Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Afrikaans -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Ukrainian -- Urdu? -- Yiddish
რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)
8. ღმერთის განდიდება ამ წერილის დასასრულს (რომაელები 16:25-27)რომაელთა 16:25-27 პავლემ რომაელთა მიმართ წერილი დაასრულა ღმერთის, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს თაყვანისცემით. ის იესოს თვლიდა ყველანაირი ძალის შემომქმედ წყაროდ, ვისაც შეუძლია ადამიანი დააჯილდოვოს მისი ძალით, რომელიც არ გადადის და რომელსაც შეუძლია ეკლესიების დაარსება და მათი წარმართვა სულიწმიდით! პავლემ დაასრულა ეს წერილი იმითო, რითიც დაიწყო (რომაელები 1:16) - ცოდვებსა და დანაშაულებებში მკვდრები, პავლეს სახარებაში სიცოცხლეს ღებულობენ. სახარება მხოლოდ ოთხი არ არის: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, არამედ ნებისმიერი სასიხარულო ამბავი ითვლება სახარებად. პავლეს ქადაგება იესოს გადარჩენის შესახებ - ესეც სახარებაა. მოციქულმა პავლემ აღიარა, რომ ძირითადი მიზეზი მისი აღძვრისა წერილის დასაწერად იყო, იესო ქრისტეს ხილვა დამასკოს გზაზე და იმის გაცნობიერება, რომ ის ცოცხალი ღმერთი და შეპირებული მესიაა. პავლე ქადაგებდა ყველასთან, ვისაც ამის მოსმენა სურდა, - ის საუბრობდა საიდუმლოზე, დაფარული იყო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს მიერ, როგორც იყო ღმერთის ნებაში. ეს საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთს უნდა რომ ყველა უწმიდურმა ერმა და წარმართებმა, რომლებიც მოწოდებულები არ არიან, ისწავლონ ახალი აღთქმის რწმენის მორჩილება. ამ გზით ღმერთი სთავაზობს ყველას გადარჩენას, ცოდვების პატიებას მადლის მეშვეობით, უსასყიდლოდ, იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო. ვინც ისმენს ამ მოწოდებას და ღმერთის ნიჭს ღებულობს, გადარჩება, ხოლო ვინც არ ემორჩილება მას ის საკუთარ თავს ასამართლებს. პავლე თაყვანსცემდა ერთადერთ ბრძენ ღმერთს. მადლიერებითა და მორჩილებით და ამოწმებდა, რომ მხოლოდ მას ეკუთვნის მთელი დიდება და პატივი! ასეთი თაყვანისცემა ადამიანისთვის გახდა შესაძლებელი იმის გამო, რაც იესომ გააკეთა საკუთარი სიკვდილითა და აღდგომით! და ქრისტე მეფობს, მამასთან და სულიწმიდასთან ერთობაში, უკუნითი უკუნისამდე! ბოლო სიტყვა “ამინ”, რომლითაც დაასრულა მოციქულმა პავლემ წერილი ნიშნავს, რომ ეს უეჭველი ჭეშმარიტებაა, რომელიც აუცილებლად აღსრულდება! ლოცვა: მადლობას გიხდით მამაო, შენი ძის მეშვეობით იმისთვის, რომ აირჩიე პავლე და მოუწოდე ელაპრაკა ეკლესიებისთვის და წარმართებისთვის შენი გადარჩენის შესახებ, ასევე დაშავებულიყო საკუთარი მსახურებისთვის! გვასწავლე და დაგვეხმარე აღარ ვიყოთ სულიერად ეგოისტები, არამედ ვაუწყოთ ყველას შენი სრულყოფილი გადარჩენის შესახებ ვისაც სწურია, შენი სულიწმიდის ხელმძღვანელობით! კითხვა:
რომაელთა მიმართ წერილის კითხვების მეოთხე სერია ძვირფასო მკითხველო თუ შენ შეძლებ ამ სერიის კითხვების სამი მეოთხედი სწორი პასუხის გამოგზავნას ეს ადასტურებს იმას, რომ შენ საკმარისად ღრმად შეისწავლე ღმერთის სიტყვა. ამ შემთხვევაში ჯილდოდ შენი მცდელობებისთვის ჩვენ გამოგიგზავნით წიგნს ჩვენი ლიტერატურის სიიდან შენი სურვილით.
აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საფოსტო მისამართი სრულად. დაწერეთ ყველა პასუხი გასაგები ხელით და გამოგზავნეთ ისინი შემდეგ მისამართზე: Waters of Life Internet: www.waters-of-life.net |