Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 113 (Piercing Jesus' side)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 – 19:42)
4. იესოს ჯვარცმა და სიკვდილი (იოანე 19:16ბ-42)

ე) იესოს ფერდს უსერავენ (იოანე 19:31-37)


იოანე 19:31-37
31 რაკი პარასკევი იყო, შაბათს გვამები ჯვარზე რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო, სთხოვეს იუდევლებმა პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32 მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტვრიეს, ერთსაც და მეორესაც. 33 იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს, 34 მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით განუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. 35 მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ. 36 რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: "და ძვალი მისი არ შეიმუსრება”. 37 და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: "შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.

იუდეველები იმდენად ფანატიკურად იცავდნენ კანონებს, რომ ადამიანობა დაკარგული ჰქონდათ. მოსეს დროს, მოკლულების ღამით დატოვება იკრძალებოდა და გვამების წაღება ღამემდე უნდა მომხდარიყო. იუდეველებმა ეს კანონი გამოიყენეს სამ ჯვარცმულთანაც. მათ არ უნდოდათ დღესასწაულზე ამ საზიზღრობის ყურება. ამიტომაც მათ პიკატეს სთოხევ, ძვლებიდ დამტვრევით დაესრულებიმათ მათი საქმე. ზოგიერთი ჯვარცმული მესამე დღეს კვდებოდა , ვინაიდან ნალურსმნული ჭრილობიდან სისხლი არ მოდიოდა. რომაელი მეომრები გაეშურნენ მათკენ ძვლების დასამტვრევად. როდესაც იესოს ჯერი დადგა, ისინი გაჩერდნენ. იცოდნენ, რომ უკვე მკვდარი იყო. მისი მშვენიერის სხეული უკვე ჯვარცმამდე იყო ნაწამები, მისი სული კი გაწამდა ჩვენი ცოდვებისა და ღვთის რისხვისგან. იესო საკუთარი ნებით მოკვდა, რათა საუკუნოდ შევერიგებინეთ ღმერთთან. მეომრები არ ფიქრობდნენ ასეთ რელიგიურ საკითხებზე, არ დაინტერესებულან რატომ ან რისთვის კვდებოდა; მათ მხოლოდ ერთი აინტერესებდათ, მოკვდა ის თუ ცოცხალია. ერთმა მეომაეთაგანმა აიღო შუბი და გულის დაბლა შეურჭო ისე, რომ ფერდში მოხვდა. და მისი ჭრილობიდან მხოლოდ სისხლი კი არა წყალი წამოვიდა. ეს ადასტურებს იმას, რომ იესო მოკვდა იმ მგლოვიარე პარასკევს შუადღის ექვს საათმდე.

ქრისტიანები ამ მოვლენაში ხედავენ სამ ღვთიურ გამარჯვებას. პირველი ისაა, რომ იუდეველები ეშმაკის ზეგავლენით შეეცადნენ იესოს ძვლების დამტვრევას, რათა არავის ეთქვა, რომ ჯვარცმული ღვთიური მსხვერპლი იყო, ვინაიდან სააღდგომო კანონინი ითხოვდა, რომ კრავის ძვლები არ უნდა დამტვრეულიყო (გამოსვ. 12:46). ასე შეინახა უფალმა თავისი ძე სიკვსილის დროსაც და ვერავიმ შეუშალა მას ხელი ღვთის კრავოის როლის შესრულებაში.

მეორე გამარჯვება მდგომარეობდა იმაში, რომ ამ შემთხვევაში პირველი ეკლესია ხედავდა ზაქარიას წინასწარმეტყველებას (12:10 და 11:13). წინასწარმეტყველმა თქვა, რომ გამცემი თავის მწყემსს ოცდაათ ვერცხლად გაყიდდა. მაგრამ ამის მიუხედავად ღმერთი გადმოღვრის ლოცვისა და მადლის სულს დავითის სახლზე და მთელ იერუსალიმზე, რათა მათ თვალებს დაენახათ ვინ არის ჯვარზე გაკრული და ვინ არის მისი მამა. ასეთი გამოცხადების გარეშე ისინი ვერ შეიცნობენ ღმერთსა და მის გადარჩენას. ჯვარცმული ქრისტეს - ერთადერთი გზა არის, ვისი მეშვწობითაც შეიძლება სულიწმიდის მიღება, როგორც წერია: ”იხილავენ მას, ვინც განგმირეს”.

მესამე გამარჯვება გამოვლინდა მოწაფის ერთგულებაში, რომელიც დარჩა ჯვართან და ყველა ამ მოვლენის მხილველი იყო. ის არ წასულა, როდესაც მეომრები იესოს სხეულთან მივიდნენ, მას არ დაუტოვებია თავისი უფალი სიკვდილის მერე. მან დაინახ, როგორ ჩაარჭეს იესოს შუბი ფერდში. და ის გვიმოწმებს მამის სიყვარულზე და სულიწმიდაზე, რათა ჩვენ წმიდა სამების რწმენით საუკუნო სიცოცხლე შევიძინოთ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ გაიმარჯვე ცოდვაზე, ეშმაკსა და გასამართლებაზე! შენ ცოცზალი ხარ და მეფობ მამასთან ერთად, სულიწმჯდასთან ერთობაში. თაყვანს გცემთ და გემადლიერებით, ვინაიდან ჩვენ მოვიღეთ ამ დარტყმის მეშვეობით სულიწმიდა. შენ ღვთის კრავი ხარ, ჩვენ გამო დაკლული, რათა ღვთის რისხვისგან და საუდამო გასამართლებისგან გაგენთავისუფლებინეთ. მოგვაზადე შენთან შესახვედრად და გამოაღვიძე ყველა, ვისაც ურწმუმოების ძილით სძინავს, რათა მოვიდნენ შენთან და გირწმუნონ!

კითხვა:

  1. რას ვიგებთ იმ ინფორმაციიდან, რომ იესოს ძვლები არ ჰქონდა დამტვრეული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:27 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)