Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 033 (Baptism of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

2. ქრისტეს ნათლობა (მათეიესო 3:13-15)


მათეიესო 3:13-15
13 მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო. 14 იოანე წინაღუდგა და უთხრა: "მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?” 15 იესომ კი მიუგო და უთხრა: "ასე იყოს ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”. მაშინღა დართო ნება.
(მარკოზი 1:9-11; ლუკა 3:21-23; იოანე 1:21-23)

იოანე ნათლისმცემელმა იორდანიის მდინარესთან მომნანიებელი ერი შეკრიბა. ისინი მომზადებულ ნიადაგს ჰგავდნენ მომავალი სახარებისთვის. ღმერთმა აარჩია დამტვრეული გულის ადამიანები, მომავალი ეკლესიის როლის შესასრულებლად. ღმერთის შესაკრებელი ისტორია იწყება არა დიდებულ ტაძრებში, არამედ უდაბნოებში.

უეცრად გამოჩნდა იესო. ორი დღე მოდიოდა ის იოანესთან. პირველივე შეხვედრაზე იოანემ თავი გამოიჩინა, როგორც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. ის მაშინვე ჩაწვდა იესოს პიროვნებას. მრავალმა ადამიანმა იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში იესო, მარიამის ძე. მხოლოდ სულიწმიდისგან ცხებულ თვალებს შეუძლია იცნოს ადამიანი, რომელიც ამ სულს იძლევა ყველა მის მორწმუნისთვის.

იესო მოვიდა რათა მონათლულიყო, მაგრამ ნათლისმცემელმა, რომელიც ყველა ცოდვილს მოუწოდებდა ნათლობისკენ, თავიდან უარი უთხრა ნაზარეველს ნათლობაზე, რადგანაც ხვდებოდა, რომ ის წმინდა იყო. მან ხმამაღლა აღიარა იესო ერთადერთ ადამიანად, ვინც არ საჭიროებს განწმენდას, გონების შეცვლას და ახალ ცხოვრებას, ვინაიდან მასში არ არის ცოდვა. იესო წმინდაა ვინაიდან თავად არის ღმერთი. იოანემ მასთან პირველივე შეხვედრაზე აღიარა მისი ღვთაებრიობა.

ქრისტეს თანდასწრებაში ნათლისმცემელი თავს არაფრად, ცოდვილად თვლიდა, რომელსაც სჭირდება, რომ თავად მოინათლოს. მან სთხოვა იესოს სულიწმიდის ნათლობაზე. ასე დამორჩილდა უფლის წინაშე ნათლისმცემელი და სრულებით მიეცა მას. ამ თავმდაბლური მოქმედებით ქრისტემ გადასცა მონანიებული ერი ღმერთს.

ქრისტემ არ მიიღო ნათლისმცემლის აზრები და აუხსნა, რომ ის მოვიდა არა ხალხის განსასჯელად, არამედ იმისთვის რომ თავად ყოფილიყო განსჯილი მათ ნაცვლად. ამგვარად ქრისტე თავისი მსახურების საწყისში მოვიდა, არა როგორც ძალაუფლების მქონე მეფე ან საშიში წინასწარმეტყველი, არამედ როგორც თვინიერი ღვთის კრავი, რომელიც იღებს საკუთარ თავზე ქვეყნიერების ცოდვებს და მზად არის ღმერთის სასამართლო გასწიოს სხვების ნაცვლად.

იესო არ დარჩენილა ზეცაში, ცოდვილებზე ამაღლებული და მოშორებული მათგან. ის მონანიების წყალში ჩავიდა და ჩვენს ნაცვლად იტვირთა ცოდვები. ასე დაიწყო ქრისტემ თავისი გზა ჯვარზე, მსახურების პირველივე დღიდან იცოდა რა, რომ ამას ჩვენს გასამართლებლად და ქვეყნიერების გადასარჩენად აკეთებდა, რადგან სხვა გზა არ არსებობდა. ფაქტობრივად მისი მსხვერპლი ღმერთის სამართლიანობაა, ვინაიდან ამ მსხვერპლის მეშვეობით წმინდამ გაამყარა თავისი სიმართლე და ამავდროულად უსასყიდლოდ გაამართლა ცოდვილები. ღმერთმა აღასრულა თავისი სასამართლო ხოლოდშობილ ძეში და მხოლოდ ქრისტეში სრულდება ყველა ღმერთის სამართლიანობის მოთხოვნა.

იოანე უფლის მომსმენი იყო. მან მოინანია შევიდა წყალში იესოსთან ერთად და მონათლა იგი. ქრისტემ იოანეს საშუალება მისცა ყოფილიყო ღმერთის რჩევის შესრულების მონაწილე: ,,ასე გვმართებს შევასრულოთ ყოველი სიმართლე“. ამითი ქრისტემ უდიდესი პატივი მიაგო ნათლისმცემელს, მისი ერთგულების გამო და გამოიყენა ის როგორც დამხმარე ღმერთის სიმართლის სესრულებაში.

და შენ ძვირფასო მკითხველო უფლის მიერ ხარ მოწოდებული, რათა მონაწილეობა მიიღო ღმერთის გადარჩენის გავრცელებაში და მისი სამართლიანობის უწყებაში, ყველასთვის ვისაც სწყურია.

ქრისტეს ნათლობა იორდანეში საბოლოოდ აღსრულდა ჯვარზე, სადაც ის ჯვარს აცვეს და მოკვდა ჩვენს ნაცვლად. ქრისტეს იორდანიის წყალში შთაფლობა ღმერთის რისხვაში ჩაფლის სიმბოლოა, ხოლო წყლიდან ამოსვლა მკვდრეთით აღდგომის გამოხატულება.

ამგვარად იოანეს თავდაპირველი აზრი ნათლობაზე შეიცვალა. შემდეგ ის აღნიშნავდა არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ ღმერთის მიერ დადგენილ გზას საუკუნო სიცოცხლისკენ. ქრისტეს სურს, რომ მოგვცეს თავისი სიცოცხლე.

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ წმინდაო ღმერთის კრავო, რადგან შენ იტვირთე ადამიანთა ცოდვები. აგვიხილე თვალები, რათა დავინახოთ შენი დიდებული სიყვარული და გადარჩენა, გავმართლდეთ და შენი სამართლიანობის ნაწილები გავხდეთ. ვაღიარებთ შენს სახელს, რათა მრავალმა ჩვენმა მეგობარმა მიიღოს გამართლება. როგორც ჩვენ ვერ ვნახეთ ვერავიში გამართლება შენს გარდა.

კითხვა:

  1. იყო რა გამართლებული, რატომ მოინათლა იესო იორდანეში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:39 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)