Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)
24. სიმონ კვირინელი ქრისტეს ჯვარს ატარებს (მათეიესო 27:31-34)მათეიესო 27:31-34 მიდიოდა რა იერუსალიმის ქუჩებში იესო, ჯვრის სიმძიმისგან ძირს დაეცა. ეს სიმძიმე მისთვის ტვირთი იყო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც რომაელებმა სცემეს და ბოლო ძალები გამოაცალეს. ეს ჩვენთვის გაკვეთილია, რომ ზოგჯერ არ შეგვიძლია საკუთარი ჯვრის ტარება და დახმარება გვჭირდება. რომალებმა გვერდზე გამოვლილ სიმონ კვირინელს აიძულეს მისი ჯვრის ტარება. შედეგად ამ ადამიანის შვილები (ალექსანდრე და რუთი) რომის ეკლესიაში აქტიურები გახდნენ (მარკოზი 15:21; რომაელები 16:13). სიმონის მთელი ოჯახი კურთხეული იყო იმის გამო, რომ ის ქრისტეს ჯვრის ტარებაში დაეხმარა. როდესაც ქრისტემ მისი ჯვარცმის ადგილს მიაღწია, მოუწია ძმრის დალევაც. ამან მისი ტანჯვები შეამცირა. მან უარი თქვა რაიმეს დალევაზე, რადგან სურდა სრულად და გაცნობიერებულად ეტარებინა ჩვენი ცოდვები. ზოგიერთ ადამიანს სჯერა იმის, რომ თითქოს სიმონი ქრისტეს ნაცვლად მოკვდა. მაგრამ ტკივილგამაყუჩებელი მიუტანეს იესოს პირთან და არა სიმონს და ეს მეტყველებს, რომ სწორედაც მან და არა სიმონმა გადაიტანა ცემა. იესო და სიმონი მეომრებს შორის იდგნენ, ნაგვემი და დამცირებული, ტანისამოსში, რომელიც მისი სისხლით იყო მოსვრილი. ლოცვა: ყოვლისშემძლე ღმერთო, მადლობა რომ ატარე შენი ჯვარი. როდესაც შენი სხეული ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს, გამვლელს მიეცი უფლება დაგხმარებოდა. გთხოვ გვაპატიე, რომ წავბორძიკდით და ვიწამეთ იმისა, თუ რა ძნელია ჯვრის ტარება. ჩვენ ნუგეშს ვეძებთ იმაში, რომ შენ დაგვეხმარები ამ ჯვრის ტარებაში. შენ დაგვპირდი, რომ იქნებოდი ჩვენთან წუთისოფლის აღსასრულამდე. მადლობა, რომ გვეხმარები, რათა შენი დახმარებით მივაღწიოთ მიზანს. კითხვა:
|