Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Matthew - 180 (Pride Among Jesus’ Followers)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

10. იესოს მოწაფეების უგუნური ქედმაღლობა (მათეიესო 20:20-23)


მათეიესო 20:20-23
20 მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას. 21 მან ჰკითხა: "რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”. 22 მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”. 23 უთხრა მათ: "ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.
(მათე 10:2; 19:28; 26:39; მარკოზი 10:35-45; საქმეები 12:2; გამოცხადება 1:9)

მოწაფეები ვერ ხვდებოდნენ, რომ ქრისტე მას მის მოახლოებულ სიკვდილზე ელაპარაკებოდა. მათი გონება დაკეტილი იყო - ფიქრობდნენ მხოლოდ ოქროს ტახტებზე. იაკობის და იოანეს დედა მივიდა იესოსთან თავისი შვილებითურთ და სთხოვა იესოს, რომ დაჰპირებოდა, მათი შვილები ისხდებოდნენ მის მარჯვნივ და მარცხნივ სასუფევლში. ალბათ თვლიდნენ, რომ მასთან სიახლოვე უფლებას აძლევდა მათ მსგავსი თხოვნით მიემართათ. (იოანე 19:25)

ვერც კი ხვდებოდნენ რაოდენ სერიოზული იყო მათი თხოვნა. მათ პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ მაშინ, როდესაც იესო ფიქრობდა ტანჯვებსა და გამოსყიდვაზე. მათ სურდათ პრივილეგიებითა და უფლებებით დამტკბარიყვნენ, მაშინ როდესაც ქრისტე გამომსყიდველი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო. ისინი მიწიურები იყვნენ , ის კი - ღვთაებრივი, ისინი ვერ აცნობიერებდნენ სასმისის ტანჯვის სიდიდეს ჩვენი ცოდვებისთვის, ღმერთის ძემ კი გადაწყვიტა მისი ბოლომდე შესმა!

იოაკობი და იოანე ვერ აცნობიერებდნენ ამ ჟამის მნიშვნელოვნებას, არამედ ფიქრობდნენ რომ იესო სასწაულებრივად დაჯდება ტახტზე იმისდამიუხედავად, რომ თავად ყვებოდა წინასწარ საკუთარ სიკვდილზე. დედამიწაზევე სურდათ ზეცის საუკეთესო ადგილები დაეჯავშნათ. აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ცდუნდნენ და ეშმაკის ხაფანგში გაებნენ, რომელიც ცდილობდა იესოს პროვოცირებას, რათა გაბრაზებულიყო მათზე და უხეშად ეპასუხა. თუმცა ღვთის კრავმა მათ მშვიდად უპასუხა. მან დაარწმუნა ისინი, რომ იქნებოდნენ მისი ტანჯვებისა და სიკვდილის თანამონაწილენი.

როგორ ხშირად ვეძებთ ქრისტიანები პატივს და დიდებას, კარგ სამსახურს, მაღალ ანაზღაურებას და სოციალურ დაცვას და ამ დროს ყურადღებიდან გვრჩება დევნილი ხალხი და ქრისტეს მიმდევრები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, არადა ისინი ჩვენს გვერდით არიან.

ლოცვა: უფალო წმინდაო, შენ - ღვთის კრავი ხარ, რომელმაც ქვეყნიერების ცოდვები იტვირთე. შენს მოწაფეებს ტახტები და გვირგვინები სურდათ. გვაპატიე ჩვენც ისევე, როგორც მათ, თუ კი ქვეყნიერებას ვუყურებდით ტკბობით, კმაყოფილებას და ფულს ვეძებდით. დაგვეხმარე ყველას მოვუყვეთ, რომ შენ იქეცი გამოსასყიდ მსხვერპლად ჩვეთვის, როდესაც იმ საშინელი სიკვდილით მოკვდი. და დაგვეხმარე გვერდსი ვედგეთ დევნილთ და გაჭირვებულ მორწმუნეებს!

კითხვა:

  1. რატომ იქცეოდნენ იოანე და იაკობი ასე ამაყად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:12 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)