Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)
ე) ცოდვა - მონობაა (იოანე 8:30-36)იოანე 8:30-32 თავმდაბალმა, მაგრამ ამავდროულად ქრისტეს ძლიერი მოწმობამ ზეგავლენა მოახდინა ხალხზე. მათ ირწმუნეს ის, როგორც მამისგან მოსული. იესომ იგრძნო ეს ნდობა, რომელიც მოდიოდა მათგან და დაინახა მათი მზადყოფნა მის მოსასმენად. ის აღძრავდა მათ, რომ არა მხოლოდ ძალის სახარების სიტყვები ერწმუნათ, არამედ ემსჯელათ მის სიტყვებზე, გაჰყოლოდნენ მას, მასში დარჩენილიყვნენ, როგორც ლერწი ვაზზე. მას უნდა, რომ მისი სული დაბრკოლებების გარეშე შემოვიდეს შენ გულში და ფიქრებშ და ეს დაგვეხმაროს, რომ ვიცხოვროთ ღმერთის ნებით. ის, ვინც აღასრულებს ქრისტეს სიტყვებს, ჭეშმარიტებას შეიცნობს. ვინაიდან ჭეშმარიტება - უბრალოდ აზრი კი არ არის სიტყვების მეშვეობით გამოხატული, არამედ მერე მოქმედებაცაა და ის ხდება რეალური ჩვენ ცხოვრებაში. ღვთიური ჭეშმარიტება - ეს, უპირველესყოვლისა, წინადადებაა, სიტყვაა, წრფელი და ბრძნული. მეორე რიგში ეს ღმერთის შეცნობაა, როგორ მამის, ძის და სულიწმიდის, როგორც სიყვარულის ერთობის, ასევე მოქმედებაშიც. როდესაც ჩვენ ვმყარდებით ქრისტეს რწმენაში, ჩვენ ვწვდებით წმიდა სამების არსს. ღმერთი ცვლის ჩვენ ცხოვრებას. როდესაც მას ვიცნობთ, ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთის სიყვარულს. მას ვისაც არ უყვარს, არ იცნობს ღმერთს. ქრისტეს სიტყვის მეშვეობით ღმერთის შეცნობა, ჩვენ ეგოიზმისგან გვანთავისუფლებას გვასწავლის. სინანული ან ამის ხელოვნურად გამოწვევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განვთავისუფლდეთ ცოდვის მონობისგან. მხოლოდ ღმერთის სიყვარულს, მამის და სულის პატიებას, რომელიც შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, შეუძლია სინამდვილეში ჩვენი განთავისფლება. სწორედ ღმერთის სიყვარულს შეუძლია ეგოიზმის ჯაჭვის დამსხვრევა. იოანე 8:33-36 იუდეველბი შეწუხდნენ; მათმა მამებმა იცხოვრეს ორასი წელი ეგვიპტეში ფარაონის მონობის ქვეშ, მაგრამ მერე განთავისუფლებულები იყვნენ. ღმერთმა ისინი მონობიდან გამოიყვანა (გამოსვლა 20:2). იესოს სიტყვებმა ხალხი გაანაწყენა. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა მათი ერი. იესო აშორებდა სიამაყეს იმ ხალხს, ვინც იწყებდა მის დაჯერებას და რწმენას. მან აჩვენა მათ, რომ ცოდვის მონები და ეშმაკის ტყვეები იყვნენ. თუ ჩვენ ვერ ვხვდებით ჩვენი მონობის სულიერ მიზეზს, ჩვენ ვერ გვექნება გადარჩენაზე გათვლა. მხოლოდ მას, ვისაც შეუძლია აღიარება იმისა, რომ არ ძალუძს თვითონ განთავისუფლდეს ცოდვისგან, მიმართავს ღმერთს.