Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 016 (The law educated us for Christ and Christ carried us to adoption)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

4. რჯულმა მიგვიყვანა ქრისტემდე, ქრისტემ კი შვილობა მოგვცა (გალატელთა 3:19-29)


გალატელთა 3:19-22
19 აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით. 20 ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია. 21 აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ. 22 მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ.

პავლემ საკითხი თავდაყირა დააყენა: „რატომ მოგვეცა რჯული?“ ალბათ მისი ეკლესიები სვამდნენ კითხვას: „რჯული - უფლის სიტყვა არაა?“ რა არის რჯულის მიზანი და არსი? ნუთუ მხოლოდ წყევლას ატარებს, თუ არის მასში რაიმე უფლის მადლისმიერი?“ პავლე პასუხობდა მათ, რჯული ერთ დიდ და უნიკალურ მიზანს ემსახურებოდა - ჩვენი ბოროტების აღმოჩენას. ცოდვა არსებობდა რჯულამდე და იქამდეც სანამ მოგვეცა აღთქმა. ღმერთმა რჯული იმიტომ დაადგინა, რომ ნათლად დაენახებინა ცოდვა, როგორ მისი სტანდარტის დამრღვევი. რჯულის გარეშე ფაქტობრივად ვერ გავიგებთ, ცოდვილები ვართ თუ არა. მაგრამ რჯულის შუქზე ყველა ადამმიანი დამნაშავეა!

მოწმობა, რჯული თამაშობს დიდ ნეგატიურ როლს - ის გვამხელს და მივყავართ მონანიებამდე; მაგრამ სარკესავითაა, რომელშიც ჩანს ჩვენი მდგომარეობა უფლის წინაშე.

უფალმა მოსეს რჯული პირისპირ არ მისცა, ანგელოზების მეშვეობით, რადგან უფლისგან პირისპირ მხოლოდ მადლი მოდის, გადარჩენა და აღთქმების ასრულება. ეს მეტყველევს აღთქმმის სრულიად სხვადასხვა ფუნქციაზე, რწმენაზე და მადლზე ერთი კუთხით, ხოლო მეორე კუთხით რჯულზე, საქმეებზე და სასამართლოზე.

მეოც ე მუხლს მრავალი განმარტება აქვს. ჩვენ ასე ვნმარტავთ, რომ რჯული მოგვეცა ცოდვილი ადამიანი მოსეს მეშვეობით და ის გახდა ძველი აღთქმის შუამავალი. ახალი აღთქმა უშუალოდ ღმერთისგან მოგვეცა, რადგან ადამიანი იესო - ღვთის განსახიერება იყო, მისი ხორცხშესხმა. ღმერთი კი ერთია, ვერცერთი უბრალოდ ადამიანი ვერ იქნებოდა შუამავალი სრული გადარჩენის მისაღებას, ერთადერთი ძის გარდა. ასე, რომ ჩვენი შუამავალი - არ არის ცოდვილი ადამიანი, არამედ წმიდა და ერთი ღმერთი!

ეწინააღმდეგება თუ არა რჯულის სიმკაცრე წყალობას ან მადლს? სულაც არა, რადგან რჯული ადგენ სიწმიდეს, როგორც საზომს ჩვენი ცხოვრებისთვის. რჯული არ მთავრდება, ცამ და მიწამაც რომ შეწყვიტოს არსებობა.

ვინც რჯულს ზედაპირულად უყურებს და ადარებს მას საკუთარ ძალისხმევას და კარგ საქმეებს, იმედი აქვს თასის ავსება კარგი საქმეებით, ის ცდება, რადგან რჯულს სიცოცხლე კი არ მოაქვს, არამედ გასამართლება, წყევლა და სიკვდილი. ყველა რელიგია და ეკლესია, ვინც ისწავლა რჯულზე დაიმედება, საბოლოოდ იმედგაცრუებამდე მიდიან.

რჯული ყველას მოიაზრებს ცოდვის ქვეშ, მისგან კიი თავისუფლდება ის, ვინც უფალს უყურებს, ქრისტე, როგორც მის მხსნელს და აცნობიერებს, რომ უფლის ნიჭები მიეცა მის მიერ. არაფერი არ უნდა გააკეთ, რომ ღმერთმა შეგიყვაროს, რადგან ქრისტეს სიკვდილის გამო უყვარხარ. თუ ირწმუნებ მისმიერ ხსნას, შენში სამუდამო ძალა იდინებს, იმიტომ არა რომ განსაკუთრებული ხარ, ჭკვიანი ან მართალი, არამედ მიიღე უფლის სიყვარული ქრისტეში და აღიარე შენი ცოდვილობა.

ლოცვა: წმიდაო მამაო, ძეო და სულოწმიდავ, შენ ჩვენი სტანდარტი ხარ, შენი სიწმიდის მიხედვი დაღუპვას ვიმსახურებთ. ჩვენ ვეჭიდებით ქრისტეს გამოწვდილ ხელს და გვწამს, რომ შენკენ გვიზიდავ, რადგან ქრისტეს სისხლი გვწმედს ყოველგვარი ურჯულოებისგანა და ჯულის მოთხოვნებისგან. ამინ!

კითხვა:

  1. რა არის რჯულის მიზანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:17 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)