Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 155 (Jesus First Prediction of His Death and Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

l) იესო პირველად საუბრობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე (მათეიესო 16:21-28)


მათეიესო 16:27
27 რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.
(მათე 13:40-43; რომაელთა 2:6)

ქრისტე გვაუწყებს, რომ ღმერთის სასამართლოს ვერავინ გაექცევა. ღმერთის ძე მოვა, როგორც კაცის ძე, თავისი ზეციერი მამის დიდებაში და გაასამართლებს ქვეყნიერებას. ქრისტემ მეორეჯერ აუწყა თავის მოწაფეებს, მის დიდებაში მოსვლის გამოცხადება (მათე 13:40-43). ეს მოვლენა კაცობრიობის ისტორიის მიზანია, მაგრამ ვინ ემზადება მასთან შესახვედრად? ნუ დათრგუნავ შენს სინდის, თავის დაწყნარებით: ,,ჯერ ბევრი დრო მაქვს, სასამართლო მალე არ იქნება!“. იცოდე ძვირფასო ძმაო, რომ შენი ურთიერთობები ღმერთთან არ არის დამოკიდებული დროზე ან იმაზე რამდენი დრო დაგრჩა სიკვდილამდე. რა მდგომარეობაში აღმოჩნდები ღმერთის წინაშე, თუ დღეს მოკვდები?

ჩვენი საქმეები გახრწნილია და უღირსი, რათა გაგვამართლონ. რა შეგიძლია მიიტანო ზეციერ სასამართლოში? სრულიად შიშველი და ღია ხარ, მის წინაშე. გხედავს და შენს შესახებ ყველაფერი იცის. რას ეტყვი, როდესაც მის წინაშე წარსდგები? თავდახრილი იდგები და ვერ შეჰბედავ მასთან საუბარს. მისი სიტყვები ქუხილივით გაისმება შენს ყურებში: ,,გამშორდი ურჯულოების მომქმედო!“ და საუკუნო სატანჯველში გაემართები და ყველაფერი იმიტომ, რომ არ მოკვდი საკუთარი თავისთვის და ჯვარი არ აიღე, ამისთვის კიდევ უფრო დიდ სასჯელს მიიღებ.

თუკი ქრისტეს მიყვები და მიგაქვს ჯვარი და აღიარებ ცოდვებს, გაიგონებ უფლის ძისგან მანუგეშებელ ხმას: ,,დიახ, ბოროტი ხარ, ბუნებისგან ცოდვილი ხარ, მაგრამ შენ აღიარე ყველა შენი ცოდვები და ირწმუნე ჩემი ჯვარი, ნაპატიები გაქვს ცოდვები იმის გამო, რომ რწმენით ერთი გახდი ჩემთან, მე მიგიღე და ვცხოვრობ შენში და ჩემმა ძალამ აღგადგინა მკვდრეთით და დაგაყენა მართალ გზაზე“.

ჩვენი უფალი იესო მოვა, როგორც წმინდა მოსამართლე და ყველას მისცემს ჯილდოს ან სასჯელს, რაც ადამიანის გონებისთვის მიუღწევადია. მაშინ ყველა ადამიანი მიიღებს სანაცვლოს თავისი საქმეებისთვის და ვერავითარი მიწიური ქონება ვერ დაეხმარება მათ. უარმყოფელნი იმ დღეს მიიღებენ საუკუნო დაღუპვას, ხოლო კეთილი მონები დაჯილდოვდებიან თავიანთი ერთგულებისთვის სიცოცხლის გვირგვინით. რა გელოდება საუკუნო სასამართლოზე? შეუერთდი თუ არა ქრისტეს და ცხოვრობს თუ არა მისი სული შენში? თუ ისევ უმიზნოდ დაკარგული ხარ და განსჯილი სიკვდილისა და დაღუპვის მიერ.

ლოცვა: ჩემო ქრისტე, მე დაგიკოცნი ფეხებს, რადგან შემიყვარე შენი სიყვარულით და მოკვდი ჩემს გამო, მიმიღე, როდესაც ცოდვილი ვიყავი და გამწმინდე შენი მადლით, რათა აღარ ვიყო გასამართლებული ტანჯვისთვის. გიძღვნი ჩემს ცხოვრებას და ყველაფერს რაც მაქვს, მადლიერების ნიშნად ხსნისთვის. დავუმოწმებ ჩემს მეგობრებს სულიწმიდის მმართველობით, მომავალ სასამართლოზე და შენს გადარჩენაზე, რათა არ დაიღუპონ არამედ გირწმუნონ.

კითხვა:

  1. როგორ დავაღწიოთ თავის კაცის ძის მომავალ სასამართლოს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 05:30 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)