ამიტომაც არ ეძებს ბევრი იესოს: ისინი ფიქრობენ, რომ არ საჭიროებენ მის გადარჩენას. იესო ამბბობს: „ის ვინც სცოდავს, ცოდვის მონა ხდება“. ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს სიცრუეში, სიზარმაცესა და უდარდელობაშ. ისინი საშიშ თამაშს თამაშბენ ცოდვასთან, და ასეთი სახით აწყობენ ცხოვრებას სიცრუეზე. ისინი იქამდე აკეთებენ ყოველივე აკრძალულს, სანამ ეს მათ ჩვევაში არ გადაიზრდება. მაგრამ სანამ ისინი დაინახავენ საკუთარ სიბინძურეს და საქმის სისუსტეს, და მოუსმენენ საკუთარ სინდისს, შეიძლება ძალიან გვიან იყოს; ეს ხალხი უკვე საკუთარი ცოდვების მონა გახდა. ისინი დაიწყებენ იმ საათის წყევლას, როდესაც მიეცნენ ბოროტ აზრებს. კაცობრიობა ამორალური გახდა - ისინი სიმართლეს, შეცოდების ნიღბით მალავენ. ყველა ადამიანი ქრისტეს გარეშე საკუთრი სურვილების მონაა. სატანა თამაშბს მათით ისე, როგორც ძლიერი ქარი ეთამაშება ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს. ამ აზრს აგრძელებს, და ასე ამბობს ღმერთის ძე: „მე თქვენთან ვარ. მე ვიცი ყველაფერი, რაც გამძიმებთ. მე შემიძლია განგათავისუფლოთ და ყველა ცოდვა მოგაშოროთ. მე არ მოვსულვარ ქვეყნიერებას არა იმისთვის, რომ შევცვალო ის, ან დაგსაჯოთ სასტიკი კანონებით. ჩემი მიზანია - განგათავისუფლოთ ცოდვის მონობისგან, ეშმაკისაგან და სიკვდილისგან. მე გაგაცოცხლებთ თქვენ და მოგცემთ ღვთიურ ძალას რათა შეეწინააღმდეგოთ ცოდვას. ეშმაკი გააგრძელებს თქვენ ცდუნებას, და თქვენ წაიბორძიკებთ, მაგრამ უკვე არა როგორც მონები, არამედ ღმერთის მოყვარული შვილები. „ჩემი სისხლი იქნება ფასი, თქვენი ცოდვებისთვის გადახდილი, და თქვენ იქნებით სამუდამოდ გამოსყიდულები ცოდვის მონობისგან. თქვენ ფასეულები ხართ ღმერთისთვის. ის გთავაზობთ, რომ გახდეთ მისი შვილები, რომლებიც იქნებით ცოდვისგან თავისუფალიები. ცოდვისგან განთავისუფლებულებს, მე მიგიყვანთ ღმერთთან, მასთან ურთიერთობისთვისა და მსახურებისთვის მადლიერებით. მე - გამანთავისუფლებელი ვარ, რომელიც დაგიხსნით ცოდვის ციხსიგან და მიგიყვანთ ღმერთის სამეფოში. მე ღმერთის შვილი ვარ, რომელსაც მაქვს ძალაუფლები თქვენი განთავისუფლების, თუ ჩემ სიყვებს და ხმას მოისმენთ“. ლოცვა: უფალო იესო, ჩვენ აგამაღლებთ შენ იმიტომ, რომ ყოვლისშემძლე მხსნელი ხარ, რომელიც სრულიად გვანთავისუფლებს ჩვენ, ჯვარზე ეშმაკისგან. შენ ყველა დანაშაული გვაპატიე. ჩვენი ცოდვებისგან გაგვწმიდე, რათა აღარ ვიღოთ სიბოროტის მონები, არამედ ვემსახუროთ ღმერთს, როგორც მისი შვილები, თავისუფლებასა და სიხარულში. კითხვა:
კითხვარი - 3ძვირფასო მკითხველო,
პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: Waters of Life, Internet: www.waters-of-life.net |