Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 207 (The Eighth Woe)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

10. მერვე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:29-33)


მათეიესო 23:29-33
29 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს. 30 და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31 ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. 32 ბარემ ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო. 33 იქედნეთა ნაშობო გველებო! გეენის მსჯავრს როგორ გაექცევით?
(იერემია 26:20-23; მათე 5:12; საქმეები 7:52)

ფარისევლები და მწიგნობრები ვიზუალურად უფრო მდიდრულ სამარხებს უკეთებდნენ მათ, ვინც რწმენის გამო იყო წამებული ან დამოწმების გამო იქნა მოკლული. ისინი დაიმედდნენ კეთილ საქმეებს, რათა თავი დაეღწიათ მომავალი სასამართლოსთვის. ეს ერთგული უფლის მსახურები მოკლეს მათმა წინაპრებმა. ახლა კი ეს შთმომავლობა ცდილობდა გამოესყიდა მამების სისხლი. ამიტომაც უკეთებდნენ მსგავს სამარხებს. თუმცა ქრისტეს არ ახარებდა ამ ფარისევლების ძალისხმევა, ის ეძახდა მათ ,,წინასწარმეტყველების მკვლელების შვილებს“. ქრისტეს იმედი ჰქონდა, რომ განსჯით თავზარსდასცემდა ფარისევლებს, რათა მოენანიებინათ და მობრუნებულიყვნენ მისკენ, მაგრამ მათ თავიანთი მამაების ბოროტი გზები აირჩიეს. და სწორედ ასე მოკლეს იესო და თავზე უფლის სასამართლო დაიტეხეს.

წმინდა რისხვაში უფალმა უწოდა მათ იქედნეთა ნაშობო გველები. ისინი დიდი ხნით ადრე არსებული ეშმაკი გველის შთამომავლები იყვნენ. სავსენი იყვნენ სიცრუით, ბოროტებით და შხამით. იესომ გააფრთხილა ისინი საშინელი შედეგის შესახებ, თუკი არ მოისურვებდნენ მონანიებას და მობრუნებას.

ჩვენ მადლობას ვუხდით იესოს, რომ ათასობით ადამიანმა ძველ აღთქმაში გაიგონა მისი მოწოდება, მოინანია და სულიწმიდის გადმოღვრით აღორძინდნენ. მოციქულების მოწმობები და ლოცვები დღესაც აშენებს ჩვენს ცხოვრებას, გვაძლევს იმედს, რადგან ქრისტემ დაამარცხა მათში გველის სული. ისინი სიცოცხლის წყლის მდინარეებად იქცნენ, რომლებიც აივსნენ სიწმიდით, ჭეშმარიტებით და სიყვარულით. ეკლესია შექმნილია და დაფუძნებულია ქრისტესა და მოციქულების ერთგულ მსახურებზე.

ქრისტე უპირველესად აუწყებს ვაი თქვენს მათ, ვინც მოისმინეს უფლის მოწოდება. ის აფრთხილებს სიყვარულის უკმარისობისა და მკვდარი რწმენის საშიშროების შესახებ. ვაი ჩვენ ქრისტიანებს თუ ჭეშმარიტად არ ვინანიებთ და ვემსახურებით იესოს, რათა მისი სიყვარული ცხოვრობდეს ჩვენში და მივყავდეთ მორჩილების, სიკეთისა და რწმენისკენ.

ლოცვა: მამაო, რომელიც ხარ ზეცაში, წმინდა ხარ შენ და სამართლიანია შენი სასამართლო. მადლობას გიხდით შენი სულგრძელობისთვის. გვასწავლე მონანიება, რათა ჩვენს მეგობრებთან ერთად დავმდაბლდეთ და გავმართლდეთ. მოგვაშორე ფარისევლობა და სიამაყე, წრფელი გული შექმენი ჩვენში და მართალი სული განაახლე. არ უკუგვაგდო და არ წაგვართვა სულიწმიდა.

კითხვა:

  1. რატომ განიკითხავდა იესო თავისი დროის უღვთო რელიგიურ ადამიანებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:52 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)