Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 030 (Jesus leads his disciples to see the ready harvest)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
4. იესო სამარიაში (იოანე 4:1–42)

ბ) იესო მოწაფეებს უხსნის ჭეშმარიტებას, რომ სამკალი მომწიფდა (იოანე 4:27-38)


იოანე 4:25-26
25 უთხრა დედაკაცმა: „ვიიც, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“. 26 იესომ უთხრა: „მე ვარ, ვინც გელაპარაკება“.

ქალი ჩაწვდა იესოს სიყვარულით სავსე სიტყვების ძალასა და ჭეშმარიტებას და მას ძალიან მოუნდა, რომ ყველა აღთქმა აესრულებინა იესოს. მას უეცრად გაახსენდა წინასწარმეტყველბა იესოს მოსვლის შესახებ და მთელი თავივი იმედები დაამყარა მის სახელზე. მას სჯეროდა, რომ მხოლოდ ქრისტეს შეეძლო ესწავლებინა მისთვის, როგორ უნდა ეცა თაყვანი წმიდა ღმერთისთვის.

გასაკვირია, რომ იესო ასეთი შემთხვევების დროს ყველას არ უხსნიდა საკუთარ თავს, როგორც ამ მომნაბიელ ცოდვილ ქალს. მან პირდაპირ უთხრა მას, რომ არის ღვთისგან გამოგზავნილი, სულიწმიდით სავსე, ვისაც ელოდებოდა ხალხი: „მე თავად ვარ ღვთის მადლი კაცობრიობისთვის, ღვთის ხორცხშესხმული სიტყვა და გადარჩენა, რომელიც მამა ღმერთმა მოამზადა ყველა ადამიანისთვის. მე ვარ ქრისტე!

სამარიელმა არ იცოდა, რომ სიტყვა „ქრისტე“ ნიშნავს მეფეთა-მეფეს, წინასწარმეტყველი ყველა წინასწარმეტყველისა და პირველი მღვდელმთავარი. შესაძლებელია მას სმენია, რომ ქრისტეს მოსვლისას მკვდრები აღდგებიან და დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს. ასევე იცოდა, როგორ იმედს ამყარებდნენ ამ სახელზე იუდეველები, პოლიტიკურ სფეროში. ქალს მხოლოდ ერთი რამ სურდა - რომ მხსნელმა აპატიოს მას ყველა ცოდვა. მას სჯეროდა, რომ ქრისტეს შეეძლო სრულიად ეხსნა ის.

მაშინ იესომ უთხრა მას: „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები!“ სიტყვებში „ეს მე ვარ“ ჟღერს მამის ყველა აღთქმის შესრულების სიხარული“. არავის ადამიანთაგან არ შეუძლია ასე ძალაუფლებიანად და გაბედულად განაცხადოს, რომ ის მესიაა. მართალია, როცა ანტიქრისტე მოვა ის თავს მესიად განაცხადებს, მაგრამ მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტეში ვხედავთ სიყვარულის ხორცშესხმას - მან ის საცოდავი ცოდვილი ქალიც კი არ უკუაგდო და წყალობა გამოიღო მასზე. იესო სიყვარულია, მისგან მოდის წყალობა, და არა განკითხვა.

იოანე 4:27-30
27 ამ დროს მისი მოწაფეები დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არცერთს არ უკითხავს, რას ეძიებ და ან რას ელაპარაკებიო მას. 28 დედაკაცმა თავისი ჭურჭელი მიატოვა, ქალაქში დაბრუნდა და ხალხს უთხრა: 29 „წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია; ის ხომ არ არის ქრისტე?“ 30 გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.

იესოსა და სამარიელი ქალის საუბრისას მოვიდნენ მოწაფეები საკვებით, რომელიც ქალაქში შეიძინეს. როდესაც იესო სამარიელ ქალთან მარტო დაინახეს, თანაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან, ძალიან გაიკვირვეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაბედა დალაპარაკებოდა იესოს. შესაძოა მათ იგრძნეს სულიწმიდის სუფევა იქ და ის, რომ იესომ სამარიელ ქალთან სასწაული მოახდინა, მას ხომ სახეც შეცვლილი ჰქონდა იმის გამო, რომ იესოს უყურებდა და ისმენდა მის სიტყვებს. სამარიელი სიხარულით აღივსო მხსნელის გაცნობის გამო.

