Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული
9. მეშვიდე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:27-28)მათეიესო 23:27-28 იუდეველები თვლიდნენ მკვდარ სხეულებს უწმინდურად. ვინც შემთხვევით მაინც შეეხებოდა მკვდარ სხეულს, მას შემდგომ უნდა შეესრულებინა, ხანგრძლივი და დამღლელი განმწმენდი პროცესი. იუდეველები აუცილებლად ღებავდნენ ყველა სამარხს იერუსალიმის ახლოში ღია თეთრი საღებავით, რათა მომლოცველებს მარტივად შესძლებოდათ მომლოცველებს, ამ სამარხისთვის თავის არიდება. იესომ თავისი დროის ფარისევლებს აუხსნა, რომ თავად გახდნენ ამ შეთეთრებული სამარხების მსგავსნი. გარეგანად სუფთები ჩანდნენ, მაგრამ შიგნიდან აღივსნენ უწმინდურებით. მათ იცოდნენ საკუთარი ცოდვების შესახებ, მაგრამ ისე იქცეოდნენ თითქოს მართალნი იყვნენ. აღიარეს ჭეშმარიტება, მაგრამ აგრძელებდნენ ცოდვაში ცხოვრებას. ქრისტემ ამ ფარისევლებს შეთეთრებული სამარხები უწოდა, იმ დროში კი ეს სიტყვები დიდ შეურაცხყოფას ნიშნავდა. მიმართა რა თავისი ერის მთავრებს მთელი სიმკაცრით იესო შეეცადა გაენთავისუფლებინა ისინი საკუთარი სამართლიანობის რწმენისაგან და ეღიარებინათ თავიანთი გულის საცოდავი მდგომარეობა. მაგრამ მათ მაინც არ მოინანიეს, რადგან დაბრმავებულები იყვნენ საკუთარი რწმენით და ვერაფერს სხვას ვერ აღიქვავდნენ. ჩვენ კი მათი განსჯა კი არ გვმართებს, არამედ საკუთარი თავების და უფლისთვის თხოვნდა, რომ გაწმინდოს ჩვენი გულები. ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, შენ წმინდა ხარ. შენთვის ცნობილია ყველა ჩემი საქმე, სიტყვა და განზრახვა. შენ ხედავ ჩემს გულს და იცი ჩემი სულიერი განცდები. მაპატიე ჩემი უწმინდურება და გამწმინდე შენი ძვირფასი სისხლით და ამავსე სულიწმიდით. დამეხმარე წინ არ აღვუდგე მართლებს, არამედ ვაღიარო, რომ შენ ერთი ხარ, ჩემი სამართლიანობა. მხოლოდ შენში და შენს მიერ არის ჩემი ძალა, ჩემი სისუსტე და მთელი ჩემი ცხოვრება გამართლებული. შენ - ჩემში საუკუნო სიცოცხლე ხარ. მადლობას გიხდი ამ უდიდესი უფლებისთვის, რომელიც მომეცი. კითხვა:
|