Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 047 (Sifting out of the disciples)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ბ - იესო - სიცოცხლის პურია (იოანე 6:1-71)

5. მოწაფეების გადახარისხება (იოანე 6:59-71)


იოანე 6:66-67
66 ამის შემდეგ ბევრი მის მოწაფეთაგან უკან გაბრუნდა და აღარ მისდევდა მას. 67 უტხრა თორმეთს იესომ: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“

სასწაულიმა ხუთი ათასი კაცის დაპურების შესახებ ხალხში მრელვარება გამოიწვია. თითქოს ერთის მხრივ იესომ მათ დაანახა ის სიცრუე, რომელიც იმალება მათი ემოციების უკან, რომელიც მიმართული იყო იქიტკენ, რომ წასულიყვნენ მისგან. მას არ უნდოდა ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონოდათ მისდამი, მცირედ მორწმუნენი ყოფილიყვნენ, რომელიც დაიმალებოდა მათი ღვთისმოშიშობის უკან. მას უნდოდა, რომ ხალხი მაღლიდან შობილიყო და რწფელი რწმენა ჰქონოდათ, რომელიც მასზე იქნებოდა დაფუძნებული, და არ გაიხედებოდნენ უკან წარსულისკენ. ამ დროს ზოგი იერუსალიმის საბჭოს წევრი მოხვდა მისი მიმდევრების რიცხვში და ცდილობდა ხალხის მის საწინააღმდეგოდ განწყობას. ისინი აშინდებდნენ მათ, რომ იუდევლური რწმენიდან განდევნიდნენ, თუ ისინი განაგრძობდნენ „მატყუარის“ მიმდევრების რიცხვში ყოფნას. კაპერნაუმში მრავალმა დატოვა იესო. ამ მიზეზით ბევრი ადამიანი განეწყო მის წინააღმდეგ. მისი ყველა ერთგული მოწააფებიც კი შეშინდნენ მთავრებით, რადგან ხვდებოდნენ, რომ იესოს სწავლება ითხოვდა მკაიფო გადაწყვეტილებას. მხოლოდ მცირედი დარცა მასთან.

მაგრამ უფალი ამით ახარისხებდა, ასუფთავებდა ხორბალს. რამდენიმე ხნით ადრე იესომ ამოირჩია თორმეტი მოწაფე თავისი მიმდრევრებიდან, რომლებიც თორმეთ ტომს წარმოადგენდნენ ისრაელის ერისა. ეს რიცხვი, რომელსაც ვღებულობთ სამის ოთხზე ნამრავლის დრო, წარმოადგენს ცას და მიწას, უფრო სწორედ წმიდა სმებას და ოთხ მხარეს დედამიწისა. ასევე მოწაფეების რისცხვით ჩანს, რომ შეერთდნენ ცა და დედამიწა.

ამ გადახარისხების შემდეგ იესო აგრძელებს მოწაფეების გამოცდას, რათა მათი არჩევანი განამტკიცოს: „თქვენც ხომ არ გინდათ დამტოვოთ?“ ამ კითხვით მას მოწაფეებს საშუალება მისცა თავიანთი მომავალი განესაზღვრათ. ეს კითხვა დღეს თქვენკენ და თქვენი მეგობრებისკენაა მომართული. დატოვებთ თუ არა მას ყველაზე რთულ მომენტებში, დევნისნის დროს თუ ბოლომდე ჩაეწიდებით მას? რა არის თქვნთვის უფრო მნიშვნელოვანი: ტრადიციები, ემოციები, ლოგიკა, მატერიალური უზრუნველყოფა თუ იესოსთან ურთიერთობა?

იოანე 6:68-69
68 მიუგო ისმონ-პეტრემ: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. 69 ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა“

თავისი სიტყვებით პეტრე ამტკიცებს ქრისტეს წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ ის - ქვაკუთხედია. სხვა მოწაფეების სახელით ლაპარაკობდა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? მხოლოდ შენ ხარ წყარო საუკუნო სიცოცხლის“. შეიძლება მან ბოლომდე ვერ გაიგო ქრისტეს ზრახვები, მაგრამ გულის სიღრმეში იგრძნო, რომ იესო ნაზარეთიდან იყო უფალი, ზეციდან მოსული. მის სიტყვებს იმხელა ძალა ჰქონდა, რომელიც არც ერთი ადამიანის ნათვქამ სიტყვებშ არ იგრძნობოდა.

პეტრეს სჯეროდა, რომ მათ შორის უფალი იყო. მან პური გაამრავლა. მან პეტრეს ხელი გამოუწოდა, როდესაც მან წყალში ჩაძირვა იწყო. იესო მის გულს შეეხო და პეტრემ შეიყვარა ის, ყველაფერზე მეტად ამ დედამიწაზე. ის მზად იყო ყოველთვის მასტან ყოფილიყო. პეტრემ ამოირჩია იესო იმიტომ, რომ იესომ ამოირჩია პეტრე.

მოციქულების ლიდერმა ტავისი სიტყვის დასასრულს თქვა: „ ჩვენ გიწამეთ და შეგიცანით“. რწმენა გულის თვალებს ახელს. სწორედ ის ანათებს ჩვენ გონებას, და არა პირიქით. პეტრემ და მისმა მოწაფეებმა მიიღეს ღმერთის სული, რომელმაც იესოს რწმენასთან მოიყვანა ისინი, ჭეშმარიტების პასუხად. ისინი იზრდებოდნენ მისი დიდების შესწავლით და გაგებით. ჭეშმარიტი შეცნობა იესოსი მხოლოდ მისი წყალობით შეიძლება.

