუშაობდა ციხეში, სურდა თავისი ცხოვრების ცოდვებისგან განწმედა და წარსულის დავიწყება. თავისი სახლის კარები გახსნა და ახალი სული შეუშვა იქ. შეკრიბა მთელი ოჯახი, მისი მომსახურეები და მომუშავეები და იმ ღამეს ყველა მოინათლა. მცველმა იცოდა, რომ უფლის დავალება დაუყოვნებლის სრულდება. ყველა მონათლულში სულიწმიდა ჩასახლდა და სიხარულით აღივსნენ. გულებში ქების სიმღერებს მღეროდნენ და მიხვდნენ, რომ ღმერთმა მოინახულა ისინი საპყრობილეში.

მოამზადეს სახლი, გაშალეს დიდი სუფრა და ზეიმობდნენ ქრისტეს, რომელმაც ისინი ცოდვებისგან განწმიდა და სინდისი გაუსუფთავა. ვინც უწინ დამნაშავე და თაღლითი იყო, ახლა უფლის სინათლეში დაიწყო ცხოვრება, შუაღამის წყვდიადშიც კი. როგორი არაჩვეულებრივი სურათია - საღამოს სუფრა, ქრისტე ანათებს იმ სიბნელეს, რომელიც მორწმუნეების გარშემოა და დიდებული სიხარულით ავსებს მათ. ასეთი იყო პავლეს და სილას ტანჯვის, მოთმინების, და ერთგულობის საზღაური და ნაყოფი. ამასთანავე ლიდია, ლუკა და ტიმოთე არ წყვეტდნენ დაკავებულ ძმებზე ლოცვას.

საქმეები 16:35-40
35 გათენებისთანავე, მსახურები გაგზავნეს მთავრებმა და უთხრეს: "გაუშვი ის კაცები”. 36 შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: "მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და წადით მშვიდობით”. 37 მაგრამ პავლემ შეუთვალა: "ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, სახალხოდ, განუკითხავად გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, დაე მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ”. 38 ეს სიტყვები მთავრებს მოახსენეს მსახურებმა. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო. 39 მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილედან და სთხოვეს, ქალაქიდან წასულიყვნენ. 40 საპყრობილედან გამოსვლისთანავე მივიდნენ ლიდიას სახლში, ძმები მოინახულეს, ანუგეშეს და გაემგზავრნენ.

ციხის მცველი მღელვარებით ელოდება ქალაქის მსახურთა საბოლოო გადაწყვეტილებას, მან ხომ დაუკითხავად გაანთავისუფლა დაკავებულები და ზრუნავდა მათზე. როდესაც მოისმინა, რომ მათ ანთავისუფლებდნენ, გაიქცა რათა ეამბო ეს პავლესთვის. სთხოვა პავლეს, რომ მშვიდობით წასულიყო, რათა არავის არაფერი დაეშავებინა მისთვის.

თუმცა პავლემ არ მოისურვა წასვლა და თავისი მოქალაქეობრივი უფლებები დაიცვა. მაგრამ მისი ეს უფლებები მკაცრად დაირღვა. ის წუხდა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ახალ დაარსებულ ეკლესიაზე. ის და სილა არ იყვნენ ურჩხულები, არამედ რომის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც სამჯერ უსამართლოდ შეიპყრეს. ისინი სცემეს და ამით დაარღვიეს მათი უფლებები, რადგან კანონით მხოლოდ მომების ცემა შეიძლებოდა. უფრო მეტიც, ისინი სახალსოდ სცემეს, დასაჯეს ყოველგვარი კანონის მოთხოვნილების გარეშე, ასეთი უსამართლობა კი რომაულ იმპერიაში დიდ და სერიოზულ შეცდომად ითვლებოდა. ყველაფერთან ერთად კი პავლე და სილა შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში, თუმც უდანაშაულოები იყვნენ, და მათ წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ იყო. ყოველივე ეს პავლეს სრულ უფლებას აძლევდა დაეწყო სასამართლეობრივი პროცესი, ქალაქის მსახურების წინააღმდეგ.

პავლე დაჟინებით ითხოვდა, რომ მსახურები მათთან მისულიყვნენ, საპყრობილეში და ბოდიში მოეხადათ, ასევე თან მიჰყოლოდნენ ქუჩებსა და ქალაქში, საპატიო სტუმრების მსგავსად. პავლეს მიზეზი შურისძიება კი არ იყო, რადგან მამდვილი მორწმუნის მსგავსად აპატია მათ. ეს გადაწყვეტილება მიიღო რათა გაემართლებინა მხირე რიცხოვანუ შესაკრებელი ფილიპეში, სადაც არსებულ ეკლესიას სათავე დაუდო. უნდოდა, რომ მოსახლეობას ამ მოძრაოვისთვის, როგორც წრფელისთვის ისე შეეხედათ, რომელიც არ უნდა იმალებოდეს გამოქვაბულებსა და მიწისქვეშა ოთახებში.

საბოლოოდ მსახურები უმალვე მივიდნენ პავლესთან. პატივისცემით ესაუბრებოსნენ წარმართთა მოციქულს, ეხვეწებოდნენ რა მშვიდად და ჩუმად წასულიყო ქალაქიდან. ცდილობდნენ ყველანაირი პრობლემის არიდებას იმ გულთმისანი ქალის უფროსებისგან, რომლებაც დაკარგეს თავიანთი ადგილი მადლის მოქმედების შედეგად.

