Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 204 (The Fifth Woe)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

7. მეხუთე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:23-24)


მათეიესო 23:23-24
23 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ. 24 ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!
(ლევიანები 27:30, მიქა 6:8; ლუკა 18:12)

ჩვენ ვეჭიდებით ფულს სიმდიდრეს და ქონებას, როგორც ჩვენს უსაფრთხოებას. ამავდროულად გვინდა ჩვენთვის სამოთხეში კარგი ადგილის დაკავება, ამიტომაც ვწირავთ ჩვენს ძვირფასეულობას და ვგრძნობთ, ამის გამო კმაყოფილებას ჩვენს გულში. ვწირავთ რა ფულს და ძალებს ღმერთის საქმეში, ჩვენ თავად ვცდილობთ გადავიხადოთ ,,ჩვენი გადარჩენის“ ფასი.

ფარისევლები შეპყრობილები იყვნენ საკუთარი საქმეების სამართლიანობის დამტკიცებით. ამიტომაც დიდი რელიგიური ჟინით იხდიდნენ მეათედს. მათთვის ეს ვაჭობას ჰგავდა. ამ გზით ცდილობდნენ მიეღოთ ღმერთისგან გამართლება, თითქოსდა ვიღაცას ევაჭრებიან.

მან გვასწავლა სიკეთისა და წყალობის ქმნა და რწმენაში დგომა. რწმენის მსხვერპლი, რომელიც სიყვარულის გამოა მოტანილი, ღმერთისთვის მოსაწონია. ვინც მსხვერპლად იღებს საკუთარ თავს, დროს და ფულს ის მიყვება ქრისტეს დ მის სულს.

იესომ ამ მეკანონეებს, ვინც თავის თავს თვლიდნენ მართლებად უწოდა ბრმები, ვინაიდან ვერ ხედავდნენ რეალობას და ჭეშმარიტ სამართლიანობას. სინამდვილეში ვერ შეიცნეს ღმერთის გზა. ისინი თავს ხალხის წინამძღოლებად თვლიდნენ, ვინც ზეცისკენ აძლევდა მათ მიმართულებას. სინამდვილეში კი წვრილმანებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ხოლო მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ლუკას თავის სახარებაში მოჰყავს იგავი ქრისტეზე, ფარისეველზე და მებაჟეზე, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორია რჯულის დამცველი, მაგრამ ამავდროს მნიშვნელოვანი მცნებების უარმყოფელი, როგორიცაა ღმერთისადმი სიყვარული, ჭეშმარიტი მონანიება, განახლება და ქრისტეს მიღება ქებითა და მადლიერებით. ისინი ხალხს აიძულებდნენ მძიმე მოვალეობების შესრულებას, თავად კი უკუაგდებდნენ მადლსა და სიყვარულით გადარჩენას. ისნი არ აღიარებდნენ სერიოზულ ცოდვებს, როგორიცაა ფარისევლობა, მრუშობა, სიამაყე, სიხარბე, ფუჭი ფიცი, ხშირი განქორწინება და შურისძიება. ამიტომ უწოდა მათ ქრისტემ ფარისევლები და ბრმა წინამძღოლები.

კარგი იქნებოდა საკუთარი თავების გამოკვლევა და უფლის თვალებით ჩვენი ცოდვებისთვის შეხედვა. თუკი მალე ვამჩნევთ სხვების ნაკლს, საკუთარს კი ვერ ვაფასებსთ, ნუთუ არ ვართ ბრმები, ამაყები და ფარისევლები?

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რომ შენ ამხილე ის ხალხი და დაანახე, როგორები არიან ისინი სინამდვილეში. გვაპატიე თუკი, როგორც ბრმები ვერ ვხედავთ საკუთარ ცოდვებს. გთხოვთ დაგვანახო ნებისმიერი ფარისევლობა, რომელიც დაფარულია ჩვენში. გაგვხადე შენი სიწმინდის წინაშე მორჩილები და დაე შენს დიდებულ სიყვარულს ჩავწვდეთ. ვლოცულობთ ყველა ჭეშმარიტების მძებნელზე ჩვენს ერში, რათა გახსნან გულები და დაინახონ საკუთარი თავები ისე, როგორც შენ უყურებ მათ და მიიღონ ქრისტე მხსნელი და მისი უპირობო გადარჩენა.

კითხვა:

  1. რატომ არიან მასწავლებელთა უმეტესობა ბრმები და საკუთარ ცოდვებს ვერ ხედავენ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:41 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)