როგორი იყო მოწაფეების რწმენა იესოსადმი? რაში გამოხიატებოდა ის? ისინი მიყვებოდნენ და თან ახლდნენ იესოს, რომელიც იყო სულით აღსავსე. მღვდობამ, მეფობამ და წინასწარმეტყველებამ ერთ პიროვნებაში მოიყარა თავი. მეფეები, მღვდელმთავრები და წინასწარმეტყველები ძველ აღთქმში იყვნენ სულიწმიდით ცხებულები. ქრისტეშ გაერთიანდა ყველა ძალა და ზეციური კურთხევა. ის - ყოვლისშემძლე მეფეა. ის ასევე პირველი და უდიდესი მღვდელმთავარია, რომელმაც ქვეყნიერება და კაცობრიობა შეარიგა მამასთან, შემოქმედთან. მას შეუძლია მკვდარი აღადგინოს. ის განიკითხვას მსოფლიოს. პეტრემ რწმენით შეიცნო ქრისტე და მისი დიდებულება.

მოწაფეებმა ირწმუნეს ის და პეტრესთან ერთად მოწმოდბნენ იმის შესახებ, რომ ის წმიდაა. რომ იესო უბრალო ადამიანი არ არის, არამედ ჭეშარიტი ღმერთია. მასში, როგორც ღმერთის ძეში იყო ღმერთის ყველა თვისება და მახასიათებელი. მას არ ჰქონდა ცოდვა და შეასრულა ტავისი დანიშნულება, ღმერთის კრავად გამხდარმა, როგორც მოწმობდა იოანე ნათლისმცემელი. მოწაფეებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ მას, ვინაიდან მათ იცოდნენ, რომ მისი თანდასწრება იქ ნიშნავდა ღმერთის თანდასწრებას. ძეში ისინი ხედავდნენ მამას და შეიცნეს, რომ ღმერთის არის სიყვარული.

იოანე 6:70-71
70 უთხრა მათ იესომ: „განა თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია. 71 ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან მას, თორმეტთაგან ერთ-ერთს, უნდა გაეცა იგი.“

იესომ სიხარულით მიიღო ეს მოწმობა, რადგან დაინახა პეტრეს მზარდი რწმენა. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ რჩეულთაგან ერთი იყო მის საწინააღმდეგოდ განწყობილი. იმ ადამიანი გული იმდენად გაქვავებული იყო, რომ ის იქნა „ეშმაკად“ წოდებული. მოციქულები იყვნენ ამორჩეულნი და მიწებებულები ღმერთის ძეს არა როგორც რობოტები. ისინი თავისუფლები იყვნენ მოსამენასა და წინააღდეგობაში წმიდა სულის. იუდამ მიზამიმართულად დაკეთა თავისი ჰონება ღმერთის ხმისგან და თავი სატანას გადასცა, რომელმაც მასთან კავშირი დაამყარა. იუდას არ მიუტოვებია იესო, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს, ის რჩებოდა მასტან მაგრამ იყო ფარისეველი. ის ბოროტი შვილი გახდა და ბეჯითობდა გაცემაში. იმ დროს როდესაც პეტრემ იესო მესიად ანუ მხსნელად აღიარა, იუდა გეგმებს აწყობდა თუ როგორ გაეცა ის სინედრიონთან. ბოროტებით აღსავსე ის თვლიდა გეგმებს და სვლებს საკუთარი ქემდაღლური განზრახვებით.

ამ თავის დასასრულს, სახარება არ საუბრობს მოციქულების პრივილეგიებზე, რომელიც აქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ, არამედ იმაზე, რომ რჩეულთა წრეშიც იყო გამცემი. იესომ არ გარიყა იუდა, მაგრამ არც სხვებს გაუმხილა ვინ იყო იგი. ის მოთმინებით ელოდებოდა, როდის გაიხსნებოდა ის თავის სიბოროტეში, რომლითაც მისი გული იყო სავსე.

ძვირფასო ძმაო, შენც გამოცადე შენი თავი. ვინ ხარ შენ - ღმერთის ძე თუ ეშმაკის? გახსენი თუ არა შენი გული ღმერთის სულისთვის თუ ეშმაკთან კავშირში ხარ? იფხიზლეთ რათა არ დაკარგოთ ყველაზე მნიიშვნელოვანი თქვენ ცხოვრებაში. უფალს უყვარხარ და ამიტომაც გადაგარჩინა შენ. თუ შენ უარყოფ მის გადარჩენ ეშმაკი დაიწყებს შენზე ბატონობას. დაბრუნდი ქრისტესთან, ვინაიდან ის გელოდება შენ.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ღმერთის ძე ხარ, წმიდა, მოწყალე, ძლევამოსილი და გამარჯვებული. მაპატიე ჩემი ქცევები და გამამყარე შენთან აღთქმაში, რათა ვიცხოვრო სიწმიდეში და გავაგრძელო ჩემი ცხოვრება შენ თანდასწრებაში, და დაგემსგავსო შენ. გაგვწმიდე, მოგვეცი ძალა ვიზრდებოდეთ რწმენასა და შემეცნებაში, დაგვეხმარე ვუმოწმებდეთ ყველას, რომ შენ - ქრისტე ხარ, ცოცხალი ღმერთის ძე. ამინ

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა პეტრეს მოწმობა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:31 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)