Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 087 (Jesus Calms the Storm)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

5. იესო ქრიშხალს აწყნარებს (მათეიესო 8:23-27)


მათეიესო 8:23-27
23 ჩაჯდა ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ. 24 და აჰა, დიდი ღელვა მოხდა ზღვაზე, ისე რომ, ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. 25 მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: "უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით”. 26 უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ, მცირედ მორწმუნენო?” შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. 27 ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?”
(მარკოზი 4:35-41; ლუკა 8:22-25; საქმეები 27:22-34)

იესოს შეეძლო ამ შტორმის თავიდან არიდება და თავისი მოწაფეებიშტვის კარგი გზის მოწყობა, თუმცა ეს არ განადიდებდა მას და ასე არ გაუმყარებდა მოწაფეებს რწმენას, ვიდრე მათი შტორმის დროს გადარჩენა. ზოგიერთ ჰგონია, რომ თუ იესო მათთან არის, აუცილებლად კარგ ამინდს მოუწყობს. აქ კი სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. იესოს უნდოდა ეჩვენებინა მათთვვის, რომ ვისაც სურდა მასთან ერთად გაეცურა და მოხვედრილიყო მეორე სანაპიროზე, მზად უნდა ყოფულიყო ყველანირი შტორმისთვის გზაში.

ქრისტე არავის პირდება აყვავებას, თუმცა მათი მხსნელია შტორმის დრო, ვინაიდან ეშმაკი მთელი ძალებით ცდილობს ქრისტეს მფარველობას გვერდი აუაროს და უცაბედად დაესხას თავს მის მიმდევრებს თავისი ცბიერებით, ტყუილებითა და ბოროტებით. ქრისტეს ეკლესიას ამ დედამიწაზე მოუწევს დევნების და გაყოფების გადატანა.

ქრისტეს მშვიდად ეძინა ნავში საშისღოებისას, რადგან მას თავისუფალი სინდისი ჰქონდა. მას იმიტომ კი არ ეძინა, რომ არ აინტერესებდა არაფერი, როგორც ერთ დროს იოანეს შტორმის დროს. ეს სრული მინდობის ძილი იყო. მას ეძინა, რათა დაგვენახა, რომ ის ჩვენნაირად ცხოვრობს და განსხვავება არ იყო გარდა უცოდველობისა. ის ძალიან ბევრს მუშაობდა, ამიტომაც დაიღალა და ძილი მოუნდა. მაგრამ ცოდვის უქონლობის გამო, ვერანაირი საზრუნავი ვერ შეაწუხებდა მას და მის მშვიდობას, ამიტომაც მიეცა ძილს. ყველა ვინც ადის ქრისტესთან ერთად ნავში, ეკლესიაში, ცხოვრების გზას ისე გადაცურავს, რომ უკან მოიტოვებს ყოველგვარ საშისროებას, რადგანაც ყოვლიშემძლე ღმერთია მასთან. ადი ქრისტეს ნავში და ნუ შეგეშინდება. ქრისტე წარმართავს შენ ცხოვრებას, თუკი მისცემ მას ამის ნებას და მიგიყვანს სამუდამო სიმშვიდემდე.

ქრისტესთან ურთიერთობა არ გიხსნის უცაბედა შტორმებისგან. ეს უმეტესად გამოცდებია. ამ ყველაფერმა უნდა გასწავლოს, რომ ქრისტეს ეკლესია არ არის დაფუძნებული რომელიმე ადამიანზე და ვერავინ დაიცავს მას გარდა უფლისა, იესო ქრისტესი.

მეთევზეები დიდხანს ცდილობდნენ ნავიდან წყლის ამოხაპვას, თუმცა ტალღება იმატებდა. ისინი ყვიროდნენ და მაშინ როდესაც ნავი ბოლომდე აივსო და მათი ჩაძირვის საშიშროება დადგა, მივარდნენ იესოს და აღვიძებდნენ: „უფალო, გვიშველე! ნუთუ ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვართ? როგორ შეგიძლია გეძინოს, საცაა დავიღუპებით? ქრისტემ გაიღვიზა და ადგა. მალევე არ დაუწყია მათი შველ, არამედ შემნიშვნა მისცა შუა შტორმის დროს. საშიშროება არ მდგომარეობდა მაღალ ტალღებში, არამედ მათ მცირე რწმენაში. ქრისტე მისი მიმდევრებისგან სიმამაცეს და სრულ მინდობას ითხოვს, რადგან შიში ვერ მოდის ღმერთის სიყვარულთან თანხმობაში. ქრისტემ უბრძანა ამ შტორმს ჩაწყნარებულიყო. იმწამსვე ჩაწყნარდა ყველაფერი და სრული სიჩუმე დადგა. ვინც იხილა ეს სასწაული შიშით აღივსო, რადგან დაინახეს, რომ ქრისტე - ბუნებრივი სტიქიების უფალიცაა. ქრისტეს უფლობას მოაქვს ზეციური მშვიდობა ჩვენ გულში. როდის სცემ თაყვანს იესოს რწმენით, მისი ძალაუფლებისთვის ერებსა და ყოველგვარ სტიქიურ მოვლენაზე? მიუძღვენი თავი მას და მიიღებ მშვიდობას და საშინელ დროსაც იქნები დაცული.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, ყოვლისშემძლე ხარ. გვაპატიე ჩვენი მცირედი რწმენა სირთულეების დროს. განამტკიცე ჩვენი შენდამი სიყვარული, რათა სრულად მოგენდოთ. იყავი ჩვენთან, რათა არ დავნაღვლიანდეთ გლოვის ჟამს. აგვიხილე თვალები, რათა გიხილოთ და დავინახოთ, რომ უფლობ ყველაფერზე და რომ შეუცვლელად გიყვარს შენი ერი.

კითხვა:

  1. რის გამო მისცა იესომ შენიშვნა მოწაფეებს შტორმის დროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 07:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)