მაშინვე, სამარიელმა ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი იქ და წავიდა ქალაქში ისე, რომ იესოს ის წყალი არ დაალევინა, როგორც სთხოვდა მას. პირიქით, იესომ აავსო ის თავისი ცოცხალი წყლით და მისი პატიების წყურვილი მოკლა. თითქოს ის ქალი იქცა ცოცხალი წყლის წყაროდ თავისი მემამულეებისთვის. და აი ის, მისული ქალაქში ეუბნება ყველას ქრისტეს შესახებ. იქამდე მისი ბაგიდან ცუდი სიტყვები მოედინებოდა, ახლა კი ის სუფთა წყლის წყაროდ იქცა, რომელიც ქრისტეზე მოწმობდა. სიცრუის გარეშე მან ყველაფერი მოითხრო ხალხს, თუ როგორ ამხილა იესომ ის ცოდვებში. მისმა წრფელმა მოწმობამ დააინტერესა ხალხი, ის ისეთი აღელვებული და ბედნიერი იყო, რომ მათ დაიჯერეს, რომ რაღარ არაჩვეულებრივი დაემართა სამარიელ ქალს. მათ დაინახეს ღმერთის ძალის გამოვლინება ამ ქალში, და მოუნდათ თავად გარკვეულიყვნენ ამ ყველაფერში. უმალ გაეშურნენ ჭისკენ, სადაც იესო იჯდა თავის მოწაფეებთან ერთად.

ჩვენ აქ ვხედავთ თუ რას აკეთებს უფალი მათ ცხოვრებში, ვინც მიყვება მას. თუ ადამიანი გააცნობიერებს, რომ არსებობს ღვთის ნიჭი, ის უყველა ყველა მეგობარსა თუ მეზობელს ქრისტეზე და იმაზე, რომ ის იხსნის ადამიანებს. მერე მათშიც ჩნდება წყურვილი დალიონ ცოცხალი წყალი, და თუ ისინი ირწმუნებენ მხსნელ ქრისტეს, სულიწმიდა მათ სულიერ წყურვილსაც კლავს. რა ხდება შენთან? გახდი თ არა დამმოწმებელი იესოს შესახებ მრავალ ადამიანთან? თუ არა მაშნ აღიარე შენი ცოდვები იესოს წინაშე და მიუძღვენი შენი ცხოვრება მას, რათა მან გაგწმიდოს და გაგსუფთავოს, და რომ შენ გახდე კურთხევა მრავალი ადამიანსთვის, როგორ ეს ცოლ-ქმრობაში მოღალატე ქალი გახდა დამმოწმებლი თავის ქალაქში.

ლოცვა: უფალო იესო! მადლობა გიხდი, რომ მეძებდი და მიპოვე. მე იმ ცოდვილ სამარიელზე უკეთესი არაფრით ვარ. გევედრები მაპატიე ჩემი ცოდვები. მომეცი ღვთის ნიჭი, რომელიც მოკლავს ჩემ წყურვილს ჭეშარიტებისა და სიწმისა. ამიხილე თვალები, რათა მე ვიხილო ზეციერი მამა. აავსე ჩემი გული შენი სულიწმიდით, რათა გავხდე შენი ერთგული, და მთელი ჩემი ცხოვრება იქცეს შენ თაყვანისცემად და მოწმობად. გადაარჩინე ჩემ გარშემო მყოფი ხალხი და მიიზიდე ისინი შენთან, ვინაიდან ვინც შენთან მოდის შენ არ უკუაგდებ მათ.

კითხვა:

  1. როგორ უნდა ვიქცეთ ცოცხალი წყლის წყაროდ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:17 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)