Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Acts - 069 (Founding of the Church at Lystra)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

5. ეკლესიის დაარსება ლისტრაში (საქმეები 14:8-20)


საქმეები 14:8-18
8 იყო ერთი კაცი ლისტრაში, ფეხებმოწყვეტილსა და დედის მუცლიდანვე დავრდომილს, არასოდეს გაევლო. 9 ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად, 10 უთხრა ხმამაღლა: "შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!” ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული. 11 ხალხმა რომ პავლეს მიერ მოხდენილი სასწაული დაინახა, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ადამიანებს დამსგავსებულან ღმერთები და ჩვენთან ჩამოსულანო. 12 უწოდეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს - ჰერმესი, რადგან სიტყვაში პავლე უფროსობდა. 13 ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც იმ ქალაქის წინ იდგა, კარიბჭესთან ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა; გადაწყვეტილი ჰქონდა ხალხთან ერთად მსხვერპლი შეეწირა. 14 ეს რომ მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, გაიგონეს, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და შეჰყვირეს: 15 "კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია; 16 რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა, 17 თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს”. 18 ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.

ქალაქ ლიტრაში, რომელიც იკონიიდან 30 კილომტრში მდებარეობს, საოცარი განკურნება მოხდა: იესომ პავლეს სიტყვების მეშვეობით განკურნა კოჭლი. რამდენიმე წლის წინ კი პეტრემ ასევე იესოს სახელით განკურნა დაბადებიდან პარალიზებული ადამიანი, რომელიც ტაძართან იჯდა. ამ განკურნების გამო, ტაძრის ეზოში ხალხი შეიკრიბა და პეტრემ მათ უქადაგა. ამის შემდეგ ის სასამართლოში წაიყვანეს უზენაესი საბჭოს წინაშე.

პავლეს იგივე მოუვიდა ლისტრაშიც. როდესაც მოციქული უქადაგებდა ხალხს, შეამჩნია დაბადებიდან კოჭლი. მას ესმოდა ქადაგების სიტყვები და სჯეროდა იესოს ძალის. როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, პავლე მიხვდა, რომ უფალს მისი განკურნება სურს. შეხება მას პირდაპირ და უბრძანა გაევლო. მოციქულის სიტყვებში ქრისტეს ძალა მოქმედებდა, თუმცა იესოს სახელი არც უხსენებია, არც ხელი მოკიდა კოჭლს, როგორც ამას პეტრე აკეთედებდა. ამ ავადმყოფმა ადამიანმა მოისმინა სახარება და ირწმუნა გადარჩენის კეთილი უწყება. მისმა რწმენამ იხსნა იგი.

ლისტრაში კერპთაყვანისმცემლები ცხოვრობდნენ, არც ერთმა მათგანმა არ იცოდა ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის წინაშეც ყველა დამნაშავეა. მათ ბევრი ღმერთებისა და სულების სწამდათ. სჯეროდათ, რომ მათ ღმერთებს გარდასახვა და მათთან ერთად სიარული შეუძლიათ. ასევე მარტივად აღმერთებდნენ ცნობილ ადამიანებს, რადგან ჯოჯოხეთის სულები და მომაკვდავები ვერ ცხოვრობენ საუკუნოდ.

როდესაც ხალხა მოუსმინა პავლეს და ბარნაბას და იხილა სასწაული, იფიქრეს რომ მათ ქალაქს კეთილი ღმერთები ეწვივნენ. ბარნაბას ზევსი დაარქვეს, რადგან ისეთივე ხასიათის თვისებები ჰქონდა, როგორიც მათი ღმერთების მამას, ბერძნული პანთეოს მთავარ ღვთაებას, რომელიც სიკეთით, უსიტყვოობით და კეთილგონიერებით სავსე იყო. პავლეს ჰერმესი უწოდეს, ღმერთისგან წარმოგზავნილი, რადგან აქტიურობით გამოირჩეოდა, მოქმედებდა ენერგიულად, ლაპარაკობდა და კამათობდა. ქალაქის უკან ზევსის ტაძარი იყო და ზევსი ღმერთის მღვდელი უმალვე მიხვდა, რასაც სთხოვდნენ. წავიდა საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად. მოიყვანა ორი ნაჭი ხმო, რომელიც ყვავილებით იყო მორთული და უნდოდა მოციქულებისთვის მსხვერპლად შეეწირა. მან ქალაქის მაცხოვრებლებს დაუძახა ღმერთების სახელით გამართულ ქეიფზე. მსგავსი ქეიფები ტაძარში ხდებოდა მრუშობის თანხლებით. ითვლებოდა რომ ასე ისინი მთელ თავიანთ ენერგიას ღმერთს უძღვნიდნენ.

პავლე და ბარნაბა მაშინვე ვერ მიხვდნენ თუ რას ყვიროდა ხალხი თავიანთ ენაზე. ისინი გარკვეულ მანძილზე იდგნენ, რადგან პატივისცემით ეპყრობოდნენ. როდესაც მიხვდნენ რის გაკეთებდას აპირებდა ხალხი, გულისრევის და შიშის შეგრძნება დაეუფლათ. ხალხის შუაგულსი მოექცნენ, შემოიხიეს სამოსი, რადგან ხალხის უკმაყოფილება გამოეწვია. შემდეგ გაიქცა, ავიდა მაღალ ქვაზე და დაიყვაეა: “ გაჩერდით! არ ხართ სწორევი, ჩვენ არ ვართ ღმერთები, ისეთივე ადამინები ვართ, როგორებიც თქვენ, სისხლისა და ხორცისაგან. ტყუვდებით! ზევსი და ჰერმესი არ მოსულან თქვენთან! ისინი არ არსებობენ, გამოგონილები არიან! ყველა ღმერთი ვისაც თაყვანს სცემთ - გამოგონილია, ამქვეყნიური და აზრს მოკლებულია, რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს, არ გააჩნია სიცოცხლე და ძალა!”

მოვედით, რათა გვექადაგა ერთიან, წმიდა და ჭეშმარიტ ღმერთზე, ცისა და მიწის შემოქმედზე, რომელმაც შექმნა ყოველივე რასაც ხედავთ და თავად თქვენც! ყველანი კეთილი ღმერთის შექმნილები ვართ, რომელიც არავის აიძულებს მისი ნების აღსრულებას, არამედ მის მოწინააღმდეგეებს თავისუფლებას აძლევს, ისე რომ ისინი თავად მიდიან დაღუპვისკენ. და თუმცა ადამიანები ეგოისტები არიან, ღმერთი აგრძელებს თავის ისტორიას მათთან. მას მხოლოდ მორჩილები კი არა ურჩებიც უყვარს, აძლევს მათ წვიმას, მზის სხივს, სითბოს, სიცივეს და მოსავალს თავის დროზე. მხოლოდ ღმერთი უზრუნველგვყოფს ყველაფრით, სიხარულითა და დღესასწაულებით, არა ზევსი და ჰერმესი ან რომელიმე სული. მღვდეი გაბრაზდა, ხალხი კი უკმაყოფილოდ დაიშალა, განაწყენდნენ რომ სიმოვნებას ვერ მიიღებდნენ, რომელიც თავის ღმერთებს უკავშირდება. თითქოს თავზარი დაეცათ. მთელი ქალაქი 2 მოციქულზე და მათ უცნაურ ქადაგებაზე, ერთი ღმერთის შესახებ, საუბრობდა.

კითხვა:

  1. რატომ უწოდა პავლემ მათ ღმერთებს ამქვეყნიური?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:31 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)