Previous Lesson -- Next Lesson
c) უფალი განსჯის ზარმაცებს (მათეიესო 25:24-30)
მათეიესო 25:24-30
24 მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ მკაცრი კაცი ხარ - იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. 25 შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს. 26 მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია; 27 ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლითურთ მივიღებდი ჩემსას. 28 ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 29 ვინაიდან ყოველ მქონებელს მიეცემა და ჭარბად ექნება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 30 ეს უსარგებლო მონა კი გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. (იგავები 11:24-25; მათე 13:12)
ამ იგავში ბოროტი მონა არ ენდობოდა თავის უფალს. მან მას სასტიკი ადამიანი უწოდა. მომკელი იქ სადაც არ დაუთესავს. მოიტყუა, როდესაც თქვა რომ თავისი ბატონის ეშინოდა. მართლაც რომ შინებოდა გულმოდგინედ იშრომებდა და ილოცებდა სიბრძნესა და გაგებაზე, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი ტალანტები, მაგრამ ის ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით. მან ამოთხარა ორმო და ჩაფლა თავისი ტალანტები. ფული გავს რაღაც სიკეთეს, რომელიც ზოგჯერ გამოუსადეგარია, რადგან ჩაფლულია. ეს რაღაცა კეთილი ნიადაგი უნდა განაწილდეს თანაბრად. ბოროტი ადამიანები დადიან კრეფენ ამ ფულს და ძირითად შემთხვევაში მას თავის თავდასაცავად იყენებენ, მაგრამ ასეთ დაგროვილ ქონებას სარგებელი არ მოაქვს.
ასეა სულიერი ნიჭებიც, ბერვს აქვს ისინი, მაგრამ სწორი მიზნისთვის არ იყენებენ. მათ აქვთ ქონება, მაგრამ ამით უფალს არ ემსახურებიან. ზოგს გავლენა აქვს, მაგრამ არ იყენებენ მას რწმენით და სიყვარულით. მსახურები რომელთაც აქვთ ნიჭები და ტალანტები და არ იყენებენ მათ, გვაგონებენ იმ მონებს, რომლებიც ილტვიან საკუთარი მიზნებისთვის და არა ქრისტეს მიზნებისთვის.
ადამიანი ან ემსახურება უფალს ან საკუთარი ეგოიზმის ტყვედ რჩება. უფლის სმახურები არ უნდა ილტვოდნენ საკუთარი გამორჩენისთვის, არამედ გაიღონ თავისი თავი ზეციერი მამის ნების აღსასრულებლად და მისი წმინდა სახელის განსადიდებლად. ზოგიერთი დაუმორჩილებელი ადამიანი ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, არ ფიქრობენ და არ ლოცულობენ სხვებზე. ეს მათ სუსტებს ხდის და მათ სინდისსაც ლახავს. ისინი იმ მონას ჰგვანან, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში ჩაფლო და ფაქტობრივად დაივიწყა ის. ისინი ქრისტეს გარეშე ცხოვრობენ და რწმენის, იმედის და სიყვარულის უკმარისობას განიცდიან. სულ უფრო იძირებიან ცოდვაში და რისხვის შვილები ხდებიან.
ნებისმიერი მორწმუნე, რომელიც ჩუმად არის და არავის უყვება თავისი სულიერი აღორძინებების შესახებ, რწმენაში სუსტდება. ვისაც იესო არ უყვარს, არ ემსახურება და არაფერს გასცემს მის გამო, მას შეუძლია საკუთარი სულის დაღუპვა. იესო განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა სულიერი ზრდის პრინციპს. გვიცავდა რა, რომ არ ვყოფილიყავით ნელ-თბილნი.
ღმერთმა ამ მონას ჩამოართვა ის ერთადერთი ტალანტი და მისცა მას, ვისაც მეტი ჰქონდა. უფრო მეტიც მან არა მხოლოდ წაართვა მას ტალანტი, არამედ ეს ზარმაცი მონა გააგდო და მტრებს მისცა. ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ არის თუ არა ეს სამართლიანი, ღმერთმა უკეთ იცის. მან წინასწარ იცის, ვინ იქნება ერთგული მსახურებაში და აძლევს ბევრ ნიჭებს მას, ვინც ერთგულად მსახურობს. დაუმორჩილებელთ კი აძლევს ნაკლებს. უფალმა ეს ბოროტი მონა მალევე კი არ მოიშორა თავიდან, არამედ მისცა შესაძლებლობა გამხდარიყო მცირედში ერთგული. ვინც არ ზრუნავს უფალზე და ცხოვრობს საკუთარი თავისთვის უნდა იცოდეს, რომ უფლის მოთმინებასაც აქვს ბოლო და სულიერი ნიჭები შეიძლება ჩაქვრეს, როგორც მიგდებული ცეცხლის კერა. ამ იგავში ქრისტემ აღწერა ჯოჯოხეთი, როგორც წყვდიადი სავსე შიშითა და თრთოლვით, სადაც ეშმაკი თავს ესხმის ღმერთის მოწინააღმდეგეებს.
ადამიანებს უმეტესად ეშინიათ სიბნელეში სიარულის, განსაკუთრებულად სანათის გარეშე. მაგრამ თუ არ მომსახურები ერთგულად და არ მოიხმარ ნიჭებს, რომელიც ზეციერმა მამამ მოგცა, მოგიწევს მარტომ გაიარო ამ შავეთის ველზე. რა საშინელებაა მოხვდე ეშმაკების ხელში, მხსნელის გარეშე.
ღმერთი არის შუქი, სიხარული და სიყვარული. ეშმაკი არის წყვდიადი, უწმინდური და ცრუ. მისი ნამდვილი სახე გამოხატავს შიშს და კბილთა ღრჭენას, ხოლო ერთგული მონები იხილავენ მშვენიერ სახეს, როდესაც შევლენ თავისი ბატონის სამუდამო სიხარულში. ისინი ხარობენ მის თანდასწრებაში და ზეციერი მამის კეთილსურნელებაში. ზეცა სიხარულის და ბედნიერების ადგილია, როგორც თქვა ნეემია წინასწარმეტყველმა: ,, ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა“ (ნეემია 8:10).
ლოცვა: ზეციერო მამაო, განგადიდება, რადგან არ უარმყავი მე, არამედ მაპატიე ჩემი უმართლობა და სიჯიუტე და მომეცი მსახურების სურვილი. დამეხმარე უპირველეს ყოვლისა ვზრუნო შენს სახლზე და არა ჩემსაზე. ვიცავდე მათ დღედაღამ. მაპატიე, რომ ასე სუსტად გემსახურებოდი და მომეცი სიბრძნე, შევიცნო შენი ნება და მოვიქცე მართებულად, რათა შენი სამეფო მოვიდეს და შენმა სახელმა იბრწყინოს ჩვენს ცხოვრებაში.
კითხვა:
- რატომ წაართვა იესომ ტალანტი ბოროტ მონას და მისცა გონიერს?