პავლეს დიდად არ აინტერესებდა, რას ლაპარაკობდნენ ისინი. დაბრუნდა ლიდიის სახლში, სადაც ეკლესიის წევრები იკრიბებოდნენ სალოცავად. მის სახლში უამრავლი მორწმუნე და-ძმა იყო, რითიც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირველი ევროპელის მოქცევისა და ციხის მცველის გადარჩენას შორჯს არც თუ ისე ცოტა ხანი გავიდა. ამ დროის განმავლობაში მოციქულები ქადაგებდნენ პილიპელებთან და იქ ცოცხალი ეკლესია დაარსეს. როდესაც შემდეგ შეიკრიბნენ ლიდიას სახლში, დაზარელებულმა მოციქულებმა დაამშვიდეს ძმები და დაუმოწმეს მათ, რომ ქრისტე მათთან ერთად იყო ყველა მათი უბედურების ჟამს. მალევე დატოვეს ქალაქი პავლემ და სილამ, და ტკმოთეც გაყვა მათ, ხოლო ექიმი ლუკა დარჩა ფილიპეში, რათა ადგილობრივ ეკლესიას მომსახურებოდა. ამიტომაც საუბრობდა ლუკა მათზე მესამე პირში, ამითი აჩვენებდა იმას, რომ ის მათთან აღარ იყო.

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ შენი სიტყვა ადამიანებს ცოდვებს პატიობს და ხსნას აძლევს. გვჯერა, რომ ყველა ჩვენი ახლობლის გადარჩენა გსურს. გაწმიდე ჩვენი გული შენი ძვირფასი სისხლით, ყოველგვარი ცოდვისგან და საბოლოოდ გაასუფთავე ჩვენი გონება შენი სულიწმიდით! დაეხმარე ყველა ჩვენ ნათესავსა და მეზობელს დაინახონ, თუ როგორ გიყვარვართ, და მოისურვონ შენი მიუწვდომელი მშვიდობა!

კითხვა:

  1. რატომ შეიძლება მე-16 თავის 31-ე მუხლის, ბიბლიის ყველაზე მნიშვნელოვან მუხლად ჩათვლა?

კითხვების მეხუთე სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. რა არის მამოძრავებელი ძალა და მიზანი ღმერთის ისტორიისა ადამიანებთან?
  2. რა იქადაგა პავლემ ქრისტეს აღდგომაზე? რა კეთული უწყება უთხრა მათ ამ აღდგომაზე დაყრდნობით?
  3. როგორ დაასაბუთა პავლემ თავისი უფლება, რომლითაც შეეძლო წარმართებისთვის ექადაგა? როგორ აღივსნენ რწმენით კერპთაყვანისმცემელნი?
  4. რატომ გარბოდნენ პავლე და ბარნაბა ერთი ქალაქიდან მეორეში?
  5. რატომ უწოდა პავლემ მათ ღმერთებს ამქვეყნიური?
  6. როგორ შრომობდნენ პავლე და ბარნაბა ახალ დაარსებულ ეკლესიებზე, როდესაც მათთან ბრუნდებოდნენ?
  7. რა დასკვნა გააკეთეს მოციქულებმა თავიანთი პირველი მისიონერული მოგზაურობის ნაყოფებიდან?
  8. რატომ არ გადაწყვიტა ანტიოქიის ეკლესიამ თავისი პრობლემები დამოუკიდებლად, არამედ მოციქულებს სთხოვეს, იერუსალიმში გამოეტანათ გადაწყვეტილება ამ საკითხებზე?
  9. პეტრეს რომელი სიტყვები იქცა მისი ქადაგების თემა? რატომ მიიჩნევს ქრისტიანული ეკლესია ამ სიტყვებს გადარჩენის საფუძვლად?
  10. რა განსხვავებაა ამ ირ აზრს შორის, გარკვეული რამეების დაშვება სიყვარულის მიზნით და რჯულის შესრულება გადარჩენისთვის?
  11. რომელი ძირითადი ფაქტორები იქნა გათვალისწინებული იერუსალიმში მოციქულების კრებაზე, გადაწყვეტილებების მიღებისას?
  12. რა გეგმითა და მიზეზით გაემგზავრა პავლე მეორე მისიონერულ მოგზაურობაში?
  13. იყო თუ არა ტიმოთეს წინადაცვეთა საჭირო? რატომ?
  14. რა აზრია იმაში, რომ სულიწმიდამ არ მისცა უფლება ადამიანებს თავიანთი მსახურების გეგმების განხორციელების საშუალება, და მოუწოდა ახალ მსახურებაში?
  15. რა სასწაული მოხდა ლიდიას ცხოვრებაში? რატომ მონათლა პავლემ, ყველა მისი შინაური ?
  16. რა სიცრუე იმალებოდა მკითხავი, ეშმაკეული ქალის სიტყვებში? რა ჭეშმარიტება თქვა პავლემ?
  17. რატომ მღეროდნენ დატანჯული მოციქულები საპყრობილეში ქებადიდების სიმღერებს შუაღამისას?
  18. რატომ შეიძლება მე-16 თავის 31-ე მუხლის, ბიბლიის ყველაზე მნიშვნელოვან მუხლად ჩათვლა?

გირჩევთ, რომ დაასრულო მოციქლთან წიგნის შესწავლა, რადგან მისი მეშვეობით ღმერთის სიტყვების საგანძურს მოიპოვებ. ველოდებით შენ პასუხებს, და ვლოცულობთ შენზე. მისამართი:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:44 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)