Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 109 (Aim of Preaching)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

e) სახარების ქადაგების უდიდესი მიზანი (მათეიესო 10:40 - 11:1)


მათეიესო 10:40
40 ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს.
(ლუკა 9:48; იოანე 13:20; გალატელთა 4:14)

რისი მიღწევა სურს იესოს, თავისი მოწმეების წარგზავნით? მისი მიაზანი არ არის, მხოლოდ ღვთიური ჭეშმარიტების შემეცნება, სულის გადარჩენა ან ხელახლა შობილობის განცდა. იესოს ქადაგების მიზანი ამაზე დიდია, ქრისტესთან ერთად გაერთიანებაა. ჩვენი რწმენა არ არის გაერთიანებული ფიქრებზე, გრძნობებზე და გადაწყვეტილებებზე, ის მდგომარეობს სულიერ და სამუდამო ურთიერთობაში მხსნელთან. ჩვენ მზად ვარ მემკვიდრეობათ მივიღოთ არა მხოლოდ მისი სიკვდილი და აღდგომა, არამედ თავად ღმერთი, რომელსაც შევერწყით ვაზის და ლერწის მსგავსად.

იესო ამტკიცებდა, რომ თავისი მოწაფეების მსახურებას, თავის მსახურებად თვლის, თითქოსდა თავად საუბრობს და მოქმედებს, მათი მეშვეობით. ქრისტე ერთიანდება თავის მონებთან. როგორც ამოწმებდა პავლე ,, ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.“ (2 კორინთელთა 5:20).

ქრისტე - ჩვენი და ღმერთის შეხების წერტილია. ვინც მის მსახურებს იღებს, თავად მხსნელს იღებს და ქრისტეს მიმღები, ღებულობს ღმერთს. ქრისტე თავს წარმოგზავნილად თვლის, ვინაიდან წარმოგზავნილია მამის მიერ. იესოში ხორცი შეისხა უნიკალურმა ღვთის სიტყვამ, ვინც ქრისტე მიიღო განიცდი ღმერთს - ღმერთი სახლდება მის გულში. აღავსო თუ არა უფლის სულმა შენი გონება? ჩასახლდა თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთი შენს გულში?

ქრისტეს მიმდევრები, მისი ტაძრები არიან და მისი წმინდანები შეადგენენ მის სულიერ სხეულს. დარწმუნებული იყავი, რომ უახლოვდები წმინდა წამების ერთიანობას. მშვიდად იყავი, თავად მიდიხარ ქვეყნიერებაზე ჭეშმარიტების საუწყებლად, მაგრამ ქრისტეც შენთან ერთად მოდის და საუკუნო აღსასრულამდე შენთან ერთად არის. ვინც მოისმენს შენს მოწმობას და გირწმუნებს, ის გულში ღმერთის ძეს მიიღებს.

ლოცვა: აგამაღლებთ შენ მამაო, ძეო და სულოწმიდაო. შენ მოგვიახლოვდი და ჩასახლდი ჩვენში და გაგვწმინდე შენი ძის სისხლით. შენ მოგვეცი სულიწმიდის თანდასწრება ჩვენს უძლურებაში, რათა სიყვარულით მოვიქცეთ და მოგემსახუროთ ლოცვითა და დამოწმებით. განგადიდებთ შენი ურთიერთობისთვის ჩვენთან, მოკვდავებთან, რომელთაც საუკუნო სიცოცხლე აჩუქე.

კითხვა:

  1. როგორ ხდება ერთიანობა ღმერთსა და ქრისტეს მორწმუნეთა შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:40 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)