Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 010 (Paul surpasses Peter in standing fast in grace)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 2: ისტორიული ფაქტები, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის ძალაუფლებას ადასტურებენ (გალატელთა 1:11 – 2:21)

4. პავლეს უპირატესობა პეტრეზე მადლის მტკიცე ნდობაში (გალატელთა 2:11-21)


გალატელთა 2:11-13
11 ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე. 12 რადგან ვიდრე იაკობისგან ზოგიერთები მოვიდოდნენ, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე ჩამოშორდა მათ და წინადაცვეთილთა შიშით განზე გადგა. 13 მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.

ქრისტემ მოწაფეებს გაუხსნა, რომ წარმართები იწმიდებიან ჯვრის მეშვეობით და არა რჯულით. პეტრემ ჭეშმარიტება შეიცნო მაშინ, როდესაც უფალმა მას ხილვა მისცა, თუ როგორ ჩამოდიოდა ზეციდან ტილო, რომელშიც ბევრი მატლი, მორიელი და სხვა ცხოველი იყო და უთხრა: დაკალი და ჭამე! როდესაც პეტრე შეეწინააღმდეგა უფლის ბრძანებას, უფალმა ამ ხედვის არსი აუხსნა: ყველაფერი, რაც უფალმა გაწმიდა, არის წმიდა. ყველა ადამიანი წმიდაა იმ პირობით, რომ მათ ირწმუნეს ქრისტე, რადგან თავად ქრისტე ჭეშმარიტად გვწმედს ყოველგვარი ურჯულოებისაგან! ამიტომაც ცხოვრობდა რა პეტრე სხვადასხვა ერებიდან მორწმუნეთა შორის, არღვევდა მამების ტრადიციებს, რადგან უყვარდა ქრისტე და სჯეროდა, რომ არ იყო განსახვავება იუდეველ მორწმუნეებსა და სხვა ერებიდანმორწმუნეებს შორის. ყველა ცოდვილია და მათი განწმედა ხდება მხოლოდ ჯვარზე მომხდარი გამოსყიდვით.

მაგრამ როდესაც პეტრე ესტუმრა ანტიოქიის ეკლესიას, იერუსალიმიდან იაკობის ხალხი მოვიდა, რჯულის დამცველები, რათა პეტრეს ქცევებისთვის შეეხედათ და გაეგოთ, რას გულისხმობდა მათი თავისუფლება რჯულისგან. შემდგომ ძმებთან დაიწყეს პეტრეს დაბეზღება და აღძრავდნენ მათ მისი ძალაუფლების უკუგდებისკენ. პეტრეს შეეშინდა და ნელ-ნელა თავლს ეფარებოდა. ასე გაიყო ანტიოქიაში კრებული ორ ნაწილად: ისინი ვინც რჯულს ასრულებდნენ და ისინი, ვინც მადლი ირწმუნეს.

გასაკვირია, რომ პეტრე, რომელსაც არ უნდოდა რჯული ტვირთის აკიდება წარმართი მორწმუნეებისთვის და რომელიც თავისუფალი იყო ტრადიციული დადგენილებებისგან, შიშში იყოს იკაბოს ხალხის გამო და ისე იქცეოდა თითქოს, ჯერ ისევ სრულუფლებიან იუდევლად რჩება, როგორც სხვა ყველა და ემორჩილება რჯულს. ამიტომაც ადგა და გამოეყო წარმართებს, რომლებმაც ახალი ცხოვრება დაიწყეს ქრისტეში.

მაშინ განაწყენდა პავლე და სულიწმიდისგან, ყველას თანდასწრებით ღიად ამხილა პეტრე თვალთმაქცობაში. გამოდის, რომ ყველაზე მოწინავე მოციქულიც კი არ არის სრულყოფილი და არც დაცული შეცდომებისა და ცოდვებისგან.

