Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 116 (Paul Before Agrippa II)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
დ - პავლე საპყრობილეშია იერუსალიმსა და კესარიაში (საქმეები 21:15 - 26:32)

12. პავლე აგრიპა მეორისა და მისი სამეფოს გარემოცვის წინაშე (საქმეები 25:13 - 26:32)


საქმეები 25:13-22
13 რამდენიმე დღის შემდეგ, მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხად. 14 მრავალი დღე დაჰყვეს იქ და უთხრა ფესტუსმა მეფეს პავლეზე: "ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად. 15 იერუსალიმში რომ ვიყავი, მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა შემომჩივლეს მასზე და მისი დასჯა მთხოვეს. 16 ვუთხარი, არ სჩვევიათ-მეთქი რომაელებს სასიკვდილოდ ვინმეს გადაცემა, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ დაუდგებიან ბრალმდებელნი, რათა თავის მართლების საშუალება მიეცეს მას. 17 აქ რომ მოვიდნენ, მეორე დღეს დაუყოვნებლივ დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა. 18 ბრალმდებლები გარს შემოეხვივნენ მას, მაგრამ ვერც ერთი ისეთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რასაც მე ვვარაუდობდი. 19 რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომელზეც პავლე ამბობდა - ცოცხალიაო. 20 ამ საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი, ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ გასამართლდე-მეთქი? 21 მაგრამ პავლემ მოითხოვა, მისი საქმე ავგუსტუსის განსახილველად დაეტოვებინათ; მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ იყოლიონ, ვიდრე კეისარს გავუგზავნი”. 22 უთხრა აგრიპამ ფესტუსს: "მეც მინდა იმ კაცის მოსმენა”. ხოლო მან უპასუხა: "ხვალვე მოუსმენ მას”.

მეფეები სტუმრობენ ერთმანეთს და ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებენ. ყველა პატივს სცემს ტავის თანასწორს და ურთიერთობა აქვს მასთან. უბრალო ადამიანი კი ძლიერებს შორის მსგავსია პატარა მარცვლისა დიდ ქვებს შორის.

აგრიპე მეორე, მეფე ჰეროდეს შვილი (თავი 12) იყო რომის მმართველი ფელიქსის ცოლის ძმა, რომელმაც პალესტინა მიატოვა. აგრიპე მეორე ვერონიკასთან, თავის მრუშ დასთან ერთად მოინახულა ახალი მმართველი ფესტუსი. ამ მეფეს ბევრი უფლებები არ გააჩნდა და არც რაიმე განსაკუთრებული ძალაუფლება არ ჰქონდა, მაგრამ იმის უფლება ჰქონდა, რომ მოეხსნა და დაენიშნა მღვდელმთავრები. ასეთ პრივილეგიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პავლეს საქმისთვის.

ფესტუსმა აქტიურმა მმართველმა მეფე აგრიპეს მოუყვა უცნაური ისტორია პავლეს შესახებ, რომელიც ნებისმიერი რომაელისთვის რთული გასაგები იყო. უმაღლესი საბჭო დაჟინებით სთხოვდა მმართველს პავლესთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა და ეს ტავის მოქალაქეების დახმარების ნიშნად გაეკეთებინა. მაგრამ სამართლიანობის გრძნობა ამ მმართველში ეწინააღმდეგებოდა ამ დაჟინებულ თხოვნებს და ითხოვდა ოფიციალური სასამართლოს ჩატარებას ბრალდებულთან მის დამცველებსა და მბრალდებლებთან ერთად. იუდეველებს მოქალაქეობრივი უფლების მიხედვით არ შეეძლოთ პავლესთვის რაიმე განაჩენის გამოტანა, შესაბამისად პავლე მართალი და უდანაშაულო რჩებოდა.

თუმცა ახალი მმართველიც მალევე მიხვდა, რომ მათ შორის უთანხმოება დოქტრინების გამო იყო და არა რაიმე არეულობის მიზეზით. ასევე ხვდებოდა, რომ ყველა საკითხი ეხებოდა ნაზარეველი იესოს პიროვნებას, რომელიც მოკვდა, მაგრამ პავლეს სიტყვებით ისევ ცოცხალია. შემაძრწუნებელია! ფესტუსი ქვეყნიური ადამიანი მალევე მიხვდა სახარების არსს. ჩვენი ახსარებისა და რწმენის არსი მდგომარეობს შემდგომში: იესო იყო ჯვარცმული, მკვდრეთით აღსგა და ახლა საუკუნოდ ცოცხალია! გახდა თუ არა ეს ისტორიული სიმართლე შენი რწმენა? ხედავ თუ არა ჯვარცმულის სიკვდილსა და აღდგომაში შენს გადარჩენას, იმედსა და ძალას? თუ ჯერ კიდევ ბრმა ხარ, როგორც ის მმართველი, რომელიც გაერკვა საქმის არსში, მაგრამ თავად იესო ვერ გააცნობიერა.

კითხვა:

  1. რატომ ვერ გააცნობიერა მმართველმა ფესტუსმა, იესოს ჯვარცმისა და აღდგომის მნიშვნელობა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:10 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)