Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 130 (The witness of John and his gospel)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 – 21:25)
5. იესო ტიბერიადის ზღვასთან (იოანე 21:1-25)

დ) იოანეს მოწმობა თავისი სახარების შესახებ (იოანე 21:24-25)


იოანე 21:24
24 ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს; და ვიცით, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა.

აქ ჩვენ 4 მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ვხსნით:

1.ამ სახარების ავტორი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რიდესაც ამ სახარებამ გავრცელება დაიწყო. მას კარგად იცნობდნენ ბერძნულენოვან ეკლესიებში. ეს იყო მოწაფე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის დროიდან, ქრისტეს ამაღლებამდე, მიყვებოდა იესოს.

2.იოანე იესოს თვითმხილველი იყო. მას პირადად გაეგო ყველა სიტყვა, რაც ჩაწერილია იოანეს სახარებაში, და ხედავდა მას. ეს სახარება დაწერილია არა რომელიმე ეკლესიაში შემოსწრებული წევრის, არამედ იოანესი, ქრისტესთან დაახლოებული და მოყვარული მოწაფის.

3.შესაძლოა იოანე ბერძნულ ენას კარგად არ ფლობდა და საკუთარ მიმდევარს კარნახობდა აზრებს, ვინც ენა იცოდა. ნებისმიერ შემთხვევაში აზრი ნათელი რჩება, ჭეშმარიტება კი – შეუცვლელი.

4.ყველამ განიცადა ქრისტეს ჭეშმარიტება საკუთარ თავზე, ვინც ამ სახარებას ავრცელებდა. მიიღეს რა ის, მიიღეს შვილობის სული. მათზე სულების გარჩევის სული გადმოვიდა, და მათ შეეძლოთ სიცრუე განესხვავებინათ. მათ ჭეშმარიტების სული მიიღეს, ნუგეშუისმცემლის, რომელიც მათ ყველა ჭეშმარიტებისკენ აძლევდა მიმართულებას.

იოანე 21:25
25 კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც მოიმოქმედა იესომ; ყველაფერი რომ დაწვრილებით დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით წუთისოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ!

ზოგიერთი ბორძიკობს იმაზე, რომ სახარება ოთხია და არა ერთი. პავლეს წერილი, რომ წავიკითხოთ, როგორც ცალკე სახარება (მისი გამომეტყველებით), მაშინ ხუთი სახარება გვაქვს. გარდა ამისა ყველა ქრისტიანის ცხობრება თავისთავად არის კეთილი უწყება. იოანე ამბობ, რომ ბევრი იხილა და ბევრი მოისმინა, მაგრამ ყველაფერი ვერ დაწერა. ქრისტეში ღვთის სისრულე იყო. ქრისტე დღესაც ცოცხალია, და ის თავის ეკლესიაში მკვიდრობს და ისიც მის ნაკვალევს მიყვება. ჩვენ რომ ვწეროთ ყველაფერი, რაც იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გააკეთა, წიგნები არ გვეყოფა. ქრისტიანებს არ ეყოფათ საუკუნე, რომ ჩაწვდნენ სიგანესა და სიღრმეს, რომელიც მოქმედებს ადამიანის ისტორიაში. ჩვენი ზეციერი მამა ღრუბლების და კვამლის მეშვეობით კი არ მოქმედებს, არამედ სიტყვის მეშვეობით, რომელიც

ახალ აღთქმაში წერია. ჩვენ თავს ბედნიერად ვთვლით, რადგან შეგვიძლია მოვისმინოთ მისი ხმა, მის აზრებს ვწვდებით და მის დაძახილს ვეხმაურებით. მახარობელმა იოანემ დაგვიხატა მოსიყვარულე და მოწყალე იესოს ხატება, და ყოველი ვინც ყურადღებით კითხულობს მის სახარებას, მასთან ერთად ამბობენ: ”ჩვენ დავინახეთ მისი დიდება, მხოლოდშობილის დიდება მამისგან, რომელიც სავსეა მადლით და ჭეშმარიტებით. და მისი სისავსიდან ვიღებთ მადლს მადლზე”.