პავლემ უპირველესად ახსნა, რომ პეტრე მათთან როგორც იუდეველი არ ცხოვრობდა, არამედ როგორც წარმართი, და რომ უფლით განთავისუფლდა იუდევლური მონობისგან.

შემდგომ პავლემ აუხსნა მოციქულს, რომ თავისი თვალთმაქცობით და დაუფიქრებლობით, შესაძლოა მან აიძულა ზოგიერთი წარმართი მორწმუნე რჯულის საქმეებით ეცხოვრათ, რასაც არავისი ხსნა არ შეუძლია. პავლემ დაიცვა თავისი არგუმენტი ყველას წინაშე და ახსნა გამოსყიდვის არსი:

გალატელთა 2:14-16
14 მაგრამ, ვიხილე რა, რომ სწორად არ მიჰყვებოდნენ სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ? 15 ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. 16 მაგრამ რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.

პავლე არ უარყოფდა სხვაობას იუდეველებსა და წარმართებს შორის: იუდეველები განგებ და თავაშვებულად არ სცოდავდნენ, როგორც წარმართები, არამედ ცხოვრობდნენ ღვთისმოსავად რჯულის ზეწოლის ქვეშ; წარმართები კი უწესოდ იქცეოდნენ და გარყვნილებებს ჩადიოდნენ თავიანთ საკულტო დღესასწაულებზე, რადგან მრავალღმერთიანობის სწამდათ, რომლებიც ასევე ჩადიოდნენ მრუშობას. ძველი აღთქმის ერსა და წარმართებს შორის აშკარა სხვაობა იყო.

მაგრამ ასეთი ღვთისმოსაობის დონეც არ ამართლებდა იუდეველებს უფლის წინაზე, რადგან რჯული მხოლოდ ცოდვის შემეცნებას გვაძლევს და მივყავართ სასოწარკვეთამდე, ხოლო ძალას და სიწმიდეს არ გვაძლევს. რჯულს ერთი ადამიანის ხსნა მაინც რომ შეეძლოს, ქრისტეს მოსვლა საჭირო აღარ იქნებოდა. მაგრამ ქრისტე მოვიდა რათა ეტვირთა ქვეყნიერების ცოდვები. მან გამოისყიდა გაუკუღმართებული წარმართები, ამავდროს გაწმიდა აბრაამის შთამომავლობა, რადგან რჯულითა და საქმეებით ვერავინ გადარჩება, მათ მხოლოდ განკითხვამდე და დაღუპვამდე მივყავართ.

პავლეს ამ სიტყვები ანტიოქიაში ქუხილივით გავარდა. და სულიწმიდამ განამტკიცა ჭეშმარიტება ადამიანთა გულებში, რადგან დიდებული ხსნა ხდება ჩვენში, როდესაც რწმენით ვეწებებით ქრისტეს. ვინც იესოს უკავშირდება, ის მართლდება უფლის წინაშე, რადგან ქრისტემ აიღო ჩვენი ცოდვები და ჩადო ჩვენში სიმართლე. შენმა რწმენამ გიხსნა და არა რელიგიურმა საქმეებმა ან ქველმოქმედებამ!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მთელი გულით გიხდით მადლობას, რომ ერთხელ გვიხსენი, ჯვარზე სიკვდილით. მადლობა, რომ შენი მოციქული პავლე მტკიცედ იდგა სახარების მადლში. დაგვეხმარე მისი მოწმოდით შენ შესახებ არასდროს დავბრუნდეთ იმ მონობაში. გთხოვთ მრავალის განთავისუფლებას, ვინც ჯერ კიდევ რჯულის ქვეშაა, რათა მათაც ჩვენთან ერთად შეიცნონ შენთან ურთიერთობის თავისუფლება, რომელიც ყველასთვის გაქვს! ამინ.

კითხვა:

  1. რატომ შეეწინააღმდეგა პავლე პეტრეს ასე ძალიან და თანაც საჯაროდ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 12:53 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)