ლოცვა: მადლობა უფალო იესო, რომ შთააგონე იოანე ამ სახარების დასაწერად. შენ ამ სახარების სიტყვებიდან მოგვმართავდი. მადლობად გიხდით შენი წყალობისთვის, შენი სიტყვებისა და საქმეებისთვის, შენი სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომისთვის. შენ მამა გვიჩვენე და ცოდვები გვაპატიე. ახალი ცხოვრება მოგვეცი სულიწმიდის მეშვეობით. სიხარულით გელოდებით და გთხოვთ ჩვენი მეგობრების და მტრებისთვის, რათა ჩვენთაბ ერთად იყვნენ შენ მოლოდინში და იხილონ შენი დიდება. დაე დაგმორჩილდნენ და აღიარონ შენი მოწაფის დამოწმება: ”ჩვენ ვიხილეთ შენი დიდება!”

კითხვა:

  1. რაზე მოწმობდნენ ისინი, ვინც იოანეს სახარება გაავრცელეს?

კითხვარი - 7

ძვირფასო მკითხველო,
თუ თქვენ აქ ჩამოთვლილ 24 კითხვიდან 20 სწორ პასუხს გამოგვიგზავნით, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით მომდევნო ბროშურების სერიებს იოანეს სახარების შესასწავლად.

  1. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ იესოს და პეტრეს, იესოს ანნას წინაშე დაკითხვის დროს?
  2. როგორი მეფეა იესო?
  3. რას ვსწავლობთ, როდესაც ვუყურებთ იესოს, რომელიც დგას სისხლიანი, ეკლის გვირგვინით თავზე?
  4. რატომ გამოუტანა პილატემ იესოს სასიკვდილო განაჩენი?
  5. რა აზრის იყო ქრისტეს თავზე დაკიდებული წარწერა?
  6. რომელი სამი სიტყვა წარმოსთქვა იესომ ჯვარზე, იოანეს დამოწმების მიხედვით? რას ნიშნავდნენ ისინი?
  7. რას ვიგებთ იმ ინფორმაციიდან, რომ იესოს ძვლები არ ჰქონდა დამტვრეული?
  8. რას გვასწავლის იესოს დამარხვა?
  9. ქრისტეს აღდგომა, რომელ სამ ნათელ მოწმობას მოიცავს?
  10. ცარიელი სამარხის შიგნით, რა დაიჯერა იოანემ?
  11. რატომ არ შეწყვიტა მარიამმა იესოს სხეულის?
  12. რა უწყებას გვიგზავნის იესო, მარიამის ბაგით?
  13. რას ნიშნავს იესოს პირველი სიტყვები, რომლებიც აღდგომის შემდეგ უთხრა მოწაფეებს?
  14. რატომ ხარობდნენ მოწაფეები?
  15. რა არის გასაკვირი იმაში, რომ იესომ მოწაფეები გაგზავნა ქვეყნიერებაზე?
  16. ვინ არის სულიწმიდა და რას აკეთებს ის შენი ქრისტეზე მოწმობის მეშვეობით?
  17. რა აზრი დევს თომას აღიარებაში?
  18. რატომ ეძახის იესო ნეტარ მორწმუნეებს მათ, ვისაც ის არ უხილავს?
  19. რაზე წერდა იოანე, სახარების ბოლოს?
  20. რატომ შერცხვათ მოწაფეებს, როდესაც მათი ბადე თევზით აივსო?
  21. რამ მოახდინა შენზე განსაკუთრებული ზეგავლენა, პეტრესა და იესოს დიალოგისას?
  22. როგორ განადიდა პეტრემ იესო?
  23. რას ნიშნავს იესოს ბოლო სიტყვები, იოანეს სახარებაში?
  24. რაზე მოწმობდნენ ისინი, ვინც იოანეს სახარება გაავრცელეს?

პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:

Waters of Life,
P.O.Box 30 70
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:38 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)